ბიზნესი VS კორონავირუსი - დავით თოფჩიშვილი (FINA)

"სრულიად მოულოდნელად დავდექით გამოწვევების წინაშე, რამაც ბიძგი მისცა ახალ შესაძლებლობებს"

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2020 წელი ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბიზნესისთვის, ძალიან საინტერესო იყო. სრულიად მოულოდნელად დავდექით გამოწვევების წინაშე, რამაც ბიძგი მისცა ახალ შესაძლებლობებს. ის მიმართულებები გამოიკვეთა, რომლის საჭიროებაც უკვე იდგა, თუმცა ახალმა რეალობამ ეს პროცესები დააჩქარა.

Entrepreneur Georgia

დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის პირველი რამდენიმე დღე იყო მთავარი გამოწვევა. როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ გუნდის ნაწილის ოფისიდან მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს შეძლებოდათ საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. თუმცა, ძალიან მალე შევიმუშავეთ სტრატეგია, რომლის დახმარებით არცერთი წუთი არ შეგვიწყვიტავს მუშაობა არც ჩვენ და არც ჩვენს მომხმარებლებს.

ძალიან მალე მოვახერხეთ არსებულ რეალობასთან ადაპტირება, გავაანალიზეთ ბაზრის საჭიროებები და შევქმენით ახალი პროდუქტები. დავინახეთ, რომ კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ონლაინგაყიდვების მართვა და ჩვენ მივეცით მათ მზა მართვის პანელი. დავინახეთ გამოწვევა, რომლის წინაშეც სავაჭრო ობიექტები დადგნენ და შევქმენით უკონტაქტო კომერციის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც არ მოითხოვს მაღაზიაში მომხმარებლის ვიზიტს, რიგში დგომას და ა.შ.

სანამ ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობდნენ სად იყო გამოსავალი, ჩვენ მათ გადაწყვეტილება შევთავაზეთ.

ამ დროის განმავლობაში, ბიზნესისთვის ერთი რამ ცხადი გახდა − დადგა ტექნოლოგიური განვითარების ხანა. მომავალში, ისე, როგორც არასდროს, საჭიროა აქცენტი გამახვილდეს ტექნოლოგიებსა და ციფრულ სამყაროზე.