ფრანჩაიზის ყიდვა პანდემიის შემდეგ

დრო გავა და საკუთარ სამსახურებში დაბრუნებას შევძლებთ, და როდესაც ეს დრო დადგება, თავიდან უნდა გავხსნათ ჩვენი ბიზნესები
ფრანჩაიზის ყიდვა პანდემიის შემდეგ
ფოტო: AdWeek

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
5 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბევრი შესანიშნავი ფრანჩაიზი იბრძვის გადარჩენისთვის, და მათი პრობლემა ბიზნესმოდელი კი არ არის, მთავარი − ახლანდელი კორონავირუსის პანდემიის პირობებია. იხურება ყველა ის კომპანია, რომელიც ძირითად მომსახურებას არ უწევს მომხმარებელს. ხოლო ზოგიერთ მათგანს, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა, მოგება არ მოაქვს მფლობელთათვის. ეს დროებითი ვითარებაა, მაგრამ ბევრი ფრანჩაიზისთვის მისი შედეგები მუდმივი იქნება. ზოგიერთები ვერ გადარჩებიან. რა ბედი ელით ამ კომპანიებს, როდესაც კარანტინი დამთავრდება?

ეკონომიკას კომერცია სჭირდება, ადამიანებს კი, სამსახურები. ფრანჩაიზინგული საკუთრება ამის დიდი ნაწილია. ეს არის ინდუსტრია, რომელშიც მხოლოდ შეერთებულ შტატებში ცხრა მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ჩვენთვის აუცილებელია, ფრანჩაიზინგული კომპანიები რაც შეიძლება სწრაფად მუშაობდნენ.

სრულიად ადვილი მოსალოდნელია, რომ ფრანჩაიზინგი მყიდველების ბაზარზე აღმოჩნდეს. ვისაც ასეთ დროს ფინანსური საშუალებები აქვს, უამრავ შესაძლებლობას დაინახავს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შესაძლებლობები ფრანჩაიზერებისგან გამოჩნდება, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ გაფართოებას. ასევე, სრულიად ადვილი მოსალოდნელია, რომ ბევრი ისეთი ფრანჩაიზინგული ობიექტიც იქნება, რომელიც დიდხანს გაჩერებას ვერ გაუძლებს. ამიტომ შეიძლება სწრაფად შეიძინოთ ბიზნესი, რომელსაც ის სჭირდება, ვინც აამუშავებს.

თუ ახლა ფიქრობთ ფრანჩაიზინგზე გადასვლას, ქვემოთ რამდენიმე იდეას გაეცნობით, რომლებიც შესაძლოა დაგეხმაროთ.

იფიქრეთ იმაზე, თუ რას ტოვებთ

სხვა სამსახურს ხომ არ ტოვებთ იმისთვის, რომ ეს ფრანჩაიზი იყიდოთ? ახერხებდით თუ არა ამ სამსახურით კარანტინის დროს საკუთარი თავის უზრუნველყოფას? ამ სამსახურის დატოვებით რა უპირატესობებზე ამბობთ უარს? შესაძლოა სამსახური დაკარგეთ, ან ვერ იტანთ იმას, რომელიც ამ წუთას გაქვთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ სხვა სამსახური საუკეთესო ვარიანტი იქნება თქვენთვის? მართალია, რაღაც ახალი გსურთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის ფლობა სწორი არჩევანია.

ცივი გონებით მიიღეთ გადაწყვეტილება

თუნდაც პანდემიას თქვენს სხეულზე არ მოეხდინა გავლენა, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს ფსიქიკაზე მაინც მოახდენდა. ბევრი ადამიანი ემოციების ზემოქმედების ქვეშ იღებს გადაწყვეტილებებს, რასაც მოგვიანებით ნანობს, ამიტომ წინდახედულად მოიქეცით გეგმების დასახვისას. ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები. არ იყიდოთ ფრანჩაიზა იმისთვის, რომ უბრალოდ, უკეთ იგრძნოთ თავი. მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდეთ, თუ ეს გონივრული გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ლოგიკური მსჯელობითა და ცივი გონებით მიიღეთ.

ყურადღებით შეაფასეთ ფრანჩაიზერი

ფრანჩაიზერის შესაფასებლად, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, ახლა უკვე იმის დანახვის შანსიც გაქვთ, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი სირთულეებს. როგორ უძლებენ კარანტინს? ფინანსურად რამდენად სტაბილურები არიან? რა გააკეთეს იმისათვის, რომ ფრანჩაიზის კრიზისის გადატანა შეძლებოდათ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სხვა ფრანჩაიზსაც შეუძლია. არ მოაწეროთ ხელი ფრანჩაიზის შეთანხმებას, თუ გარშემო არ გყავთ ადამიანები, რომლებთანაც ნებისმიერ პირობებში ითანამშრომლებთ და ჭირსაც გაიყოფთ და ლხინსაც.

ჰკითხეთ ფრანჩაიზერს, გადაყიდვის შესაძლებლობა ხომ არ არსებობს

ობიექტის მართვა, ნულიდან დაწყების ნაცვლად, გაცილებით სწრაფი მუშაობის შესაძლებლობას მოგცემთ. ამასთან, თქვენ მეტი მონაცემები გაქვთ და მათ საგულდაგულოდ უნდა გადახედოთ შესაძლებლობის შეფასებისას. ამ მონაცემებით დაადგენთ, თუ ვინ ყიდის ობიექტს. შესაძლოა, შორიახლოს ახლახან დახურული ობიექტებიც იყოს, რომელთა გახსნაც ისევ სურთ. ფრანჩაიზერს ჰკითხეთ მათი გადაყიდვის შესაძლებლობის შესახებ.

საგულდაგულოდ შეაფასეთ ობიექტის გადაყიდვის შესაძლებლობები

მართალია, ეს ობიექტი ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლოთ. მას გარკვეული მიზეზების გამო ყიდიან. უნდა დაადგინოთ: როგორი მაჩვენებლები ჰქონდა მას პანდემიამდე? იყო თუ არა მომგებიანი? იზრდებოდა თუ არა? შეგიძლიათ თუ არა თქვენ, ამ ბიზნესში რაღაც ახალი შეიტანოთ? დაბალმა ფასმა არ გაცდუნოთ და შემთხვევით ჩაძირული ხომალდი არ იყიდოთ, რომლის გადარჩენაც შეუძლებელია.

ყურადღებით შეაფასეთ ახალი ფრანჩაიზინგული შეთანხმება

თუ არსებულ ობიექტს ყიდულობთ, შესაძლოა, უკვე ხელმოწერილი შეთანხმება მიიღოთ, ან კიდევ, თქვენ მოგთხოვენ ახალი შეთანხმების ხელმოწერას სხვა პირობებით. ყურადღებით გაეცანით, რას აწერთ ხელს, რას ეთანხმებით და დარწმუნდით, რომ ამ ბიზნესის მართვას ისე შეძლებთ, როგორც საჭიროა.

მოლაპარაკებები თავაზიანად აწარმოეთ, ძალის გამოყენებას ნუ შეეცდებით

ახლა სულაც არ არის საბრალო მფლობელის ექსპლოატაციის დრო. შესაძლოა, ფრანჩაიზინგში საუკეთესო პირობები ისე მიიღოთ, რომ განსაკუთრებულად არც ეცადოთ გამარჯვების მიღწევას. ისეთი გარიგება დადეთ, რომ ყველა მონაწილე მხარე კმაყოფილი დარჩეს.

განვადებით გაყიდვა სთხოვეთ

თუნდაც საბანკო სესხი ვერ მიიღოთ, სრულიად ადვილად მოსალოდნელია, ბევრი ფრანჩაიზის მფლობელი დაითანხმოთ, რომელსაც გასვლა სურს საქმიდან, რომ გარკვეული დროის განმავლობაში პირდაპირ მას გადაუხადოთ თანხა. ახლა ძალიან გავრცელებული ვარიანტია გამყიდველი, რომელიც ამავე დროს დამფინანსებელიცაა. თქვენ, სავარაუდოდ, შეგიძლიათ მეტი თანხა შესთავაზოთ გამყიდველს, ვიდრე ის ტრადიციული გაყიდვისას მიიღებდა (რადგან ისინი დროს გაძლევენ და საკუთარ თავზე გაცილებით დიდ რისკს იღებენ), მაგრამ გადახდის იმ პირობებით, რომელიც თქვენთვის უკეთესია. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან.

იფიქრეთ წინა მფლობელის დაქირავებაზე

მართალია, სავარაუდოდ, არ მოინდომებთ ისეთი ადამიანის დაქირავებას, რომელმაც თავი ვერ გაართვა ბიზნესს, მაგრამ სრულიად ადვილი შესაძლებელია, რომ ისინი კარგი ლიდერები არიან და ფინანსური მიზეზების გამო ყიდიან კომპანიას.

ისინი მადლობელი დარჩებიან, თუ რეგულარულად გადაუხდით ხელფასს იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც უკვე იციან. და თუ ეს განვადებით გაყიდვა იქნება, შესაძლოა ბედნიერადაც კი იგრძნონ თავი, თუ იმის გარანტირებას შეძლებენ, რომ ბიზნესი სტაბილური იქნება. შეგიძლიათ, მათი დასაქმება თქვენი ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების ნაწილადაც კი აქციოთ. თუმცა, მთელ სოციალურ დინამიკას გადახედეთ და დარწმუნდით, რომ ყოველგვარი დაძაბულობის ან ძალაუფლებისთვის ბრძოლის გარეშე შეძლებთ თანამშრომლობას.

დაელაპარაკეთ მესაკუთრეს

თუ საცალო ვაჭრობის შესაძლებლობებს, ან საოფისე სივრცესთან დაკავშირებულ რაიმე სხვა საქმიანობას განიხილავთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენთან უძრავი ქონების მფლობელი ითანამშრომლებს. ზოგიერთებმა შესაძლოა შვებით ამოისუნთქონ, თუ მათი ფართი დაკავებული იქნება და ამიტომ კარგი პირობები შემოგთავაზონ. ზოგიერთებს, შესაძლოა მაღალი საიჯარო გადასახადი უნდოდეთ. თქვენ იმაშიც უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ იჯარის გაგრძელების/განახლების შესაძლებლობა გექნებათ. ვიდრე გარიგებას დადებთ, დააზუსტეთ, როგორი იქნება ეს პირობები. ახლა, როდესაც პანდემია სულაც არ არის თეორიული, ყურადღებით შეისწავლეთ (ან თქვენს ადვოკატს სთხოვეთ განხილვა) შეთანხმების ფორსმაჟორის პუნქტი.

კომპანიაში შესანიშნავი თანამშრომლები მოიყვანეთ

დამსაქმებლებისთვის წლების განმავლობაში დიდი პრობლემა იყო გუნდის კარგი წევრების მოძებნა, მაგრამ ახლა დიდი არჩევანი აქვთ − კადრების დიდი რეზერვები არსებობს. შესაძლოა რომელიღაც ბიზნესი მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად გადმოგეცეთ და შესაძლოა, ეს კარგი იყოს, ან სულაც არ იყოს კარგი. მათი კლიენტების გამოხმაურებებს გადახედეთ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორ მუშაობენ ისინი. ამდენ კარგ ადამიანთან ერთად, რომლებსაც სამსახური სჭირდებათ, არაფერი გაგიჭირდებათ. გამორჩეული ადამიანები ეძებეთ და თქვენთან დაასაქმეთ. ახალი ბიზნესის დაწყება ადვილია, როდესაც ვარსკვლავებით ხართ გარშემორტყმული.

რაც შეიძლება ბევრი ნაღდი ფული დაზოგეთ

ჩვენს დროში ნაღდი ფული ყველაფერია. არავინ იცის, დაგვჭირდება თუ არა კიდევ შინ დაბრუნება მორიგი კარანტინისთვის, ან თუ ასე იქნა, როდის. ჩვენ ასევე არ ვიცით, როგორ დახარჯავენ ადამიანები თავიანთ ფულს ეკონომიკის აღდგენის დროს. ყველაზე უარესი ფინანსური ვარიანტი დაგეგმეთ, ბიზნესის შესაძენად ფულის დახარჯვა აუცილებელია. თქვენ ფული უნდა დაზოგოთ იმისთვის, რომ დრო მოიგოთ.

მორიგი პანდემიისთვის მოემზადეთ

თუ ისეთ ბიზნესს ყიდულობთ, რომელმაც კარანტინს ვერ გაუძლო, რას გააკეთებთ სხვაგვარად, თუ პანდემიის მეორე ტალღა წამოვა? როგორ გადაიხდით გადასახადებს? როგორ იზრუნებთ თანამშრომლებზე? როგორ მოემსახურებით კლიენტებს და როგორ მიიღებთ შემოსავალს, რომელიც ადრე არ იყო? ეს შეკითხვები საკუთარ თავს მაშინ უნდა დავუსვათ, როდესაც ბიზნესში დავბრუნდებით.

დარწმუნდით რომ, საკმარისად მამაცი ხართ ფრანჩაიზის სამართავად

ეს საქმე ნებისმიერისთვის ნამდვილად არ არის. აქ ბევრი რამ გაურკვეველია. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. აქ ყოველთვის არის სამუშაო, მაგრამ შემოსავალი ყოველთვის არ არის. ბევრ ადამიანს მოსწონს ეს საქმიანობა. ვიდრე ამ საქმეს შეუდგებით, კარგად დაადგინეთ, რაში ყოფთ თავს.

კარგი შესაძლებლობების მოძებნა ნებისმიერ ეკონომიკაში შეიძლება. შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი, ფრანჩაიზის ყიდვა იყოს, როდესაც პანდემია დასრულდება. უბრალოდ დარწმუნდით, რომ საშინაო დავალებას ასრულებთ და ყველაფრისთვის იყავით მზად.

Latest on Entrepreneur