''საქართველოს ბანკის'' მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ამუშავდა

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარება ბიზნესის განვითარებისთვის

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭირო გახდა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნესსაქმიანობის შეფერხების ან შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს.

BOG

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერილი პროგრამა − Adapter მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის ოპერატიულად გასაგრძელებლად.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით, Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინსივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.

„ადაპტერი“ უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინგაყიდვები, გაყიდვებისა და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.

„შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში. მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ − განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.

„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში საქმიანობის ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებისთვის სპეციალურ პირობებს ქმნის − როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.

ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია Extra.ge. პლატფორმა საკუთარი ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას − როგორც მომხმარებლებს (C2C), ასევე ბიზნესსა და მომხმარებელს შორის (B2C).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ extra.ge საძიებო სისტემებში კარგად არის პოზიციონირებული და აქვს მართვის მოქნილი ინსტრუმენტები. მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროექტის ფარგლებში სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში.

„ადაპტერში“ ჩართულია ასევე Optimo − მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი, თანამედროვე ციფრული ხელსაწყო, რომელიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე, მიზნად ისახავს სამუშაო პროცესების გამარტივებას და ეხმარება უკეთ მართვასა და განვითარებაში.

Optimo მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს თავისი პარტნიორების განვითარებაზე, აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ. იგი შესაძლებელს ხდის, ბიზნესის მართვისა და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან.