გამჭვირვალედ უხელმძღვანელეთ კომპანიას

პანდემიის დროს საკითხავი: როგორ დავუკავშირდეთ ერთმანეთს
გამჭვირვალედ უხელმძღვანელეთ კომპანიას
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ერიკ იავერბაუმი მარტის ბოლოს ქუჩაში სარბენად გავიდა და იგრძნო, რომ სხეული აღარ ემორჩილებიდა. „პირდაპირ დამარტყა“, ‒ ამბობს იგი, ‒ „სუნთქვა მიჭირდა, მახველებდა, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება მქონდა, მთელი სხეული ისე მტკიოდა, ცხოვრებაში ასეთი არაფერი მიგრძნია“. საავადმყოფოში ტესტირებით დადგინდა, რომ მას COVID-19 ჰქონდა.

ექიმებმა თვითკარანტინში, თავის სახლში გაუშვეს. იავერბაუმი Ericho Communications-ის ხელმძღვანელია ნიუ იორკში, და რთულ პრობლემას შეეჯახა, როგორ უნდა ეხელმძღვანელა თავისი კომპანიისთვის, როდესაც ამ საშინელ დაავადებას ებრძოდა? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, კრიზისულ ვითარებებში კომუნიკაციების სფეროში მიღებულ გამოცდილებას დაეყრდნო. მას სურდა გამჭვირვალე, გახსნილი ყოფილიყო და საკუთარ გუნდს მინდობოდა. ეს ინტერვიუ აპრილში შედგა, მას შემდეგ, რაც 11 დღე საწოლში გაატარა (ახლა უკვე ჯანმრთელია).

როგორი იყო თქვენთვის ეს 11 დღე?

უცნაური. თქვენ გრძნობთ, რომ ვირუსი მთელ თქვენს სხეულში მოძრაობს. ისეთი ტკივილებია, მათთან შედარებით ძლიერი გრიპის ტკივილები არაფრად მოგეჩვენებათ.

რა გააკეთეთ დიაგნოზის დასმის შემდეგ? თქვენ ხომ ისევ უნდა გეხელმძღვანელათ კომპანიისთვის?

მე ყველგან მყავს თანამშრომლები, ორივე სანაპიროზე. დაუყოვნებლივ დავუკავშირდი მათ და მთელ ჩემს კომპანიას დეტალურად შევატყობინე, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. ადრე არასოდეს ჩამითვლია საჭიროდ ისეთი სრული ინფორმაციის მიწოდება ჩემს მდგომარეობაზე, რაც მათ პირადად ჩემგან ამ 11 დღის განმავლობაში მიიღეს. ყველა საშუალება გამოვიყენე, რაც ხელთ მქონდა და ამას გამჭვირვალედ, ოპტიმისტურად და რეალისტურად ვაკეთებდი.

თქვენს თანამშრომლებს ალბათ ეშინოდათ თქვენი მდგომარეობის გამო და ბუნებრივია, თავიანთი სამსახურის გამო. რა რეაქცია გქონდათ ამაზე?

სრულიად რეალისტური. ჩემს თავს ვკითხე ‒ განა ვის არ შეეშინდებოდა? ადამიანებს მოსწონთ, როდესაც ხვალინდელი დღის შესახებ იციან. გაურკვევლობის შიში თითოეულ ჩვენგანს აქვს. ჩვენ მოულოდნელად აღმოვჩნდით ეპოქაში, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს. გვეგონა, ყველაფერს ვაკონტროლებდით, და საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ილუზია იყო.

ხელმძღვანელის მოვალეობაა თავისი მშვიდი განწყობა სხვებსაც გადასდოს, კომპანიაში ქაოსი კი არა, მშვიდი გარემო იყოს. 11 სექტემბერს ჩემი ოფისის ფანჯრებიდან ვუყურებდი და ყველა ცდილობდა გაგებას, რას ვადევნებდი თვალყურს. მაშინ კომპანიის ხელმძღვანელი ვიყავი. მე უნდა გადამეწყვიტა, რა გამეკეთებინა და ამ დროს, საერთოდ არ მქონდა გამოცდილება. არც არანაირი მოქმედების გეგმა არსებობდა. ეს ინსტინქტია. ვფიქრობ, ამ კრიზისში დაინახავთ, თუ როგორ ჩნდებიან დიდი ლიდერები. ისინი ჩვენ ყველას ერთი ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგვეხმარებიან.

დანიშნეთ თუ არა კომპანიაში თქვენი არყოფნისას სხვა პასუხისმგებელი პირები?

ათწლეულების განმავლობაში ვლაპარაკობდი იმ ორგანიზაციის წარმატებაზე, რომელსაც ვმართავდი: თუ ყველაზე სულელი არ ვარ კომპანიაში, არასწორ ადგილას არ ვარ მოხვედრილი, ჩემთვის ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ. თუ მათ არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, როდესაც მე არ შემიძლია, ან მისაწვდომი არ ვარ, გამოდის, რომ არც ისე კარგი ორგანიზაცია ვართ.

როგორ ფიქრობთ, ჩვენ წინ მივდივართ?

თუ გრძნობთ, რომ წინ გზა არ არის... სწორედ შესაფერისი დროა გზის გასაყვანად. ყველაფერი იქამდე მიდის, მოგწონთ თუ არა სივრცე, რომელიც სადღაც შუაშია იმისა, სადაც ვართ და სადაც შეგვეძლო გამგზავრება? თქვენ უნდა აღიაროთ ის, რომ რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გვეგონა, მნიშვნელოვანი არ ყოფილა. ჩვენ გვეგონა, რომ ხვალინდელი დღე არასოდეს გაქრებოდა და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ შეიცვალა. და თუ ადრე ეს აშკარად არ ჩანდა, ახლა გამოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, ძალიან გვანან ადამიანებს, რომლებსაც ის არ სჭირდებათ.

თუ თქვენი პირველი აზრი ამ დილით მადლიერების გამოხატვა არ იყო, იმას უნდა გადახედოთ, რასაც ამ წუთას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ყველას რამდენიმე ახალი, მართლაც გასაოცარი სათამაშო ბანქო დაგვირიგეს და ახლა ამ ახალი ბანქოთი უნდა ვისწავლოთ თამაში. და მე ვამბობ: ჯანდაბას, მოდი, ამით ვითამაშოთ.

Latest on Entrepreneur