10 რჩევა აღმასრულებელი დირექტორებისგან - როგორ უნდა იმუშაოთ სახლიდან ეფექტურადაც და თან, ბედნიერად იგრძნოთ თავი

ეს რჩევები მხოლოდ თქვენს პიჟამასთან არ არის დაკავშირებული, ისინი კარგ განწყობასაც შეგიქმნიან სახლიდან მუშაობისას

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პოლ სტატჰემის, Condeco Software-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადების თანახმად, „კორონავირუსის გავრცელებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სახლიდან მუშაობის პრაქტიკა.  თუმცა, ეს ტენდენცია უკვე  მრავალ კომპანიასა და ორგანიზაციაში იყო დამკვიდრებული. ჩვენი კვლევის,თანამედროვე სამუშაო ადგილი, 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, დამსაქმებელთა 41 პროცენტი, ახლა უკვე რაღაც ფორმის დისტანციურ სამუშაოს სთავაზობს თანამშრომლებს, და ეს მაჩვენებელი ჩვენი ვარაუდების მიხედვით, კიდევ უფრო მაღალი იქნება  ახალი კვლევების შედეგებში, რომელსაც აპრილში გამოვაქვეყნებთ “.

Pixabay

სტეტჰემი იმ საშუალებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებმაც დისტანციური მუშაობა გახადა შესაძლებელი, „ახალმა ტექნოლოგიებმა მისცა კომპანიებს შესაძლებლობა, ასეთი მოქნილი მუშაობის სტილი შეეთავაზებინათ თანამშრომლებისთვის.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ გაცხარებული გლობალური კრიზისის პირობებშიც კი, შეუძლიათ გააგრძელონ პროდუქტიული და უსაფრთხო მუშაობა კოლაბორაციულ რეჟიმში, თან ისე, რომ მათზე არაფერმა მოახდინოს დიდი გავლენა.  ბიზნესს მრავალი სხვადასხვა სფეროდან ექმნება საფრთხე, მაგრამ ამ არეულობის გადატანა იმ კომპანიებისთვის იქნება გაცილებით მარტივი, რომლებიც უკვე იყენებენ ტექნოლოგიებს თავიანთი პროდუქტიულობის გასაზრდელად, მათ შორის, ვირტუალური შეხვედრების შესაძლებლობას ინტერნეტით, სამუშაო ადგილების, შეხვედრისთვის განკუთვნილი სივრცეების ან შენობების დაჯავშნას,  დაშორებული ადგილიდან თათბირების ჩასატარებლად“.

თითქმის 14 წელია, რაც სახლიდან, დისტანციურად ვმუშაობ, თავდაპირველად, სპორტული კომპანიის მარკეტინგის მიმართულების მთავარი ოფიცრის პოზიციაზე, შემდეგ,   ჩემი მარკეტინგისა და PR სააგენტოში, რომელიც დავაფუძნე და განვავითარე კიდეც. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ადამიანების სწავლება იყო, მათთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ ეცხოვრათ  გაცილებით ჯანსაღად და ბედნიერად, ფიზიკური აქტიურობის, კვების, განწყობისა და ურთიერთობების გზით. ამასთან ერთად, მიმაჩნია, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა დიდად მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ, ვცდილობ ამ ყველაფრით ჟონგლირებას გარკვეულ საზღვრებში. დილას პიჟამას გამოცვლა აუცილებელია და იმის სწავლაც, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ზარის გათიშვის ღილაკი, და გარდა ამისა, ქვემოთ სამი რჩევაა, რომლებიც ჩემთვის მუშაობის ჯანსაღ ჩვევებზე ყურადღების გამახვილების საშუალებაა:

1. შეიძინეთ სამუშაო მაგიდა, რომელიც ფეხზე დგომას მოითხოვს   

ფეხზე დგომით მუშაობა წელის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილებს შეგიმცირებთ, და თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  მთელი დღის განმავლობაში ფეხზე უნდა იდგეთ. სახლში უნდა იმოძრაოთ, ამაში, ბუნებრივია მაცივართან ხშირად მისვლას არ ვგულისხმობ. დრო გამონახეთ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დაჯდეთ კიდეც, მხრებიც გაშალოთ და სწორი პოზაც მიიღოთ.  თქვენი სახლის სხვადასხვა ადგილები მოიარეთ,  რომ შემოქმედებითი განწყობაც გაიუმჯობესოთ, სხვადასხვა ერგონომიული პოზიციებიც მიიღოთ და სხვადასხვა ხედებსაც უყუროთ.

2. თუ შესაძლებელია,  სიარულის დროს ჩაატარეთ შეხვედრები 

თუ ვინმე დაგირეკავთ, აუცილებელი არ არის კომპიუტერის წინ იჯდეთ და ისე უპასუხოთ, Bluetooth ყურსასმენები აიღეთ და ქუჩაში გადით. ეს შესანიშნავი იქნება თქვენი კუნთებისთვის, გულისთვის, თქვენი ზოგადი კეთილდღეობისთვის და ბედნიერების შეგრძნებასაც მოგცემთ.

3. კერძებისა და საუზმეულის მომზადება 

ძალიან ხშირად ვჩიოდი იმაზე, რომ საჭმელი არაფერი მქონდა და იძულებული ვიყავი, უბრალოდ ენერგეტიკული ბატონებითა და რაღაც ამგვარით დავკმაყოფილებულიყავი, რასაც სახლში მოვძებნიდი. დახვეწილი კერძები ნამდვილად არ გჭირდებათ, მაგრამ მაცივარში აუცილებლად უნდა გქონდეთ ახალი ხილი, დაჭრილი ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი, მწვანილი და ცილოვანი საკვები, როგორიცაა, ქათმის თეთრი ხორცი, თევზი ან კიდევ ყველაფერი ის, რაც გიყვართ.  თქვენ შეგიძლიათ შემოქმედებითად შეხედოთ კვებას,  რომ  ტვინსაც მიაწოდოთ საზრდო და  შრომის ნაყოფიერებაც გაზარდოთ.

დანარჩენ შვიდ რჩევას ახალბედებს ვთავაზობთ სახლიდან მუშაობის სფეროში, რომლებსაც ყველაზე წარმატებული აღმასრულებელი დირექტორები იყენებენ, რომ მათი ბიზნესი და გუნდები რაც შეიძლება  ნაყოფიერები გახადონ, ხოლო ურთიერთობები კი, რაც შეიძლება სახალისო.

4.  საათების რაოდენობით კი არა, შედეგებით იმსჯელეთ

ტიმ ჯონსი, Precision Nutrition-ის, კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სასერტიფიკაციო ონლაინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ცნობილ სტრატეგიას იყენებს, - სამუშაო საათების კი არა, შედეგების მიხედვით აფასებს თანამშრომლის შრომას. ამ რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შედეგებზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს უჭერს მხარს.   ჯონსი იწონებს ამ მიდგომას, იმიტომ, რომ იგი იმ პრობლემების თავიდან აცილებას უწყობს ხელს, რომლებიც შესაძლოა მენეჯერებს თანამშრომლების შრომის ნაყოფიერებასთან დაკავშირებით გაუჩნდეთ. „ჩვენ არ ვითვლით საათებს და არც იმას ვუყურებთ, როგორ აკეთებთ თქვენს საქმეს, თუ  შედეგებს იღებთ, - განაცხადა ჯონსმა, - მიზნებსა და მაჩვენებლებზე გაამახვილეთ ყურადღება, ძველი, სკოლის დროინდელი იდეა იმის შესახებ, თუ რამდენი საათი უნდა გაატაროთ მაგიდასთან, უკვე მოძველებულია“.

5.  სამუშაოს და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება  სრულიად ნორმალურია

ტერი ტრაუტი, Entelechy-ის აღმასრულებელი დირექტორი, პროგრამების შედგენაზე მუშაობს ლიდერობის, მართვის და მომხმარებლის მომსახურების საკითხებზე,  მთელი რიგი კომპანიებისთვის, მათ შორის, Comcast, National Grid, Thermo Fisher Scientific, Sprint, DIRECTV, Constant Contact. იგი ადამიანებს მოუწოდებს, ასე მკაცრად არ გამიჯნონ ერთმანეთისგან სამსახური და პირადი ცხოვრება, უბრალოდ, დინებას მიყვნენ. „იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი აიძულოთ პროდუქტიული იყოთ, როდესაც არ ხართ, - განმარტავს იგი, -ან დაისვენოთ, როდესაც თქვენს გონებაში ქარიშხალია ტრიალებს, უბრალოდ დინებას მიყევით. დანაშაულის შეგრძნება ნუ გაგიჩნდებათ იმის გამო, რომ ღამის სამ საათზე წამოდექით ლოგინიდან თქვენი ბრწყინვალე იდეის ჩასაწერად.  ზუსტად ასევე, თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ, თუ დილას ტყეში გაისეირნებთ. ამის შემდეგ გაცილებით პროდუქტიულიც გახდებით და ბედნიერადაც იგრძნობთ თავს“. 

6. თქვენი ტექნოლოგია სტრატეგიულად  შეარჩიეთ და მომართეთ კიდეც

სახლიდან მუშაობა შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების საქმიანობა და გრაფიკი ერთმანეთს დაემთხვევა.  ანდრეი ხუსიდი, გუნდური მუშაობის პლატფორმის, Miro-ს გენერალური დირექტორი,  რეკომენდაციას იძლევა, თქვენი ყველა სამუშაო აპლიკაციისთვის რამდენიმე მოწყობილობა გამოიყენოთ. ეს დაგეხმარებათ მაქსიმალურად მოქნილად იმუშაოთ. „რთული ერთობლივი მუშაობისას, თქვენი ლეპტოპი დიდ მონიტორს მიუერთეთ, რომ ადვილად შეძლოთ ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტების მართვა, ჩატში ურთიერთობა, პროექტებისა და ინტერაქტიური დაფის მართვა, - ამბობს ხუსიდი, -თქვენს ლეპტოპზე ან სმარტფონზე დაამყარეთ იმედები, დიდი ხნის განმავლობაში მათი ავტონომიური მუშაობის უნარზე და ვებ კამერაზე, რომ Slack-ზე სწრაფი რეაქცია გქონდეთ, ხოლო ხოლო  Zoom-ზე - საათებში შეძლოთ პასუხის გაცემა, თუ გზაში ხართ“. ხუსიდის დისტანციურ ტექნოლოგიურ სტეკში შედის შემდეგი:

  • Zoom — ვიდეოკონფერენციისთვის
  • Slack — ჩატისთვის
  • Confluence — კომპანიის ვებ გვერდისთვის
  • Miro — იდეების, სტრატეგიების და პროექტების დასაგეგმად, ჰაბის ცენტრალური პროექტირებისთვის, პრეზენტაციებისთვის
  • Google Suite — ელექტრონული ცხრილებისთვის, მარტივი დოკუმენტებისთვის

7. იმხიარულეთ თქვენს კოლეგებთან ერთად

დ.ჯ. ჰადადი ოთხი შვილის მამაა, Haddad & Partners-ის, შემოქმედებითი სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორია, რომელსაც 65 თანამშრომელი ჰყავს და მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს მომხმარებელს. ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან აქვს მუშაობის გამოცდილება, როგორებიც არიან, Microsoft, Capital One, Citibank, Barclays, JPMorgan Chase, Sallie Mae და HBO. მისი დევიზია, არასოდეს შეხედოთ საკუთარ თავს მეტისმეტად სერიოზულად. „გამიმართლა, რომ სამყაროს საუკეთესო გუნდთან ერთად ვმუშაობ, და როგორღაც ისე მოხდა, რომ ყველანი მეგობრები გავხდით და ეს გასაოცარი ურთიერთობა დისტაციურად, საკომუნიკაციო პლატფორმით, Microsoft Teams-ით  ჩამოვაყალიბეთ.

ზუსტად ისე ვხუმრობთ, ვიცინით ერთმანეთზე, როგორც რეალურ საოფისე გარემოში. სულელურ გიფებსაც ვაკეთებთ ერთმანეთზე, სკოლის გამოსაშვები საღამოს, არდადეგების ფოტოებსაც ვუზიარებთ ერთმანეთს, ვჩატაობთ, როდესაც ოსკარების გადაცემის ცერემონიალს და სხვა ღონისძიებებს ვუყურებთ. ჩვენ ყველაფრისთვის გვაქვს გუნდური ჩატები - მკითხველთა კლუბისთვის, შვილებიანი თანამშრომლებისთვის, უშვილო თანამშრომლებისთვის, შეჯიბრებებისთვის და ა.შ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას უწინდებურად  სასიამოვნო ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან და დღის განმავლობაში ცოტათი მოვდუნდეთ.

8. დრო, რომელიც სამსახურში მისასვლელად გჭირდებოდათ,  დასასვენებლად გამოიყენეთ

ჯონ ფიჩი და მაქს ფრენცელი თანაავტორები არიან წიგნისა - დრო წიგნის გარეშე, და იმ დროის დაანგარიშებას გვთავაზობენ, რომელიც ჩვეულებრივ, სამსახურში სიარულისთვის უნდა გამოგვეყო და შემდეგ, მის დასასვენებლად გამოყენებას.   ეს სწორედ ის დროა,  როდესაც ჩვენს სამუშაოს უნდა მოვწყდეთ. დასვენების დღე იმაზე ფიქრით კი არ დაიწყოთ, სადმე დროულად როგორ უნდა მოასწროთ მისვლა, ეს დრო მოდუნების რიტუალს უნდა დაუთმოთ, რომელიც დაგამშვიდებთ და გონებასაც გაგინათებთ.  ან კიდევ თქვენი სამუშაო დღე დაასრულეთ ისე, რომ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობის ჩვევა არ გაგიჩნდეთ. ავტორები განმარტავენ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სამსახურში სიარულის დრო ისე, რომ სახლში მუშაობისა და დასვენების ერთმანეთისგან გამიჯვნა შეძლოთ.

9. შორს ხელის შემშლელი ფაქტორები -  მათი გრაფიკი შეადგინეთ

რა გიშლით ხელს მუშაობაში? ნეტი ოუენსი, Chronic Disorganization-ის სერტიფიცირებული პროფესიონალი ორგანიზატორი და Momentum Millionaire Network-ის დამფუძნებელი, გვირჩევს, ამ ფაქტორებზე დავფიქრდეთ და  მათ მიხედვით დავგეგმოთ სამუშაო. მაგალითად, არის თუ არა თქვენთვის პრობლემა ხმაური სახლში (იმ დროს, როდესაც  შესაძლოა სახლში ბავშვები არიან)? თუ ასეა, თქვენთვის უბრალოდ აუცილებელი იქნება ყურსასმენები, რომლებიც ხმას ახშობს. გრაფიკი შეადგინეთ, რომ თქვენმა ოჯახმა იცოდეს: „მე დილის 8 საათიდან შუადღემდე ვიმუშავებ, შემდეგ, სადილზე დავისვენებ“.

ეს იქნება გარანტია, რომ მომაბეზრებელი შეკითხვების გარეშეც შეძლებთ მთელი ყურადღების გამახვილებას სამუშაოზე. სოციალური მედია ხომ არ გიფანტავთ ყურადღებას? თუ ასეა, სოციალური მედიის დასაბლოკი ინსტრუმენტი ჩამოტვირთეთ და  თქვენი სამუშაო საათების დროს გამოიყენეთ. მშიერი ხომ არ ხართ? წინასწარ დაგეგმეთ, როდის უნდა შეისვენოთ. სარეცხი გაქვთ? დრო დაგეგმეთ, სამსახურის დაწყებამდე და მას შემდეგ, და ისიც დაადგინეთ, თუ რამდენ დროს დაუთმობთ ამ ამოცანების შესრულებას.

10. ნულოვანი კალენდრის გამოყენება სცადეთ 

კეტლინ ლავერი, BestSelf Co-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, რომელიც გეგმებისა და პროდუქტიულობის ინსტრუმენტებს ამზადებს პირადი განვითარებისთვის, მიიჩნევს, რომ ნულოვანი კალენდარი საუკეთესოა, განსაკუთრებით დისტანციური სამუშაოსათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი დღის თითეული წუთი უნდა დაგეგმოთ, რომ გზას არსად გადაუხვიოთ და თქვენს პროგრესსაც ადევნოთ თვალყური.  ლავერი იმასაც ამბობს, რომ თქვენს  ნულოვან კალენდარში საყვარელი საქმეების გამოტოვება  არ დაგჭირდებათ, უბრალოდ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ისინი კონკრეტულ დროს დაგეგმეთ.

ამ გზით, დროის ნაკლებობის გამო, უარის თქმა არ მოგიხდებათ იმ საქმიანობაზე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. „თქვენს კალენდარში ყველა ამოცანას კონკრეტული ვადები უნდა დაამატოთ, და უკეთ გააცნობიერებთ, რამდენ დროს მოითხოვს სინამდვილეში სხვადასხვა ამოცანების შესრულება. თუ ნაკლები „ღია სივრცე“ გექნებათ თქვენ კალენდარში, თქვენი თავისუფალი დროის დაცვასაც შეძლებთ და თქვენი შრომის ნაყოფიერების გაზრდასაც “, - ამბობს იგი.

სახლიდან მუშაობა მოქნილობას, თავისუფლებასა და შესაძლებლობებს გთავაზობთ,  რომ გაცილებით ჯანსაღი ჩვევები შეიძინოთ და ამავე დროს, პროდუქტიულიც დარჩეთ. Slack, Zoom, Trello და Basecamp კვლავ დაგეხმარებიან გაცილებით ეფექტურად იმუშაოთ გუნდურად,  ამავე დროს, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენ, როგორც პიროვნება, ქუჩაშიც გადიხართ და როდესაც შეგიძლიათ, პირადადაც ხვდებით ადამიანებს, და ისეთი ცხოვრების სტილის მიმდევარი ხართ, თქვენი პირადი დროის დაცვაც შეგიძლიათ, განსაკუთრებით იმ დროის, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად სადილობთ და საღამოს პროცედურებს ანდომებთ.