📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მზად ხართ ვეფხვთან პირისპირ შესახვედრად? დიდ ანტრეპრენერებს სხვებისგან ყველაზე მეტად, კრიზისისადმი მიდგომა განასხვავებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GoodFon.com

ბიზნეს ლიდერებისთვის ვეფხვები ბევრი სხვადასხვა ფორმისანი არიან. ეს შესაძლოა იყოს ბუნებრივი კატასტროფებით, ფინანსური, ტექნოლოგიური ან ეთნიკური მიზეზებით გამოწვეული კრიზისები. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია ის, რომ ანტრეპრენერი, რომელსაც მხოლოდ გადარჩენა კი არა, წარმატების მიღწევაც სურს, მზად უნდა იყოს ყველაზე დიდ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც მისი ბიზნესის წინაშე დადგება.

რისკის არასათანადოდ შეფასება, ან კიდევ უარესი, საფრთხისთვის ზურგის შექცევა, კატასტროფის ყველაზე მარტივი, ერთსაფეხურიანი რეცეპტია. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ ითხოვოთ, შეგჭამონ.

მაგრამ თუ ვეფხვთან პირისპირ შესახვედრად მზად არ ხართ, იმას ნიშნავს, რომ ხელიდან გაუშვათ შესაძლებლობები, რომლებიც თითქმის ყველა კრიზისს ახლავს თან. კრიზისები დიდ ძვრებს იწვევენ ბაზარზე, ისინი მომხმარებლის ქცევას ცვლიან, და ზოგჯერ სამუდამოდაც კი. თუ მათ ყურადღებას არ მიაქცევთ, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები პირდაპირ კონკურენტის წისქვილზე დაასხამს წყალს. თუ კრიზისთან დაკავშირებულ საბაზრო ძვრებს ვერ ამოიცნობთ, ეს სახიფათი იქნება თქვენი ბიზნესისთვის. თქვენს ბრენდს სათანადოდ აღარ შეაფასებენ, ხოლო თქვენი შემოსავალი Sears-ის, Blockbuster-ის ან RadioShack-ის გზას დაადგება.

ამ თვალსაზრისით ვეფხვთან პირისპირ შეხვედრა Amazon-ის „პირველი დღის მენტალიტეტისგან" არც ისე შორს დგას. Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი მომხრეა, ისე შეხედოს ყოველ სამუშაო დღეს, თითქოს ის პირველი იყოს ახალ სტარტაპში. პირველ დღეს განსაკუთრებულ სიფხიზლეს ვიჩენთ, არავინ ცდილობს განცხრომით ყოფნას, ყველას სურს ყველაფერზე და ყველაზე შთაბეჭდილების მოხდენა, პრობლემების მოგვარება. ეს მენტალიტეტი იმდენად განუყოფელია Amazon-ის ოპერაციებისთვის, რომ Amazon-ის შტაბბინის მთავარ ოფისს სიეტლში, „დღე პირველიც" კი დაარქვეს.

ზუსტად ისე, როგორც ვეფხვთან პირისპირ შეხვედრა, პირველი დღის მენტალიტეტი დაძაბულობაში, მუდმივი განვითარების რეჟიმში ამყოფებს პრაქტიკანტებს, რომ არ დაივიწყონ განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობები და ბიზნეს პოტენციალი. ამ დროს ლიდერი და მისი გუნდი მომხმარებლით არიან შეპყრობილები, იკვლევენ, თუ როგორ აყალიბებენ მსხვილმასშტაბიანი ტენდენციები სურვილებსა და მოთხოვნებს, და როგორ უნდა მიიღონ დაჩქარებული ტემპით გადაწყვეტილებები მათ დასაკმაყოფილებლად. ამ დროს ბიზნესის საღი აზრი ამბობს, რომ ყოველმა კომპანიამ უნდა იცოდეს რა სფეროშია ყველაზე ძლიერი, პირველი დღის აზროვნება, ხაზს უსვამს იმას, რომ ბიზნესის მთავარ ძალას შეიძლება კიდევ ჰქონდეს არარეალიზებული აპლიკაციები.

მოქნილობა, ვეფხვთან შეხვედრის მხოლოდ ერთ-ერთი უპირატესობაა, რომელიც იძლევა საშუალებას თქვენი ბიზნესი ცვალებად ლანდშაფტს მოარგოთ. ქვემოთ კიდევ სამს გაეცნობით:

პროაქტიური და არა რეაქტიური

ვეფხვთან პირისპირ შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ცუდისთვის უნდა იყო მზად. შესაძლოა პესიმისტურად, პირქუშადაც კი მოგეჩვენოთ, გაუთვალისწინებელი კატასტროფული შემთხვევებისთვის თამაშის გეგმის შედგენა, მაგრამ როდესაც რაღაც უჩვეულო მოხდება, სწორედ ეს დაეხმარება თქვენს გუნდს კვლავ შემოქმედებითები დარჩნენ. კრიზისის რეჟიმი, განმარტების მიხედვით, შიშებით გამოწვეული გარკვეული ტიპის „გვირაბის ხედვაა" (მხოლოდ ცენტრალური ხედვა, პერიფერიული - არა), რომელიც მხოლოდ უშუალო საფრთხეების თავიდან აცილებაზეა კონცენტრირებული. ორგანიზაციებს წინასწარი მომზადება, საფრთხეების მოსაძიებლად ჰორიზონტის სკანირებისთვის მზადყოფნა აძლევთ საშუალებას, თავიანთ განკარგულებაში უფრო მეტი შესაძლებლობები იქონიონ, ვიდრე რეალური საგანგებო ვითარება დადგება და შემოქმედებითი აზროვნების გათიშვას გამოიწვევს.

დაუცველიც რომ იყოთ, მაინც კომფორტულად უნდა იგრძნოთ თავი

ვეფხვთან პირისპირ დგომა იმას ნიშნავს,რომ თქვენი სისუსტეებიც უნდა იცოდეთ და პატიოსანიც უნდა იყოთ, როგორც პირად ისე, ორგანიზაციულ დონეზე. ტრადიციულად, დაუცველობა პასუხისმგებლობად მიიჩნეოდა ლიდერებისთვის, თუმცა, ამ მოსაზრებაზე სულ უფრო და უფრო მეტად დავობენ. პირიქით, ბევრი ფსიქოლოგი მიუთითებს ლიდერების რაოდენობის ზრდაზე, რომლებიც დაუცველები არიან, მაგრამ სრულიად კომფორტულად გრძნობენ თავს ამ პირობებში. გაცილებით გულწრფელებად მიიჩნევენ ლიდერებს, რომლებიც თავისი დაუცველობის დამალვას არ ცდილობენ, ურთიერთობებს ამყარებენ თავიანთი გუნდის წევრებთან, მათთვის შთაგონების წყაროს როლს ასრულებენ, იერარქიას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, და შრომის ნაყოფიერების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს.

პრობლემების მასშტაბების შემცირება

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ კონფლიქტების გარანტირების ყველაზე უტყუარი საშუალება, კონფლიქტების თავიდან არიდებაა? თუ დაუყოვენებლივ არ იმოქმედებთ და არ გაუმკლავდებით უმნიშვნელო პრობლემებს, მოგვიანებით, საგანგებო ვითარებისას ისინი სრული მასშტაბით იჩენენ თავს და მათ მოგვარებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

გაცილებით ჯანსაღი მიდგომაა, როგორც ამ ანეკდოტშია მოთხრობილი ნამდვილი ვეფხვების სამყაროდან, პრობლემების გამოჩენისთანავე ყველანაირად ეცადოთ მათ მოგვარებას:

ინდოეთის ერთ-ერთ რეგიონში, სუნდარბანსში, დელტის ნაყოფიერ ეკოსისტემაში, ბანგლადეშის საზღვართან, ვეფხვებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობა იდენად სახიფათოა, რომ აქ 3000-ზე მეტი „ვეფხვის ქვრივი" ცხოვრობს, ანუ ქალები, რომლებმაც ვეფხვების თავდასხმის გამო დაკარგეს მეუღლეები. 1980-იანი წლებში, ვეფხვები კვირაში ერთზე მეტი სოფლის მაცხოვრებლის სიცოცხლეს იწირავდნენ, რომლებიც ტყეში სამუშაოდ დადიოდნენ.

ყოველ შემთხვევაში, ასე გრძელდებოდა, ვიდრე სოფლის მცხოვრებლებმა ვეფხვებისგან თავდაცვის გზას არ მიაგნეს. ვეფხვი მტაცებელია, რომელსაც ურჩევნია თავის მსხვერპლს უკნიდან დაესხას თავს, და სოფლის მცხოვრებლებმა კეფაზე ნიღბების ტარება დაიწყეს, რომ ყოველთვის პირისპირ ყოფილიყვნენ ნებისმიერ ვეფხვთან, რომელიც გზაზე იყო ჩასაფრებული. ამის შემდეგ თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

ეს იმიტომ მოხდა, რომ როდესაც მზად ხართ ვეფხვთან პირისპირ შესახვედრად, ის მხოლოდ თვალს ჩაგიკრავთ და თავის გზაზე წავა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი