ციფრული სტარტაპ ბუთქემფი

დისტანციური დემო დღე და ფულადი საპრიზო ფონდი BTU-სგან
ციფრული სტარტაპ ბუთქემფი
ფოტო: Entrepreneur
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან ერთად „ციფრულ სტარტაპ ბუთქემფს“ ახორციელებს.

„ბუთქემფი“ სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს.  კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების თანახმად, „სტარტაპ ბუთქემფი“ 28-29  მარტს და 4 აპრილს ონლაინფორმატში ჩატარდება. ონლაინ ბუთქემფში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 23 მარტამდე მიმდინარეობს. კონკურსის ფარგლებში კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე 10 სტარტაპი შეირჩევა.

პროექტის ფარგლებში, ინტენსიური სესიები სტარტაპების მიერ იდეისა და ბიზნესგეგმის დახვეწაზე მუშაობასა და წუთიანი ვიდეოსფიჩის მომზადებას ითვალისწინებს. საუკეთესო წუთიანი ვიდეოს ავტორს 1000 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი გადაეცემა.  ასევე, ბუთქემფის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტ „შემოქმედებითი ნაპერწკალის” ფარგლებში დაგეგმილ „იდეაფესტისა” და საერთაშორისო Big Idea Challenge-ის საერთაშორიო კონკურსებშიც.  გამარჯვების შემთხვევაში კი, 1000 ფუნტის ფულად პრიზთან ერთად, ლონდონში გაემგზავრებიან, სადაც ინტენსიური ტრენინგების გავლის პარალელურად, ინვესტორებთან შეხვედრისა და მათი მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეებს მნიშვნელოვან დახმარებას BTU-ს მიერ საგანგებოდ მომზადებული ონლაინ სასწავლო მასალები, ვიდეობლოგები და ავატარის მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლექციები გაუწევს.  

ციფრულ სტარტაპ ბუთქემფში მონაწილეობის მსურველები კი 23 მარტამდე ეწვიეთ ბმულს.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.