აქ. ახლა თიბისიმ ქართული რაგბის მხარდაჭერა 2024 წლამდე გაახანგრძლივა

„თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი წარმატებით აგრძელებს გუნდურ სპორტში ლიდერი სახეობის - რაგბის - მხარდაჭერას."
აქ. ახლა თიბისიმ ქართული რაგბის მხარდაჭერა 2024 წლამდე გაახანგრძლივა
ფოტო: თიბისი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისისა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა 4 წლით, 2024 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. კრიზისული პერიოდის მიუხედავად თიბისის და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობა გრძელდება და  თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორად რჩება. 

თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი წარმატებით აგრძელებს გუნდურ სპორტში ლიდერი სახეობის - რაგბის - მხარდაჭერას. ჩვენ უკვე გვაქვს 4 წლიანი მეგობრობის ისტორია და გვინდა, რომ ის კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდეს. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების გაძლიერება  და მთლიანად რაგბის, როგორც სპორტის სახეობის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციაა,“ - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

,,გრძელდება საქართველოს რაგბის კავშირის პოლიტიკა რაგბიში ბიზნესის აქტიური ჩართვის მიმართულებით. თიბისი ბანკთან განვლილმა ოთხწლიანმა ურთიერთობამ, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური დახმარების კუთხით იყო საინტერესო, არამედ სარაგბო ღირებულებების, ფასეულობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, ნათლად დაგვანახა აღებული კურსის სისწორეგანსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში თიბისი ბანკი ჩვენს გვერდით იყო და რჩება როგორც ერთგული მეგობარი და თანამოაზრეგვიხარია, რომ ერთად ვქმნით ისტორიას,“ - გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

თიბისის და საქართველოს რაგბის კავშირს შორის აქტიური თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ბორჯღალოსნებმა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი და ტურნირი გამართეს. 4 წლის განმავლობაში თიბისის მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი მარკეტინგული აქტივობების დახმარებით  რაგბი იქცა ქვეყნის წამყვან სპორტულ სახეობად, საგრძნობლად გაიზარდა მისი გულშემატკივრების რაოდენობა, რასაც როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში გამართულ თამაშებზე სავსე სტადიონები და გულშემატკივრების აქტიური ჩართულობა მოწმობს. მნიშვნელოვანია, რომ  ეს ინტერესი ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება. 

თანამშრომლობის ახალი ეტაპზე  არაერთი საინტერესო პროექტი იგეგმება, რომელიც რაგბის კიდევ უფრო მასშტაბურ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

Latest on Entrepreneur