26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში
26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან
ფოტო: Military Times
14 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur -ს წილად ხვდა დიდი პატივი წლების განმავლობაში ესაუბრა იმ მამაც მამაკაცებთან და ქალბატონებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ამაყად ემსახურებოდნენ და დიდი მსხვერპლი გაიღეს, რომ ჩვენ ყველას უსაფრთხოდ და მშვიდად გვეცხოვრა.  ამ გასაოცარ ადამიანთა შორის საკმაოდ ბევრმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად და სამართავად, დიდი წარმატებით გამოიყენა არმიაში ნასწავლი გაკვეთილები პროდუქტიულობაზე, ორგანიზებულობასა და რისკების შეფასებაზე. ჩვენ მათი ზოგიერთი შთამაგონებელი ციტატები შევაგროვეთ, რომ ჩვენთვისაც გამხდარიყო შთაგონების წყარო და ჩვენც რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება გვეცადა.

მსგავსი სტატია: 7 რამ, რაც კომპანიის მართვაზე არმიამ მასწავლა

„რისკის შეფასებაც შეიძლება, მისი გაკონტროლებაც და რაც ყველაზე მთავარია, გარისკვისაც არ უნდა შეგეშინდეთ“

„რისკის შეფასებაც შეიძლება, გაკონტროლებაც და რაც ყველაზე მთავარია, გარისკვისაც არ უნდა შეგეშინდეთ. ადამიანები ვართ და სრულიად ბუნებრივია,  რომ ყოველდღიურად გვიწევს რისკზე წასვლა, და ქვეცნობიერად ვცდილობთ ამ რისკების შემცირებას მათი გაკონტროლების გზით.  მაგალითისთვის ავტომობილის მართვა განვიხილოთ ჩქაროსნულ გზატკეცილზე,  რაც ნამდვილად სარისკოა, მაგრამ თავდასაცავად უსაფრთხოების ღვედებსაც ვატარებთ, სიჩქარის ლიმიტსაც ვიცავთ, ჩვენს ზოლზეც ვმართავთ და ამ სარისკო პირობებშიც კი, როგორღაც ვახერხებთ თავის გადარჩენას. შეიარაღებულმა ძალებმა მართლაც დიდი სამსახური გაგვიწია, იქ წინასწარ გვასწავლეს როგორ უნდა მოვმზადებულიყავით რისკების გასაკონტროლებლად,  როგორ დაგვეყვანა ისინი დაბალ დონემდე და როგორ მოგვეხერხებინა ცოცხლად გადარჩენა.  სწორედ ამიტომ ვახერხებდი  ნებისმიერ ამინდში, ღამით, სიბნელეში, საბრძოლო მისიების შესრულების შემდეგ (რომლებიც უმეტესად ისეთი იყო, რომ სულ ფეხები მიკანკალებდა) ავიამზიდზე რეაქტიული თვითმფრინავის სრულიად უსაფრთხოდ დასმას. რისკების შემცირების კონცეფციის გამოყენება მთლიანად ცვლის თამაშს ბიზნესში. ეს გაძლევთ რწმენას, რომ იმას მიაღწევთ, რაც სხვებს დაუჯერებლად მიაჩნიათ“, - რობ ჩერავოლო, Tropic Ocean Airways-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი,  საზღვაო სამხედრო ძალების ვეტერანი.

 „ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურეები ბრმად ასრულებენ დავალებებს, მაგრამ სინამდვილეში, სრულიად საპირისპირო ვითარებაა“  

„სამხედრო სამსახურმა გვასწავლა, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერი სარისკოა. მიუხედავად ამისა, სათანადო წვრთნითა და მომზადებით, ნებისმიერი რისკის შემცირება შეიძლება. სარისკო დავალების წარმატებით შესასრულებლად,   აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ ყველა რისკი, რომელიც ამ დავალებას ახლავს, შევაფასოთ ისინი და გეგმები შევადგინოთ,  როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ. რისკების შეფასება თვით ამ რისკების ჩამოწერას ნიშნავს, სათანადო მოქმედებებთან ერთად, რომლებიც ამ რისკებს ამცირებენ. ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურეები ბრმად ასრულებენ დავალებებს, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენს შემთხვევაში სრულიად  საპირისპირო ვითარებაა, საუკეთესო შედეგების მიღება რომ შევძლოთ, ჩვენი ყველა ნაბიჯი მკაცრად უნდა იყოს გათვლილი“, - ვიშ და მელანი   მანასამი, G-FORCE -ის მფლობელები, ეროვნული გვარდიის ვეტერანები.

 „თუ სწრაფად გსურთ სიარული, მარტო წადით, თუ შორს გსურთ წასვლა -სხვებთან ერთად გაეშურეთ“

„როდესაც სპეციალური დანიშნულების ძალებში მსახურობ, 12 კაციანი გუნდის წევრი ხარ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებშია განლაგებული, ამასთან, ხშირად შეერთებული შტატების წარმომადგენელის როლის შესრულებასაც გთხოვენ.  ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ პატარა გუნდს თითქმის შეუსრულებელ მისიას აკისრებენ - ეს ბევრ რამეში სტარტაპს გავს.  ამ მისიის შესრულებაზე მთელი მონდომებით იწყებთ მუშაობას, ყველანაირ სადაზვერვო მონაცემებს აგროვებთ, რაც კი შესაძლებელია. შემდეგ, თქვენი მისიის შესასრულებელ გეგმას ადგენთ: რა რესურსები დაგჭირდებათ, რა მოვალეობები უნდა შეასრულოს გუნდმა, რა პასუხია მოსალოდნელი მტრის მხრიდან და სხვა ამგვარი საკითხები. ჩვენ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ჯარში ვისწავლეთ და ახლა უკვე ანტრეპრენერის როლში აღმოვაჩინე, რომ ბიზნესშიც სწორედ ამგვარი ტაქტიკური დაგეგმარებაა. თქვენი გუნდის სიძლიერე გადამწყვეტ როლს ასრულებს თქვენი გუნდის წარმატებაში. ერთი ფრაზა გამოხატავს იმას, რასაც ადრე ჯარში ვაკეთებდით და ახლა კი, ჩვენი ვისკის (Horse Soldier Bourbon) დამზადებისას ვაკეთებთ: „თუ სწრაფად გსურთ სიარული, მარტო წადით, თუ შორს გსურთ წასვლა, - სხვებთან ერთად გაეშურეთ“, - სკოტ ნეილი American Freedom Distillery-ის თანადამფუძნებელი და მთავარი საოპერაციო ოფიცერი, გადამდგარი „მწვანე ბერეტი“.

 „სრულყოფისკენ სწრაფვამ სიკეთის კეთებაში არ უნდა შეგიშალოთ ხელი“

„ ძალიან მომწონს, თუ როგორ აღიქვამენ სამხედროები რისკს, ანუ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ გარისკვა აუცილებლად  მოგვიწევს. თქვენი ამოცანა ის კი არ არის, რისკი საერთოდ აირიდოთ თავიდან, არამედ გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ და იმ დროისათვის არსებული რაც შეიძლება ბევრი მონაცემი შეაგროვოთ.  აქ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი საკითხია,  შესაძლოა, სრული ინფორმაცია არ გქონდეთ, მაგრამ თუ ლოდინს დაიწყებთ, შესაძლებლობას გაუშვებთ ხელიდან. ჩემი აზრით, ეს გაკვეთილი ბიზნესსაც ზუსტად ესადაგება. უმეტეს შემთხვევაში, იმ მონაცემებით უნდა გადახვიდეთ მოქმედებაზე, რომელთა მოპოვებაც უკვე მოახერხეთ და  საკუთარი თავის პარალიზება არ უნდა მოახდინოთ, სრულყოფილების მიღწევა არ უნდა სცადოთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია: ‘სრულყოფისკენ სწრაფვამ სიკეთის კეთებაში არ უნდა შეგიშალოთ ხელი’“, - სორეია გოდარდი, ექსპერტი მარკეტინგის საკითხებში, ინსტრუქტორი კარიერის საკითხებში, სამხედრო მოსამსახურე.

„რაც უკეთ ხართ მომზადებული ნებისმიერი სიტუაციისთვის, სამსახურს ეხება ეს თუ ცხოვრებას, მით უკეთესი შედეგი გექნებათ მომავალი კარიერის ნებისმიერ  სფეროში“

„არმიის რიგებში შესვლა თავისთავად რისკი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მე ვმსახურობდი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჯარი ასწავლის ისაა, თუ როგორ უნდა მოამზადოთ საკუთარი თავი სარისკო ვითარებებისთვის წვრთნითა და სწავლით. რაც უკეთ ხართ მომზადებული ნებისმიერი სიტუაციისთვის, სამსახურს ეხება ეს თუ ცხოვრებას, მით უკეთესი შედეგი გექნებათ მომავალი კარიერის ნებისმიერ სფეროში. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როდესაც ვეტერანის გვერდით მუშაობთ, იმ ადამიანის გვერდით ხართ, რომელსაც ლიდერობისა და გადაწყვეტილებების მიღების მართლაც შესანიშნავი  უნარები აქვთ, მე უამრავ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანთან ერთად მიმუშავია და ჩემი ხელმძღვანელობის სტილში ყველაზე მთავარი, სხვა ადამიანების ძლიერ მხარეებზე დაყრდნობაა. არმიამ მასწავლა, თუ როგორ უნდა დავადგინო შეუცდომლად რა უნარები აქვთ ჩემს თანაგუნდელებს და ისიც, რომ ჩემს ყოველდღიურ მოვალეობად მივიჩნიო ისეთი ატმოსფეროს შექმნა,  რომელიც ეფექტურიც იქნება და საბრძოლო განწყობასაც გააღვივებს“, - ტონი სუაინჰარტი, Safelite AutoGlass-ის მთავარი ტექნიკოსი, არმიის ვეტერანი.

 „თქვენ უნდა შეძლოთ დაბალანსება, თუ რას გულისხმობს მისია და რამდენად გონივრულ რისკებზე მოგიწევთ წასვლა მის შესასრულებლად“

„ბიზნესში ერთი ასეთი ძველი გამონათქვამი არსებობს: ‘რაც მაღალია რისკი, მით დიდია ჯილდო’. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯარში ადამიანის სიცოცხლე  დგება რისკის ქვეშ და არა აქციების პორტფოლიო. ამიტომ თქვენ თავად უნდა შეძლოთ დაბალანსება, თუ რას გულისხმობს მისია და რამდენად გონივრულ რისკებზე მოგიწევთ წასვლა მის შესასრულებლად. სხვა თუ არაფერი, სამხედრო სამსახური გვასწავლის, რომ მამაცები  უნდა ვიყოთ, და როდესაც რისკის წინაშე აღმოვჩნდებით,  მომზადებისა და ინსტინქტების იმედი უნდა გვქონდეს”,  - მელისა ბრაიანტი,  IAVA-ს მთავარი ოფიცერი პოლიტიკის საკითხებში, არმიის ვეტერანი. 

„როდესაც რაიმეზე უარს იღებთ, უკან უნდა დაბრუნდეთ და გამოსავალს იპოვით“

„სამხედრო სამსახურში ნასწავლი ლიდერობის უნარ-ჩვევები დამეხმარა თავდაჯერებული გავმხდარიყავი და ჩემი ბიზნესი განმევითარებინა. სხვა საქმეა როდესაც, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობ, ამ დროს სხვადასხვა ადამიანებთან სწავლობთ ურთიერთობას და  იმასაც, რომ მათ კულტურას უნდა სცეთ პატივი. როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში გიხდებათ ცხოვრება, განსხვავებული შეხედულებები გიყალიბდებათ და ვფიქრობ, მე სწორედ ეს დამეხმარა ბევრ ადამიანთან მქონოდა ისეთი ურთიერთობა, როგორიც უმრავლესობას არა აქვს“.

„მოქნილი უნდა იყოთ და როდესაც რაიმეზე უარს იღებთ, მკვეთრ მოქმედებებზე არ უნდა გადახვიდეთ, უკან უნდა დაბრუნდეთ და გამოსავალს იპოვით. ზოგჯერ ცოტაოდენი მოთმინების უნარი უნდა გამოიჩინოთ და გააცნობიეროთ, როგორ უნდა იმუშაოთ ადამიანებთან, ამ ბიზნესში მთავარი ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებაა“, - პამელა  ჯონსი, CharBoy’s, არმიისა და ფლოტის ვეტერანი.

 „ყველაფერი რისკქვეშ დააყენეთ და ხშირადაც გარისკეთ“

„ჯარში ვისწავლე, რომ ადრეულ ეტაპზევე უნდა დამეყენებინა ყველაფერი რისკის ქვეშ და თან, ხშირადაც გამერისკა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მძიმეა ბიზნესის წარმოება, თითეული ჩვენგანი  ღამით ხომ სახლში ბრუნდება. ეს ყველაფერი შესაძლოა განსხვავებული იყოს უცხო ქვეყნებში ყოფნისას“.

„როგორც ანტრეპრენერმა, ყოველდღიურად ყველაფერი რისკქვეშ უნდა დავაყენო. გასაოცრად მარტივია ყოველდღიურად ერთისა და იმავეს კეთება, მაგრამ მივხვდი, რომ თუ გასარისკად არ ხართ მზად, ზრდას შეაჩერებთ და წარმატებას ვეღარ მიაღწევთ“, - ენდრიუ უაინსი, Menomonee Falls-ის მფლობელი და ოპერატორი, არმიის ვეტერანი.

„ყველაზე დიდი რისკი - უმოქმედობაა“

„ყველაზე დიდი რისკი - უმოქმედობაა. ჩემი პირველი მეთაური ხშირად გვიმეორებდა  - ‘ეცადეთ, ყოველთვის რაიმე აკეთოთ, უმოქმედოდ ნუ გაჩერდებით’. მოქმედებისკენ სწრაფვა გიბიძგებთ ადრეულ ეტაპზევე წახვიდეთ პატარა რისკზე, რის შედეგადაც ვითარების ესკალაცია, და მოგვიანებით დიდ რისკთან შეჯახება აღარ მოგიხდებათ, როდესაც ვითარების მოგვარება გაცილებით რთულია“, - ჯეისონ ჰარდებეკი, The Foundery-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი, საზღვაო სამხედრო ძალების ვეტერანი.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მოქნილი დარჩეთ“

Bishop Garrison

„ჩემთვის შეიარაღებულ ძალებში ყოფნა ხშირად იმას ნიშნავდა, რომ ცვლილებების განხორციელებისას მოქნილი ვყოფილიყავი, - როგორც ჩემი ბრძანებების, ისე იმ კადრების შემთხვევაში, რომლებიც მოდიოდნენ და მიდიოდნენ, და მისიის მასშტაბებისა და ხელმისაწვდომი რესურსების შემთხვევაშიც, ეს ყველაფერი  ბიზნესსა და არაკომერციულ სამყაროზეც ვრცელდება“, - ეპისკოპოსი გარისონი, ტრუმენის ეროვნული უსაფრთხოების პროექტის დროებითი აღმასრულებელი დირექტორი, არმიის ვეტერანი.

„წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანი, რომელსაც გუნდური ძალისხმევის სჯერა“

„რისკების გადალახვის ერთადერთი გზა, მათი გამოვლენის გარდა, ეფექტური კომუნიკაციით და გუნდზე იმედების დამყარებით მაქსიმალურად ეფექტური კონტროლის  საშუალებების დანერგვაა. ნებისმიერს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რა რისკებია მოსალოდნელი, რომ მათ შესასუსტებლად ყველაფრის გაკეთება მოახერხოს. ამასთან, ეს იმ ნებისმიერ რისკებზე პასუხისმგებლობის აღებასაც გულისხმობს, რომლებიც არ იყო ეფექტურად გადალახული. ბოლოს ჩვენი სიძლიერე იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ძლიერია ჩვენი ჯაჭვის ყველაზე სუსტი რგოლი! წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფური წვრთნაა  და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გუნდური ძალისხმევის სჯერა“, - ალექსანდრა კავი,  Urban Bricks-ის მფლობელი, საზღვაო სამხედრო ძალების ვეტერანი.

„იყავით მშვიდი და ეფექტური სტრესულ  ვითარებაში“

„სამხედრო ძალებში სამსახურმა მასწავლა თუ როგორ უნდა გავმკლავებოდი უკიდურესად სტრესულ ვითარებებს და თქვენც ამ გზას უნდა მიმართოთ: მშვიდი და ეფექტური იყავით. . . როდესაც რაღაც მოულოდნელად ხდება, ასეთ დროს მიღებული  სულ პაწაწინა გადაწყვეტილებაც კი მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ შიშით შეპყრობილი კომპიუტერის წინ ზიხართ და ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა წაგლეკოთ, გაიხსენეთ, რა გაქვთ დღემდე გაკეთებული, რომ ამ მომენტს მზად დახვედროდით და დამშვიდდებით.  ეს მდგომარეობა კი უთუოდ მიგიყვანთ შემდეგ შეკითხვასთან: რას აკეთებთ ამჟამად მოსამზადებლად?“, - ტიმ კენედი, „მწვანე ბერეტები“, შერეული საბრძოლო ხელოვნების მოკრივე,  წამყვანი გადაცემისა -  „მოკვლა ძნელია“.

„რისკი შესაძლებლობებს ზღუდავს, გაურკვევლობა კი, - აფართოვებს“
„შეიარაღებულ ძალებში ყოფნამ  მასწავლა, ნათლად დამენახა განსხვავება რისკსა და გაურკვევლობას შორის. რისკი შესაძლებლობებს ზღუდავს, ხოლო გაურკვევლობა კი, -აფართოვებს. მაგალითად, ისეთი ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა  საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმების შედგენა, ხარისხის კონტროლი და აქტიური კომუნიკაცია, ჯგუფებს მისიის გასაგრძელებლად რისკების  მართვის შესაძლებლობას  აძლევს. მაგრამ როდესაც გაურკვეველ ვითარებაზეა საუბარი, ასეთ შემთხვევაში, რჩეულ გუნდებს ისეთი პოზიციონირება შეუძლიათ, რომ უპირატესობას მიაღწიონ.  ხოლო სუსტი გუნდი კი, გაურკვეველ ვითარებას შეცდომით სარისკოდ მიიჩნევს, და შედეგად, სხვა გუნდები მიაღწევენ უპირატესობას, რომლებიც გაურკვევლობაში შესაძლებლობას ხედავენ და მზად არიან ამ შესაძლებლობით ისარგებლონ“, - სოკრატეს როზენფელდი, iheartjane.com-ის აღმასრულებელი დირექტორი, არმიის ვეტერანი.

 „როდესაც  ბევრჯერ  გადალახავთ შიშს, მის მართვას შეძლებთ“

„სამხედრო სამსახურმა მასწავლა, რომ შიშის გრძნობა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აქვს და რისკი, შესაძლოა, მოქმედებებითა და მიზნების დასახვით გარკვეულ, მისაღებ დონემდე შემცირდეს. როდესაც  ბევრჯერ გადალახავთ შიშს, მის მართვას შეძლებთ. ეს უზომოდ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში მიუხედავად იმისა, რა სფეროში ცდილობთ კარიერის გაკეთებას“, - ბრენდონ უები, Hurricane Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

„წარუმატებლობის შიში - ეს სიტყვები არ უნდა იყოს თქვენს ლექსიკონში“

„ჩემს წარმატებაში სამხედრო სამსახურმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. წარუმატებლობის შიში - თქვენს ლექსიკონში არ უნდა იყოს ეს სიტყვები, არ აქვს მნიშვნელობა სამხედრო სამსახურში ხართ, თუ ანტრეპრენერულ საქმიანობას ეწევით, რისკები უნდა გათვალოთ და წარუმატებლობების არ უნდა გეშინოდეთ. ორივე შემთხვევაში, მთავარი - თქვენი აზროვნებაა, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მისიას შეასრულებთ“, - კოლინ უეინი, Redline Steel- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, არმიის ვეტერანი.

“ თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად უეცრად არავინ გამოჩნდება, ამ პრობლემებს თქვენ თვითონ ან აგვარებთ ან ვერა“

„ადამიანები ვერ აცნობიერებენ შეიარაღებულ ძალებში ყოფნისას, რომ ხშირად ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როგორშიც ადრე არასოდეს ვყოფილვართ. თქვენ ან აგვარებთ პრობლემას ან ვერა. . . როდესაც ანტრეპრენერი ხართ, უნდა აცნობიერებდეთ, რომ არავინ გამოჩნდება უეცრად თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. ადამიანები ფიქრობენ, რომ ანტრეპრენერობა საინტერესო და სახალისოა, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა საქმე, ეს თავდაუზოგავი შრომაა. აქ ლაჟვარდოვან სანაპიროზე გარუჯვა სულაც არ არის მთავარი, მთავარი - პრობლემების მოგვარებაა. თქვენთვის სასიამოვნო უნდა იყოს თქვენი კლიენტებისა და ბიზნესის პრობლემების მოგვარება“, - ნიკ პალმიშანო, Ranger Up-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, არმიის ვეტერანი.

„მოუმზადებელი არსად არასოდეს წახვიდეთ“

„მოუმზადებელი არსად არასოდეს წახვიდეთ - ამ სიტყვებით ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომზადება. ამ დევიზს თქვენც ერთ წამში ჩაწვდებით, და მეც კარგად მახსოვს, როდესაც სათანადოდ არ მოვემზადე, ეს სინამდვილეში მომზადება აღმოჩნდა სრული მარცხისთვის.  ხშირად, ჯერ კიდევ საქმის დაწყებამდე,  წინასწარ შეიძლება განსაზღვრა წარმატებას მოიპოვებთ თუ არა, სამხედრო მისია იქნება ეს, ბიზნეს პრეზენტაცია, სატელეფონო შეთავაზება, თუ კრიტიკული ინვესტიციის განხორციელება. დროის სულ მცირე ერთი მესამედი მაინც მომზადებას უნდა დაუთმოთ, ხოლო ორი მესამედი კი, -  შესრულებას“, - შონ ფლინი, Gympass-ის აღმასრულებელი დირექტორი, არმიის ვეტერანი.

“აუცილებელი არ არის კონკრეტული მისიის ყოველი დეტალი შესრულდეს, რომ ის წარმატებულად ჩაითვალოს“

„ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებზე სრულიად არასწორი შეხედულებაა დამკვიდრებული.  ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ  ვეტერანები უმეტესად მხოლოდ ბრძანების შემსრულებლები არიან, ნებისმიერ განკარგულებას ბრმად, ყოველგვარი ფიქრისა და განსჯის გარეშე ასრულებდნენ. სინამდვილეში კი, სრულიად სხვა ვითარებაა, სამხედრო პერსონალი სპეციალურ მომზადებას გადის  თემაზე -„მეთაურის მიზანი“, ეს ნებისმიერი ოპერაციის მთავარი კონცეფციაა, რომელიც ასახავს თუ რა შედეგის მიღწევა სურს მეთაურს ნებისმიერ შემთხვევაში. მისიის ყოველი დეტალის შესრულება შეუძლებელია, მაგრამ თუ მეთაურის მიზანი შესრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისია წარმატებულია“, - ჯეფ ალენი, Dryer Vent Wizard -ის მფლობელი, არმიის ვეტერანი. 

„გამოიყენეთ ტექნიკა, სახელწოდებით - სამი ზემოთ და სამი ქვემოთ“

„მენეჯმენტის ტექნიკა, სახელწოდებით - ‘სამი ზემოთ და სამი ქვემოთ’ ჯარში ვისწავლე. მოკლედ რომ ვთქვა, აქ მისიის სამ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანზე და ასევე, იმ სამ ელემენტზეა გამახვილებული ყურადღება, რომელთა შესრულებაც დიდი რისკის ქვეშ იდგა. შემდეგ, საფუძვლიანი განხილვა იმართება, თუ როგორ მოხდა ამ პრობლემების მოგვარება. ამ მიდგომის გარეშე ნებისმიერ შეხვედრაზე ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე გადადის მსჯელობა,  აღარ ხდება იმ თემების განხილვა, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს მიდგომა ჩემთვის მართლაც ფასდაუდებელი იყო ბიზნეს კარიერაში წლების განმავლობაში და დღემდე ასეა“, - ჯონ დელი, Subway-ის ფრანჩაიზი და განვითარების აგენტი, არმიის ვეტერანი.

„ჯარისკაცები მიზნის მისაღწევად თავიანთ მოწოდებას იხსენებენ“

„ჯარისკაცები მიზნის მისაღწევად თავიანთ მოწოდებას იხსენებენ და ამ მიდგომის გამოყენება ნებისმიერ სფეროში შეიძლება.  როდესაც სამსახურში ვეტერანს იღებთ, იმას ნიშნავს, რომ  იღებთ ადამიანს, რომელსაც გამარჯვების მიღწევა სურს და მიზანმიმართულია. ამასთან ერთად, დისციპლინირებულიცაა და ამოცანების შესრულებასაც ლოგიკურად და  მოწესრიგებულად შეეცდება. ვეტერანები შინაგანად ძლიერი პიროვნებები არიან და ამიტომ ხდებიან ფასეული ხელმძღვანელობისთვის“, - დოქტორი კრის ტომშაკი, HealthSource-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანი.

 „ჩემმა სამხედრო კარიერამ მასწავლა, როგორ უნდა ამომეყენებინა გვერდით  ჭკვიანი ადამიანები და როგორ შემექმნა წარმატებული გუნდი“

 „ჩემმა სამხედრო კარიერამ მასწავლა, თუ როგორ უნდა ამომეყენებინა გვერდით ჭკვიანი ადამიანები და როგორ შემექმნა წარმატებული გუნდი. უზომოდ მნიშვნელოვანია თქვენს ძლიერსა და სუსტ მხარეებს აცნობიერებდეთ და ისეთი ადამიანები დაიყენოთ გვერდით, რომლებსაც მსგავსი ღირებულებები აქვთ და ვისაც შეუძლია იმის გაკეთება, რაც თქვენ არ გეხერხებათ. არ მინდა ამ ჯაჭვში ყველაზე სუსტი რგოლი მე ვიყო! “

“იმასაც დავძენდი, რომ თუ გუნდის ნაწილი ხართ, იმას ნიშნავს, რომ ყველასგან უნდა ისწავლოთ. 21 წლის ვიყავი, ახალი დამთავრებული მქონდა აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემია, როდესაც პირველ ესკადრონში მიმავლინეს დივიზიის ოფიცრის როლში, ათი  ადამიანისთვის უნდა მეხელმძღვანელა, რომლებიც ჩემზე 10-დან 15 წლით იყვნენ  უფროსები და ჩემზე გაცილებით მეტი იცოდნენ. მათ პირველივე შეხვედრაზე განვუცხადე, - ‘თუ გსურთ გიხელმძღვანელოთ, თქვენ უნდა მასწავლოთ და აქ იმიტომ ვარ, რომ თქვენგან ვისწავლო’. ისინი სიხარულით შემხვდნენ  და მართლაც ბევრი მასწავლეს“, - ჯო მაკკეიბი, Mr. Handyman-ის მფლობელი,  საზღვაო სამხედრო ძალების ვეტერანი.

“ვეტერანები ან შეასრულებენ, რასაც იტყვიან ან ამ საქმეს შეაკვდებიან“
ბორგ სიბურგი:  „ვეტერანების სახით მათ საიმედო, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი ეყოლებათ, ჩვენ მიზნების შესრულებაზე გვაქვს გამახვილებული ყურადღება და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია ამ მისიის შესასრულებლად“.

ან სიბურგი: „ჩვენშევასრულებთ ჩვენს დანაპირებს ან ამ საქმეს შევაკვდებით. ჩემი აზრით, ვეტერანები მიზანდასახულები არიან, და უზომოდ პატიოსნები, მათთვის საქმიან ურთიერთობებში ყველაზე მთავარი, ღირსებაა“, - ან და ბორგ სიბურგები,  SpeedPro Imaging -ის მფლობელები, არმიის ვეტერანები.

„ვეტერანები მთლიანად მისიის შესრულებაზე არიან კონცენტრირებული - დაავალეთ მათ და დააკვირდით, თუ როგორ შეასრულებენ დავალებას, და დარწმუნდებით, რომ როგორ წესი, სწორად და დროულად ასრულებენ“

„როდესაც ვინმე ვეტერანს იღებს სამსახურში, შესაძლოა, ვერც კი აანალიზებს, რომ ამ პიროვნებას 22 წლის ასაკშიც კი გაცილებით დიდი გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს - მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს გამოცდილება აძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ განსხვავებულად იაზროვნონ და იმოქმედონ კიდეც. ვეტერანები მთლიანად მისიის შესრულებაზე არიან კონცენტრირებული - დაავალეთ მათ და დააკვირდით როგორ შეასრულებენ დავალებას, და დარწმუნდებით, რომ როგორ წესი, სწორად და დროულად ასრულებენ. და გარდა ამისა, ვეტერანები გუნდური მუშაობის მომხრენი არიან და ნებისმიერ ვითარებაში დაუჭერენ მხარს გუნდის წევრებს. და ბოლოს, თქვენ პროფესიონალი გეყოლებათ გუნდში, რომელიც შეეცდება დაამტკიცოს, რომ  ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, რომელსაც მისცემთ“, - ბილ კოპელენდი, Glacier Confections -ის მფლობელი,  არმიის ვეტერანი.
 „როდესაც შიში მიპყრობს და ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს  ბიზნესში, ჩემს თავს ვეუბნები, - მთავარი ისაა, რომ ტყვიას არავინ მესვრის“
„ისე მძიმედ დავიჭერი ერთ-ერთ ბრძოლაში, რომ ძლივს გადავურჩი სიკვდილს და მას შემდეგ სრულიად უშიშარი გავხდი. ჩვეულებრივ, როდესაც შიში მიპყრობს და ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს ჩემს ბიზნესში, საკუთარ თავს ვეუბნები, - ‘მთავარია ისაა, რომ ტყვიას არავინ მესვრის’. ეს არ არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. რისკის შიში ნამდვილად არ არის იმაზე უარესი, რაც მე გადავიტანე. ფულის დაკარგვა არავის სურს, მაგრამ შეგიძლიათ, მის დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთოთ. ყოველთვის, როდესაც ახალ მაღაზიას ვხსნი ან რაღაც სივრცეს, ვიცი, რომ  ეს სახიფათოა, მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, შიშს არ ავყვე და ვნახო, რა მოხდება.  ამ შიშის დაძლევაში ჩემი თანდაყოლილი დისციპლინაც მეხმარება. ვიცი, ეს შიში ასე იოლად არ ქრება, მაგრამ მე მას მაინც ვაკონტროლებ“, - იონას ჰაგოსი, Pet Supplies Plus-ისა და სხვადასხვა ბიზნესების მფლობელი,  არმიის ვეტერანი.


“თუ საკუთარი თავის ან იმ მიზნის არ გჯერათ, რომლისკენაც ილტვით, წარმატების მისაღწევად არასოდეს გარისკავთ“
„სამხედრო საზღვაო ძალებში სამსახურმა მასწავლა, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად აუცილებლად მომიწევდა მსხვერპლის გაღება. თუ საკუთარი თავის ან იმ მიზნის არ გჯერათ, რომლისკენაც ილტვით, წარმატების მისაღწევად  არასოდეს გარიკავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ამ მიზნებს მიაღწევთ, აუცილებლად გამონახავთ რაიმე მიზეზს იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არის ამ იდეის განხორციელება შეუძლებელი და მის განხორციელებას არასოდეს შეეცდებით.  არც მე მიცდია. რისკების შესაფასებლად შეკითხვებს სვამთ, მენტორებს ეკითხებით რჩევას და მეტის სწავლას ცდილობთ! ეს ყველაფერი კი, თანდათანობით შემდეგ შეკითხვამდე მიდის:  რა მოხდება ყველაზე ცუდი თუ მე რაღაც დიდი იდეის განხორციელებას შევეცდები? მაგრამ თუ ერთხელ გადაწყვეტთ ამ რისკის საკუთარ თავზე აღებას, ბოლომდე მიყევით კიდეც ამ საქმეს!“, - ჩარლ კაროლუს უმცროსი, Hi-Five  ფრანჩაიზის მფლობელი სან ანტონიოში, საზღვაო სამხედრო ძალების ვეტერანი

 „სამხედრო სამსახურმა მასწავლა, რომ თუ არაკომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ყურადღება არ უნდა მიმექცია  და რისკს უნდა დავმეგობრებოდი“

„სამხედრო სამსახურმა მასწავლა, რომ თუ არაკომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ყურადღება არ უნდა მიმექცია   და რისკს უნდა დავმეგობრებოდი. უამრავ სარისკო ვითარებაში აღმოვჩენილვარ, გადარჩენისთვის ბრძოლა იყო ეს თუ მულტიმილიონ დოლარიანი თვითმფრინავით დედამიწის გარშემო შემოფრენა. საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში და საჰაერო ძალების სარეზერვო სარდლობაში 24 წელიწადი გავატარე და ჩემთვის აუცილებელი იყო გააზრებული გადაწყვეტილებების ადგილზე მიღებაც და მათი შესრულებაც. სამხედრო სამსახურმა მასწავლა, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა მქონოდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ნებისმიერ პოსტზე და ნებისმიერ მისიაში, და ინიციატივა უნდა გამომეჩინა. რამაც თავის მხრივ, ჩემს დღევანდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკების წინასწარ გათვლისა და შეფასების საშუალება მომცა“, - ჯიმ სტეფანჩინი, Panasonic North America-ის დირექტორი ტალანტების, განათლებისა  და ორგანიზაციული განვითარების საკითხებში, საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის და საჰაერო ძალების სარეზერვო სარდლობის ვეტერანი.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.