საქართველოში გოლფის სამოყვარულო ტურნირი - Taste and Play ჩატარდება

საქართველოში გოლფის სამოყვარულო ტურნირი - Taste and Play ჩატარდება
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

17-18 ოქტომბერს Ambassadori Kachreti Golf Resort გოლფის მოყვარულთა საერთაშორისო ტურნირ  Taste and Play-ის უმასპინძლებს და საკუთარ სივრცეს სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ ტურნირი პირველად გასულ წელს ზურა ბოქოლიშვილის ორგანიზებით ჩატარდა და ის ყოველწლიურ სპორტულ ტრადიციად მკვიდრდება.

„ეს არ არის მხოლოდ ტურნირი და მისი მნიშვნელობა სპორტული მოვლენის ფარგლებს სცილდება. გოლფის გარდა, სტუმრებს შესანიშნავი საღამოები, ქართული სამზარეულოს მასტერკლასები, მინიგოლფის გასართობი ტურნირი და კიდევ არაერთი სიურპრიზი ელოდებათ ჩვენი სპონსორებისა და პარტნიორებისგან. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ მიმდინარე პანდემიის პერიოდშიც კი გერმანიიდან მოთამაშეთა ჯგუფი გვეწვევა, რაც ჩვენი რეპუტაციის დამსახურებაა“, - ამბობს ზურა ბოქოლიშვილი.

20-ზე მეტი წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი, მასობრივი სპორტისა და სპორტული ტურიზმის განვითარებისკენ სწრაფვას პარტნიორების ფართო წრესთან ერთად აქტიურად აგრძელებს.

„2020 წელი ყველასთვის, განსაკუთრებით სპორტული ინდუსტრიისთვის, რთული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით და რამდენიმე გამორჩეული ღონისძიება ჩავატარეთ. მომავალ წელს, რა თქმა უნდა, ყველა პროექტი გაგრძელდება გოლფის, კალათბურთის, ჩოგბურთის, მარათონული გარბენებისა და სხვა მიმართულებებით. ამასთანავე, ჩვენ უკვე გავხდით European Sponsorship Association-ის წევრი და ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც სპორტისა და გართობის ინდუსტრიის მენეჯმენტს, მარკეტინგისა და სპონსორინგის საკითხებს მოიცავს. გამოცდილებას გაგვიზიარებენ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები, რაც სწავლის მსურველთათვის ფასდაუდებელი გამოცდილება იქნება“, - ზურა ბოქოლიშვილი.

სამოყვარულო სპორტის განვითარებისთვის კი საქართველოში პარტნიორთა დიდი ჯგუფი ერთიანდება. პროცესში ერთვებიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „საქართველოს ბანკი“, „სინერჯი კაპიტალი“, PKF, „ორიენტ ლოჯიკი“, „თეგეტა მოტორსი“, „გალერია თბილისი“, „ალტა“, „დირსი“, „სილქნეტი“ და მრავალი სხვა, რომელთა ძალისხმევით ორგანიზატორები უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ მასშტაბურ და საინტერესო ღონისძიებებს გვპირდებიან.

Latest on Entrepreneur