პროდუქტიული ხართ, თუ უბრალოდ დაკავებული?

იცით თუ არა, რომ რასაც თქვენი გუნდი აკეთებს, ყველაფერი არ უწყობს ხელს თქვენი ბიზნესის წინსვლას.
პროდუქტიული ხართ, თუ უბრალოდ დაკავებული?
ფოტო: Medium

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შეკითხვა: ვგრძნობ, რომ ჩემი გუნდი სულ მუშაობს და პრობლემების გადაჭრას ცდილობს, მაგრამ მიჭირს გაგება, სინამდვილეში რა ამართლებს და რა არა.  როგორ უნდა  დავადგინო ეს

ხომ არ გსმენიათ ერთი ძველი გამონათქვამი - "პრაქტიკა სრულყოფისკენ მიდის"? მართალია, ასეთი აზროვნება შესანიშნავია, მაგრამ ამავე დროს, საზიანოცაა. პრაქტიკა სრულყოფილებამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, თუ შესაბამის საკითხებზე გაქვთ გამახვილებული ყურადღება.  როდესაც თქვენს ბიზნესზეა საუბარი, ის რომ დაკავებული ხართ  ანუ პრაქტიკულ საქმიანობას ეწევით, სინამდვილეში შეიძლება მხოლოდ ფასადი იყოს. ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცევა რთულ პერიოდებში, როდესაც შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენი ბიზნესის პულსის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

მაგრამ ნუ შეშფოთდებით.  არსებობს რამდენიმე ძირითადი სისტემა, რომელიც თქვენი ბიზნესის მაღალეფექტურ მანქანად გადაქცევაში დაგეხმარებათ. თამაშის მსვლელობის შესაცვლელად, ქულების დათვლა დაიწყეთ. სპორტში აშკარა გამარჯვებულები და დამარცხებულები  არიან და ამ შედეგების განსაზღვრა  ხშირად თამაშის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ხდება.   საუკეთესო გუნდები განთქმულნი არიან იმით, რომ სავარჯიშო მოედანზეც და სავარჯიშო დარბაზშიც ყველაფერს აკვირდებიან. თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ თქვენი ბიზნესის შემთხვევაში.

მე სამი ტიპის საზომს გირჩევთ: სტრატეგიას, ტაქტიკასა და დროს.

მოდით, სტრატეგიით დავიწყოთ. თქვენ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: რა არის ჩემი ბიზნესის ყველაზე დიდი მიზანი? ეს რომ ფეხბურთი იყოს, მიზანი სუპერ თასის მოგება იქნებოდა. თქვენი კომპანიის მიზანი შეიძლება იყოს ამ წელს $1 მილიონამდე  შემოსავლის მიღება, 10 ახალი მომხმარებლის შეძენა ან კიდევ რაიმე სხვა მაჩვენებელი, რომელიც თქვენს წარმატებას განსაზღვრავს. ამის შემდეგ, რამდენიმე ქვე-სტრატეგია შექმენით - კონკრეტული რამ, რაც თქვენმა ბიზნესმა უნდა გააკეთოს ამ უმაღლესი მიზნის მისაღწევად. ყველაფერი ნათლად ჩამოაყალიბეთ, თუ რატომ უნდა მიგიყვანოთ თითეულმა მიდგომამ იდეალურ შედეგამდე.

შემდეგ უკვე ტაქტიკურ დონეზე გადახვალთ. თქვენს თითოეულ ქვე-სტრატეგიაში, სამიდან ხუთი ნაბიჯი გამოყავით, რომელსაც სტრატეგიის შესაბამისად გადადგამთ და თითოეული ტაქტიკისთვის კონკრეტული მიზნები დასახეთ. თქვენ ეფქტურობის რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი ან სხვა გზები დაგჭირდებათ თქვენი წარმატებისთვის თვალყურის სადევნებლად,  რადგან, როგორც პიტერ დრაკერმა, აწ განსვენებულმა მენეჯმენტის სფეროს დიდმა მოაზროვნემ თქვა, "რის გაზომვაც შეიძლება, მისი მართვაც შესაძლებელია".

ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ვქმნით აქ:  ეს არის თამაშის გეგმა, რომელსაც მრავალი ფენა აქვს და რომელსაც თან ახლავს წარმატების შეფასების საშუალებები. თუ თქვენ მთავარი მიზანი და სამი ქვე-სტრატეგია გაქვთ ტაქტიკური ეფექტურობის ხუთ საკვანძო მაჩვენებლებთან ერთად, თქვენ უკვე შეფასების 15 ტაქტიკა გაქვთ ხელთ. გაითვალისწინეთ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთად. ყველა 15-ვე საკითხი არ გაამართლებს, ზოგიერთ მიზანს ვერ მიაღწევთ,  მაგრამ ახლა უკვე ნათლად დაინახავთ,  რა მუშაობს და რა არა.

ბოლო ნაწილი დროა - და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიები ხშირად დროს ხარჯავენ იმ სამუშაოზე, რომელიც მათ მთავარ სტრატეგიას არ შეესაბამება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია განსაზღვრა, ახდენს თუ არა ეს გავლენას საბოლოო შედეგზე.

ამის გამოსასწორებლად, პროექტების მართვის სისტემა უნდა ააწყოთ.  სრულიად ნათელი წარმოდგენა უნდა გქონდეთ იმის შესახებ, თუ ვინ მუშაობს თითოეულ პროექტზე, როდის იწყება პროექტი, როდის მთავრდება და როგორ არის შეთანხმებული თითოეულ სტრატეგიასა და ტაქტიკასთან (Asana, Monday, და Trello მხოლოდ რამდენიმე კარგი საშუალებაა, რომლებიც ამაშიც დაგეხმარებათ). ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და საკუთარ თავს ჰკითხეთ: მოაქვს თუ არა ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოები ჩემს მიერ ინვესტირებულ დროს?

პასუხი შეიძლება უარყოფითი იყოს. სინამდვილეში, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მთელ თქვენს ძალისხმევას სრულიად ფუჭად ჩაუვლია. ეს უსიამოვნო გაკვეთილია, მაგრამ შეიძლება საუკეთესო სცენარიც იყოს: არაეფექტურობის მიუხედავად, წარმატებას მიაღწიოთ! ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ზრდის პოტენციალი ძალიან მაღალია.

მას შემდეგ, რაც ამ ტიპის ინფრასტრუქტურას შექმნით, ადვილად შეაფასებთ, თუ როგორ იყენებთ დროს.  თქვენ ასევე  თქვენს გუნდსაც მეტად გაუმახვილებთ ყურადღებას და  შესაძლებლობას მისცემთ, რომ დამოუკიდებლად შეასწორონ კურსი. როდესაც ეს მოხდება, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი გუნდის პატარა გადაწყვეტილებები დიდ შედეგებს შეესაბამება და შეგიძლიათ ნაკლები დრო მოანდომოთ შფოთვასა და წუხილს, და მეტი დრო მიუძღვნათ მომავალი ზრდის დაგეგმვას.

Latest on Entrepreneur