10 რამ, რისთვისაც სტივ ჯობსის მადლობელი უნდა ვიყოთ

"დარჩი მშიერი, დარჩი სულელი!"

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლეგენდარული სტივ ჯობსი, გამომგონებელი, დიზაინერი, ტექნოლოგიური ანტრეპრენერი, NeXT, Pixar-ისა და Apple Computer-ის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და ხელმძღვანელი, 56 წლისა, 2011 წლის 5 ოქტომბერს პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.  „მომწონს ის აზრი,  რომ ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც გრძელდება, ისიც მომწონს, რომ როდესაც კვდები, დაგროვილი სიბრძნე უბრალოდ კი არ ქრება,  არამედ, ეს ყველაფერი როგორღაც გრძელდება“, - ამბობდა იგი. ის ერთი გრძელთმიანი ამბიციური ბიჭი იყო, კოლეჯიც კი არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც კომპანიის ლიდერი გახდა, Apple სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციად აქცია, მისმა პროდუქტებმა თამაშის წესები შეცვალეს. ამ სტატიაში მის მართლაც გასაოცარ ცხოვრებას ვიხსენებთ.   

Disruptor League

ქვემოთ 10 რამაა ჩამოთვლილი, რის გამოც სტივ ჯობსის მადლობელი უნდა ვიყოთ:

1. IPod & iTunes.  ეს პატარა მოწყობილობა, რომელიც პირველად 2011 წელს გამოჩნდა სცენაზე, მრავალი მომხმარებლისთვის პირველი ნაბიჯი გახდა ციფრული მუსიკის სამყაროში. მართალია,  იმ დროს სხვა მუსიკალური ფლეერებიც არსებობდნენ, მაგრამ არც ერთი არ ისეთი  ძლიერი, როგორიც Apple-ის ლეგენდარული iPod, და მისი შემდეგი ვერსიები და განშტოებები, როგორიცაა iPod Touch. მაგრამ, შესაძლოა, კიდევ უფრო რევოლუციური, Apple-ის iTunes იყო, ციფრული მედია ფლეერი, რომელიც 2001 წელს, 19 წლის წინ გაუშვეს ბაზარზე. ეს პლატფორმა მუსიკის შეძენის, მისი გაყიდვისა და გაზიარების ყოვლისმომცველი  საშუალებაც გახდა, და ძველი მუსიკალური მოდელიც დაანგრია, რამაც ხმისჩამწერი კომპანიები საბოლოოდ გააბატონა რადიოსადგურებზე. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებელი მუსიკოსებისა და ხელოვანებისთვის საერთოდ აღარ იყო საჭირო კონტრაქტების გაფორმება ჩანაწერების გასაკეთებლად,  რომ მათი მუსიკა ყველას გაეგო, თავიანთ აუდიტორიასთან დაკავშირება უკვე პირდაპირ შეეძლოთ. 

2. ეს არასოდეს გამიკეთებია ფულის გამო.   როგორც ცნობილია, Citigroup-ის აღმასრულებელ დირექტორს, ვიკრამ პანდიტს წელიწადში $1 მიჰქონდა სახლში, მაგრამ გაცილებით ადრე, სტივ ჯობსის წლიური ხელფასიც  უბადრუკი  $1 იყო. როდესაც ის 1997 წელს კომპანიაში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც 1985 წელს Apple-დან გაანთავისუფლეს, თავისი ხელფასი თვითონ განსაზღვრა - მხოლოდ $1.  მართალია, ეს ტექნოლოგიური პიონერი თავისი სიმდიდრით იყო ცნობილი, სხვათა შორის,  Apple-სა და Disney-ში ინვესტიციების წყალობითაც, მაგრამ ამბობენ, რომ მას შემდეგი ფრაზა ეკუთვნის: „ეს არასოდეს გამიკეთებია ფულის გამო“. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილი განაცხადის თანახმად, 2010 წელს მისი საერთო კომპენსაცია, $1-ს შეადგენდა.

3. ყურადღების გამახვილება დიზაინზე. Macintosh-ის ორიგინალური კომპიუტერის გარდა, ჯობსი მთლიანად იყო დაკავებული იმით, რომ ტექნოლოგიური საზოგადოებისთვის სწორი, პრიალა, მსუბუქი, და მტკიცე დიზაინის მქონე ორიგინალური კომპიუტერები მიეწოდებინა,  რითაც მთელ ტექნოლოგიურ საზოგადოებას  ანალოგიური ერგონომიული ტექნოლოგიების შექმნისკენ უბიძგა. მისი მმართველობისას დაასრულეს არსებობა სატელეფონო მოდემებმა, მაგნიტურმა დისკებმა და ფაქსის აპარატებმა.

4. შთაგონების წყარო სხვებისთვის. ჯობსს ანტრეპრენერთა მთელი ლეგიონები ასახელებენ თავიანთი შთაგონების წყაროდ, გარდა ამისა, Apple-ის ატმოსფერომ  ათასობით სხვა კომპანიასაც მისცა დიდი სტიმული.  დღეს iTunes-ზე 500,000- ზე მეტი აპლიკაციის ჩამონათვალია,  სხვა უთვალავმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დამხმარე პროდუქტებიც კი შექმნეს. მათ შორის არიან, Mophie - iPod-ის აკუმულატორის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სხვა მოწყობილობების მწარმობელი კომპანია;  Speck  - Apple-ის აქსესუარების მიმწოდებელი, და Sweb Apps - აპლიკაციების კომპანია. ჯობსის სხვადასხვა ქმნილებები, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ  Apple-სთვის იყო გამიზნული, ბევრი სხვა კომპანიისთვის გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, აპლიკაციების დეველოპერები და პროგრამისტები უკვე რამდენი წელია პლატფორმების სპეციფიკაციების დამუშავებას ცდილობენ.

5. The iPad. როდესაც   iPad გაუშვეს,  ელექტრონული წიგნები, კომპიუტერები და მობილური მოწყობილობები უკვე არსებობდა,  მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდური გაჯეტი შესანიშნავად მოერგო სამყაროს და მისმა გაყიდვებმა ყველა რეკორდი მოხსნა.  Apple-ის iPad-ის  პირველი ვერსია, 2010 წლის 3 აპრილს გამოჩნდა ბაზარზე, 2019 წლის 18 მარტს - უკვე მისი მეშვიდე ვერსია გამოვიდა. ამასთან  ერთად,     - მეხუთე თაობის iPad mini,  - მესამე თაობის   iPad Air და ა.შ. თითეულს ახალი ბიზნეს კონცეფციები და გამოყენების წესები აქვს, მხოლოდ iPad-სთვის 90,000 -ზე მეტი აპლიკაცია შეიქმნა. გარდა ამისა, სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც ტაბლეტის საკუთარი ვერსიებიც დაამუშავეს, თუმცა, Apple-ის წარმატებასთან ახლოსაც კი ვერ მივიდა ვერც ერთი.     Hewlett-Packard-მა TouchPad გამოუშვა, და გარკვეული ხნის შემდეგ, საწყისი ფასიდან $499-დან, $99 -მდე ჩამოწია, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში გამოცხადა, რომ ამ პროდუქტის წარმოებას წყვეტდა.

6. ინვესტორების გაოცება. ორი ათეული წლის წინ Apple-ის ერთი აქციის ფასი $9 იყო, ახლა $303,19-ია, იგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სამეულშია, 2019 წელს მისი ღირებულება $1 ტრილიონი გახდა, თავის ყოფილ კონკურენტებს  მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

7. შორსმჭვრეტელი.  ერთი ჰკითხეთ, HP-ს ან BlackBerry-ს მწარმოებელს,  Research In Motion-ს, რთული იყო თუ არა მათთვის კონკურენციის გაწევა ჯობსისთვის, რომელიც მთლიანად იყო კონცენტრირებული კომპიუტერის დიზაინზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯობსი თავიდანვე ცნობილი იყო, როგორც ჯიუტი მიკრომენეჯერი, მან Apple-ის სრულყოფისკენ წაყვანა შეძლო. ის შორსმჭვრეტელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტები შექმნა, რომლებიც მისი აზრით, სჭირდებოდათ და მათაც მრავალჯერ დაუდასტურეს ის, რაც ინტუიციამ უკარნახა.

8. სხვა გიგანტურ კორპორაციებს აიძულებდა ინოვაციურები გამხდარიყვნენ. iTunes მოითხოვდა, რომ სიმღერების ფასი დაბალი ყოფილიყო, სულ $1.  ხმისჩამწერი კომპანიები, რომლებსაც მომხმარებელთან iTunes-ზე სურდათ წვდომა, იძულებული გახდნენ ამ მოთხოვნას დამორჩილებოდნენ. 2007 წელს, ქსელური კავშირის კომპანიამ, Cingular-მა თავისი ხმოვანი ფოსტის სისტემის განმეორებითი დაპროექტება დაიწყო, რომ iPhone-ის ვიზუალური ხმოვანი ფოსტის შესაბამისი ყოფილიყო. 2009 წელს ყველასთვის გასაკვირად, თავშეკავებული და ფრთხილი AT&T-იც კი დათანხმდა მომხმარებლისთვის iPad -ის ყოველთვიური სატარიფო გეგმის შეთავაზებაზე, ხელმოწერილი კონტრაქტის მოთხოვნის გარეშე.

9. იმის დასამტკიცებლად, რომ დრამატული მობრუნება შესაძლებელია. ჯობსი Apple-ს   1997 წელს კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში და Microsoft-თან შეთანხმება გააფორმა, რომ მის კომპანიას გადარჩენის გარანტია ჰქონოდა. ამ შეთანხმების მიხედვით, Microsoft $150 მილიონის ინვესტირებას ახორციელებდა Apple-ის არაპრივატიზებული აქციების მინორიტარულ პაკეტში, კომპანიები გაყიდვებისა და ტექნოლოგიური მიმართულების სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შემდეგ, ჯობსმა Apple-ის ყველა კომპიუტერში G3 PowerPC- მიკროპროცესორის ინსტალაცია მოახდინა, რამაც ისინი მის კონკურენტ Pentium-ზე გაცილებით სწრაფები გახადა. ის ასევე სათავეში ჩაუდგა iMac-ის მაგიდის კომპიუტერების ახალ ხაზის განვითარებას სახლისთვის, რომლის დებიუტიც 1998 წელს შედგა და აღფრთოვანებული გამოხმაურებები დაიმსახურა. სტივ ჯობსის ხელმძღვანელობით Apple კვლავ სწრაფად გახდა მომგებიანი, და 1998 წლის ბოლოს, კომპანიის გაყიდვების მოცულობამ, $5.9 მილიარდი შეადგინა.

10. დასაქმების გაზრდა. 1997 წელს, Apple-სა და მის შვილეულ კომპანიებს მთელ მსოფლიოში მხოლოდ 8,437 თანამშრომელი ჰყავდათ, და კიდევ 1,739 დროებითი ან არასრული შტატით მომუშავე კონტრაქტორი და თანამშრომელი (Apple-ის მიერ სახელმწიფო უწყებებში წარდგენილი დოკუმენტაციის- SEC filings-ის მიხედვით). 2011 წელს, კომპანიას დაახლოებით 46 000 შტატიანი და 2800 შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავდა, 2018 წლის მონაცემებით კი, თანამშრომელთა რიცხვმა 132,000-სს გადააჭარბა.