სტატუს შეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება

თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფორმა სოციალური დისტანცირების პირობებში
სტატუს შეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აუდიტორიას ამჯერად Zoom-ის აპლიკაციის დახმარებით, ვირტუალურ სივრცეში ხვდებიან. სტატუს შეხვედრები კვირაში 2-ჯერ ტარდება და მათზე დასწრება თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ: https://www.statusevents.ge/

ბედნიერებისა და ჭეშმარიტების კავშირი, მოვალეობითი მორალი, წერის მნიშვნელობა ბავშვებისთვის, აღმოსავლური ტრადიცია, გასტრონომია საქართველოში, სახლის მცენარეების მოვლა - ამ და სხვა აქტუალურ თემაზე თიბისი სტატუსის მომხმარებლებს უკვე ესაუბრნენ ლევან გიგინეიშვილი, დათო ტურაშვილი, ანდრო დგებუაძე, პაატა პაპავა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ, კი ვინც შეხვედრას ვერ ესწრებიან, შეუძლიათ სხვადასხვა თემატიკის ვიდეოს სტატუს შეხვედრების ონლაინ პლატფორმაზე გაეცნონ - https://www.statusevents.ge/videos

საგანმანათლებლო პროექტი - თიბისი სტატუს შეხვედრები 2019 წლის დასაწყისში შეიქმნა და მისი მიზანი დინამიური და დატვირთული პროცესების პარალელურად, ადამიანებისთვის სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნებისა და თვითგანვითარების საშუალების მიცემაა.

სტატუს შეხვედრებს უკვე 8000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ონლაინ პლატფორმას კი ყოველდღიურად 100-ობით მომხმარებელი სტუმრობს.

Latest on Entrepreneur