sensor.ge სენსორული ღილაკების შექმნასა და წარმოებას იწყებს

სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მანძილზე მიიტანოს ხელი ღილაკთან
sensor.ge სენსორული ღილაკების შექმნასა და წარმოებას იწყებს
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის  მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის რეკომენდაციების მიხედვით, ნათელია, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროს საზოგადოებრივი დანიშნულების ხელითშეხებადი ღილაკები (ლიფტი, ბანკომატი, შუქნიშანი, შლაგბაუმი) წარმოადგენს. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი sensor.ge, რომლის მიზანია, სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება. სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება არსებული ღილაკების გვერდით, მათი სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან და ის შეასრულებს თავის ფუნქციას.

ღილაკების რეალიზაციისთვის sensor.ge-ს პროექტის მთავარი პარტნიორები იქნებიან ლიფტების მომსახურე და მწარმოებელი კომპანიები. პროექტი ითვალისწინებს ტესტირების რეჟიმის სრულად დასრულებას ერთი მოდიფიკაციის ღილაკზე და პირველადი რაოდენობის სერიულ წარმოებას.  sensor.ge გათვლილია ყველა მოქალაქეზე, რომელიც იყენებს ლიფტს ან ბანკომატის ღილაკებს, ასევე ბანკების საჭიროებებზე, სამშენებლო კომპანიებსა და ლიფტების მწარმოებელ კომპანიებზე.

სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში, გარდა ამისა მიღებული გრანტის ფარგლებში კომპანია 200 ღილაკს სხვადასხვა ლოკაციაზე უფასოდ დაამონტაჟებს. 

კომპანიის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ღილაკების მუშაობა ადგილზე გამოსცადა.


ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც სამომავლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვირუსის გავრცელებისგან დაგვიცავს, რადგან შეიზღუდება გარკვეული ტიპის ტექნიკასთან უშუალო - ხელით შეხება, რისი საჭიროებაც აქამდე იყო.

„ქართულმა სტარტაპმა სენსორ.ჯი-მ წარმოგვიდგინა ახალი ინოვაციური სენსორული ღილაკები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მათ შორის ლიფტებში, ბანკომატებში, ყველგან სადაც გვიწევდა ღილაკზე ხელის შეხება ყოველდღიური ოპერაციების ჩასატარებლად. ამ იდეის მეშვეობით ეს შეიძლება განხორციელდეს ხელის შეხების გარეშე დისტანციურად, რადგან სენსორები ხელის მოძრაობას გრძნობს და შეხება საჭირო აღარ არის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Latest on Entrepreneur