ვინ გაიზარდა? - ლანა ოსიშვილი

Shuaguli - Events&Garden
ვინ გაიზარდა? - ლანა ოსიშვილი
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლანა ოსიშვილი
Shuaguli - Events&Garden

"2017 წლიდან, წეროვანთან ახლოს, სადაც დაუსახლებელი მინდორი იყო და საერთოდ არაფერი ხდებოდა, დავიწყეთ დეკორატიული მცენარეების გაშენება და საქართველოს კლიმატთან შეგუება, შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენვე გამოგვეყვანა სხვადასხვა ჯიში და წელს, პანდემიის პირობებში, როდესაც იმპორტი ფაქტობრივად შეჩერებული იყო, გადავწყვიტეთ ჩვენი რესურსით მხოლოდ საქართველოში ადაპტირებული და გამოყვანილი ჯიშები გამოგვეტანა ბაზარზე სარეალიზაციოდ.

პარალელურად, სანერგეს გარშემო მიმდინარეობდა სარეკრეაციო სივრცის მშენებლობა, რომელიც აერთიანებს ხელოვნურად შექმნილ ტბას, ტბაში გულის ფორმის კუნძულს, ბუნებრივი ქვებისგან (ლოდებისგან) აგებულ ჩანჩქერს, აუზს და კვების ობიექტებს. ეს ყველაფერი 3 ჰექტარზეა გაშენებული და თბილისთან ახლოს, 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ გარშემო ნელ-ნელა დაიწყო განაშენიანებაც და იქაურობა უკვე მიმზიდველ ტერიტორიად აღიქმება. გვიხარია, რომ ჩვენ გავხდით პირველები ამ გარემოში და ადამიანებს გავუჩინეთ სურვილი, ინდუსტრიული დასახლებიდან ჯანსაღ გარემოში, სუფთა ჰაერზე გადაინაცვლონ.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ჩაგვკეტა და არ მოგვცა იმის შესაძლებლობა, სტუმრები მიგვეღო, არ გაგვიჩერებია მუშაობა და ჩვენი სარეკრეაციო სივრცის მოვლა. გავაფართოვეთ სანერგეს მიმართულება და დავამატეთ ბაღჩა, რადგან ჩვენთან მოსულ სტუმარს ჯანსაღი კვება შევთავაზოთ, რაც ჯანმრთელობის საწინდარია.

სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ავიყვანეთ მომსახურების სფეროში დასაქმებული 2 მზარეული, დასუფთავების სამსახურის 2 თანამშრომელი, შრომის უსაფრთხოების 1 სპეციალისტი და გამწვანების 3 სპეციალისტი. დამატებული თანამშრომლებიდან 5 ადგილობრივია და კომპანიასთან ახლოს მდებარე სოფლის მკვიდრი გახლავთ.

ვფიქრობთ და იმედიანად ვართ, რომ ნელ-ნელა შევძლებთ სტუმრების მიღებას და ჩვენი ღია სივრცე, რომელიც სარეკრეაციო მიმართულებითაა განაშენიანებული, ბევრისთვის საყვარელი ადგილი გახდება. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი უნიკალური ღია და დახურული სივრცეები ღონისძიებებისა და დასვენებისთვის, დაიტვირთება და შესაბამისად, კიდევ დავიმატებთ ახალ პერსონალს."

Latest on Entrepreneur