ვინ გაიზარდა? - ირაკლი ჩიქავა

AS Group
ვინ გაიზარდა? - ირაკლი ჩიქავა
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი ჩიქავა
AS Group

"კომპანია AS Group-ში შემავალი პირველი კომპანია, Agro Solutions 2015 წელს დაარსდა და საქმიანობა აგრობიზნეს-კონსალტინგით დაიწყო. თუმცა, ეტაპობრივად, ახალი მიმართულებები დაემატა. დღესდღეობით, AS Group აგროსექტორში 5 კომპანიას აერთიანებს:

  1. Solutions (კონსულტაცია და მენეჯმენტი)
  2. Land (უძრავი ქონება)
  3. Irrigation (სარწყავი სისტემები)
  4. Steps (გარემოს დაცვა)
  5. Market (ონლაინ აგრობაზარი)

Agrosolutions.ge ჩვენთან მოსულ კლიენტს აგრობიზნესის სწორად გათვლაში ეხმარება. შემდეგი ეტაპია კონკრეტულად ამ ბიზნესთან თავსებადი მიწის მოძიება და შეძენა, რასაც უკვე Agroland.ge უზრუნველყოფს.

აგრობიზნესების უმეტესობას წარმატებისთვის სჭირდება სწორად გათვლილი სარწყავი სისტემები, რაზეც Agro Irrigation იღებს პასუხისმგებლობას, მასშტაბური აგროპროექტების გარემოსდაცვით ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობას კი Green Steps აგვარებს.

რაც შეეხება ბოლო ეტაპს, ჩვენი ფერმერების წარმოებული პროდუქციის (და არა მხოლოდ) რეალიზაციას www.agrimarket.ge ახდენს.

ამ სცენარით, ერთი მიმართულებით მოთხოვნის ზრდა ავტომატურად იწვევს სხვა მიმართულებების გააქტიურებას და ეს სინერგია საბოლოო ჯამში, ძალიან გამოსადეგი ხდება ჩვენი პარტნიორებისა და კლიენტებისთვის.

პანდემიამ მთელ მსოფლიოში გაზარდა მოთხოვნა აგრობიზნესზე. ეს გახდა დამატებითი მოტივაცია ჩვენი ჯგუფისთვის ‒ გაგვეძლიერებინა ძველი მიმართულებები და მსვლელობა მიგვეცა ყველა დაგეგმილი პროექტისთვის.

დაინტერესების ზრდა ყველაზე მეტად ჩვენს ჯგუფში შემავალ უძრავი ქონების კომპანიაზე აისახა, რადგან Agroland.ge-ზე საგრძნობლად გაიზარდა სასოფლო სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა. ამისათვის დაგვჭირდა ჯგუფის დამატება, რომელიც ჩადის და ამოწმებს სარეალიზაციო მიწებს რეგიონებში.

Agro Solutions-მა მენეჯმენტში აიღო ბაღი, რომლისთვისაც დამატებით ავიყვანეთ ტერიტორიის მენეჯერები.

ახალი პროექტების უფრო სწრაფად დასამუშავებლად ახალი თანამშრომლები საოფისე სამუშაოზეც დაგვემატა.

ბუნებრივია, ემოციური ტალღის კლებასთან ერთად, შემცირდა ინტენსივობა, თუმცა საბოლოო ჯამში რამდენიმე მსხვილი პროექტის დამუშავების ბოლო ეტაპზე ვართ და უმეტესი მათგანი სწორედ 2020 წელს გაეშვება.

ამ პროექტების გაშვება კი ავტომატურად ნიშნავს მუდმივად 16, სეზონურად კი 50-მდე ადამიანის დასაქმებას რეგიონებში.

გუნდი აქტიურად იყენებს მომენტუმს. რამდენიმე მიმდინარე პროექტი დამუშავების პროცესშია. მათი გაშვების შემთხვევაში, ისევ გაიზრდება ჩვენი გუნდი, რაც ძალიან გვახარებს. ამჟამადაც გვაქვს ვაკანსია და ძალიან აქტიურად ვეძებთ როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ აგრონომებს."

Latest on Entrepreneur