"კრეატორიუმის" ვან გოგი და ფიროსმანი

მარიამ წიქარიძემ და ნინო მაზმიშვილმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს
"კრეატორიუმის" ვან გოგი და ფიროსმანი
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არტსალონ „კრეატორიუმის“ facebook-ის გვერდს როცა ეცნობით, ამ პატარა ჩანაწერს იპოვით: „ჩვენ ვართ კრეატიული ხელოვანები, რომლებიც მოგიხატავთ ყველაფერს, რასაც თქვენი თვალი ხედავს!“ „კრეატორიუმის“ მთავარი მეგობრები ვან გოგი და ფიროსმანია. მთავარი ფერი ლურჯია – სიმშვიდის ფერი. შემოქმედებით პროცესს pink floyd-ის blue sky გასდევს ფონად, ვინსენტ ვან გოგი და ნიკო ფიროსმანი მათი შემოქმედების კონცეპტუალური ხაზია. ასე იქმნება კრეატივი „კრეატორიუმში“. მათი მთავარი ამბავიც ერთ კოსმიურ ყუთში ეტევა. ყველაფერი თავისუფალი ახალგაზრდული იდეით გორში დაიწყო. შემოქმედებითი სამეწარმეო საქმიანობის ინოვაციური პლატფორმა – „კრეატორიუმის“ დამფუძნებლები მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი არიან. ახალგაზრდა მეგობრებმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს და ახლა უკვე საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ცდილობენ. იდეების რეალიზება მათთვის უკვე ბიზნესსაქმიანობად იქცა.

სამეწარმეო სკოლა თანამედროვე იდეებისთვის

არტსალონი „კრეატორიუმი“ მცირე სამეწარმეო ბიზნესსაქმიანობას ეწევა. მათი დამფუძნებლები სამეწარმეო სკოლის კურსის გავლის შემდეგ თავდაჯერებულად შეუდგნენ საკუთარი მეგობრული იდეის მასშტაბურ რეალიზებას. სამეწარმეო სკოლის მიზანიც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დაეხმაროს მათ სამეწარმეო უნარჩვევების გამომუშავებასა და ბიზნესგარემოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. პროექტი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას ემსახურება და დღემდე არაერთ ადამიანს დაეხმარა საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში.

ბოლო ათწლეულში სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ინოვაციური, ორიგინალური იდეებისათვის შექმნილი სტარტაპები სწრაფად ვითარდება. სამეწარმეო სკოლაში მიღებული კვალიფიციური ცოდნა ახალგაზრდას ეხმარება, თუ როგორ უნდა გარდაქმნას იდეა ბიზნესპროექტად. სწავლების პროცესში ის უკვე პრაქტიკულ გზებს ხედავს, როგორ აქციოს თუნდაც თავისი დიდი ხნის ბავშვობის ოცნება ან ჰობი ბიზნესშესაძლებლობად.

ასე იქცა სამეწარმეო სკოლიდან ორი მეგობრის იდეა ბიზნესსაქმიანობად.

საჭირო დროს საჭირო ადგილას...

ეს პროექტივენს სფეროსა და ზოგადად, ბიზნესსაქმიანობის მართვაზე კარგად არის მორგებული, რაც ძალიან დაგვეხმარა ცნობიერების ამაღლებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში. სამეწარმეო სკოლამ საკმაოდ ბევრი რამ გვასწავლა და ბიზნესსფეროში სწორად ორიენტირებაში დაგვეხმარა. ამ ეტაპზე მხოლოდ ბანკის სესხით ვსარგებლობთ, მაგრამ არ ვწყვეტთ დაფინანსების გზების ძიებას. ამაში სამეწარმეო სკოლაც აქტიურად გვიჭერს მხარს“.

მარიამი სამი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა დედაა, ნინო კი საზღვრისპირა სოფელ დიციდანაა. დიდი ხნის განმავლობაში მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები პოპულარობით მხოლოდ სამეგობრო წრეში სარგებლობდა. დღეს უკვე საკუთარ ოფისში გიმასპინძლებენ და კომპლექსურ შემოქმედებით სერვისებს შემოგთავაზებენ. ქმნიან სხვადასხვა ხელნაკეთ სუვენირს, მოხატულ ჩანთებს, გრავირებულ სურათებს, სასაჩუქრე ყუთებს, ალბომებს, პორტრეტებს. ხატავენ გარე ფასადსა და სამოსზე, მუშაობენ თიხაზე.

სამეწარმეო სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნინოსა და მარიამის ცხოვრებაში. ახალგაზრდებს სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებისა და განვითარების მიზანი აქვთ, რის მიღწევასაც პროექტის დახმარებით გეგმავენ. ახალგაზრდა მეწარმეებმა უკვე ისარგებლეს მენტორის მომსახურებით, მათ ქორწილებისა და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული კვალიფიციური კონსულტაციები დიზაინერული კომპანია „კოჩინელას“ ხელმძღვანელ ია საგინაშვილისაგან მიიღეს.

თანამედროვე და თავისუფალი ქართველი ახალგაზრდების − ნინოსა და მარიამის ამბავი ერთ-ერთია მრავალთაგან და მაგალითია სხვებისთვის. „არ უნდა მოუსმინოთ სხვების უარყოფით შეფასებებს, ყველაფერი უნდა გააკეთოთ საკუთარი მიზნებისთვის. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოთ. ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. გარშემომყოფების სკეპტიციზმმა არ გვათქმევინა საკუთარ იდეაზე უარი და ყველაფერი ისე კარგად წარიმართა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და უკეთესები წინ გველის. დღეს „კრეატორიუმში“ დაგხვდებათ კრეატივი და ბევრი პოზიტივი. ჩვენ დაგეხმარებით ინტერიერის მოწყობაში ჩვენსავე ნაკეთობებით, რომელიც ექსკლუზიურად თქვენთვის შეიქმნება. ასევე, დაგეხმარებით წვეულებების, თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეების ორგანიზებასა და გალამაზებაში. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ნებისმიერი ფანტაზია რეალობად ვაქციოთ. აქ ჩვენ, ყველას სრული თავისუფლება და ხელოვნების დიდი სიყვარული გვაერთიანებს. შემოქმედებითი მეწარმეობის მიზნით შექმნილი „კრეატორიუმი“, კრეატიულ მომსახურებასთან ერთად, არტ-თერაპიისა და გამოყენებითი ხელოვნების წრეებსაც აერთიანებს, სადაც მსურველებს ხელოვნებასთან ზიარება ასაკის შეუზღუდავად შეუძლიათ“.  

ახლა გოგონებს მხოლოდ პოსტ„კორონა“ პერიოდი და ხალხის ნდობა სჭირდებათ. ნდობის საპასუხოდ კი განსაკუთრებული დღეების დაუვიწყარ მოგონებებად ქცევას ჰპირდებიან. „კრეატორიუმის“ პოსტები სავსეა პოზიტივით.

  • სანამ ვან გოგი კარანტინშია, რა დევს კოსმიურ ყუთში?
  • ალბომი ფოტოებით ოჯახის ან ერთი ადამიანის ცხოვრებისეული ამბებით სხვადასხვა ეტაპზე, საუკეთესო დღე უნდა იყოს საუკეთესო.
  • ვან გოგი და ფიროსმანი რომ გეწვიოთ სახელოსნოში, რას ჰკითხავდით?
  • ჩვენ ვართ კრეატიული ხელოვანები, რომლებიც მოგიხატავთ ყველაფერს, რასაც თქვენი თვალი ხედავს. თქვენ როგორ ხატავდით ასე მაგრად? როგორც ხატავდით?..

სტატია შექმნილია პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Latest on Entrepreneur