📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საგანგებო რეჟიმის პირობებში, Glovo მუშაობს არ წყვეტს Glovo 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლოვო

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, 21 აპრილამდე საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. Glovo, სწრაფი მიტანის სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს 4 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპერირებს, საგანგებო რეჟიმის პირობებში არ წყვეტს მუშაობს. ის ჩვეულებისამებრ, 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებლებს.

Glovo ითვალისწინებს ხელისუფლების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ უსაფრთხო მომსახურების წესებს როგორც შეკვეთის მომზადების დროს, ისე მისი შეფუთვისა და მიტანისას.

პარტნიორ რესტორნებთან ერთად, Glovo გეგმავს, მკაცრად დაიცვას უსაფრთხოების წესები მომხმარებლებისა და კურიერებისთვის როგორც შეკვეთის მიტანის, ასევე წამოღების დროსაც:

  • პარტნიორი რესტორნები უზრუნველყოფენ საკვების უსაფრთხო შეფუთვას.
  • შეწყვეტს პირდაპირი წამოღების სერვისს კურიებისთვის. რესტორნებსა და კურიერებს შორის დაწესდება ნეიტრალური ადგილი, სადაც რესტორნები დატოვებენ შეკვეთას, ხოლო კურიერები წამოიღებენ;
  • კურიერი დატოვებს შეკვეთას მომხმარებლის კართან და თავიდან აირიდებს პირდაპირ კომუნიკაციას მომხმარებელთან.
  • მუდმივად გაანაახლებს ინფორმაციას რესტორნის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე, უზრუნველყოფს უსაფრთხოებისთვის საჭირო ატრიბუტებით მომარაგებას.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო პერიოდში გაიზრდება შეკვეთების რაოდენობა. ჩვენი გუნდი 24 საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას რომ შევძლოთ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. აქვე კიდევ ერთხელ გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს პარტნიორ კურიერს, რომელთა გმირობის შედეგადაც ამ რთულ დღეებში ყოველდღიურად ათასობით ოჯახი იღებს მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო პროდუქციას." - ამბობს გიორგი ქერქაძე.

შეგახსენებთ, მიტანის სერვისის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გასულ კვირას Glovo-მ გააუქმა შეკვეთის ჩაბარების დროს ხელმოწერის პროცედურა და ხელი შეუწყო ნაღდი ანგარიშწორების ნაცვლად, ბარათებით გადახდას. ამასთანავე, პარტნიორ კურიერებს დაურიგდათ ანტიბაქტერიული საშუალებები, ხოლო ევექსის სპეციალურად გადამზადებულმა ექიმების გუნდმა პარტნიორ კურიერებს და თანამშრომლებს გაუწია სამედიცინო შემოწმება და საინფორმაციო დახმარება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი