10 ცნობილი ბრენდის თანამშრომლობა, რომელმაც ორივე მხარეს ოქროს ზოდები მოუტანა

10 ცნობილი ბრენდის თანამშრომლობა, რომელმაც ორივე მხარეს ოქროს ზოდები მოუტანა
ფოტო: Ions

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
5 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბრენდებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შესაძლოა ნებისმიერი მხარისთვის იყოს ხელსაყრელი. სწორედ პარტნიორობა აძლევს საშუალებას უკვე დამკვიდრებულ ბრენდებს ახალ ბაზარზე გავიდნენ და  გაცილებით დიდ არეალზე გააგრძელონ საქმიანობა. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრმა ბრენდმა სცადა ინოვაციური გზებით ერთანეთთან პარტნიორობა.

ჩამონათვალში პარტნიორობის 10 მაგალითია, რომელიც ბრენდებისთვისაც მომგებიანი აღმოჩნდა და მომხმარებლისთვისაც:

1. Apple + Hermes

ამერიკულმა მულტინაციონალურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Apple-მა  ფრანგულ მაღალი მოდის პროდუქციის მწარმოებელ Hermes-თან დაიწყო თანამშრომლობა. იგი თავის საათებს Hermes-ის ბრენდთან ერთად აწარმოებს და მიიჩნევს, რომ ეს  „პარტნიორობის კულმინაციაა, რომელიც პარალელურ აზროვნებაზე, ერთიან ხედვასა და ურთიერთ პატივისცემაზეა დამყარებული“. ეს ყველაფერი შესანიშნავად აისახა ამ ორი ფასეული ბრენდის პარტნიორობაში, Apple-მა თავისი პოპულარული საათი მაღალი მოდის წყალობით კიდევ უფრო სასურველი გახადა. საათს  ყველაზე მეტად დიზაინის ესთეტიკის გამო აკრიტიკებდნენ, მაღალი კლასის ვერსია Hermes-ის ხელნაკეთი ტყავის სამაჯურით და ექსკლუზიური ციფერბლატით როგორც ტექნიკის, ისე მოდის მოყვარულთათვისაც საინტერესო აღმოჩნდა. საცალო ფასი ჩვეულებრივი Apple Watch-ის ფასზე გაცილებით მაღალია. ეს პარტნიორობა სტატუსის სიმბოლოა ისე, როგორც ლამაზი საათი, რომელსაც ბევრი ფუნქცია აქვს.

2. BMW + Montblanc

ავტომობილებისა და მოტოციკლების  მწარმოებელმა გერმანულმა BMW-მ,  თავის თანამემამულე ძვირადღირებული საკანცელარიო და სხვა ნივთების (კალმები, სათვალე, ტყავის ჩანთები, სამკაულები  და ა.შ. ) მწარმოებელ Montblanc-თან დაიწყო თანამშრომლობა. ეს პარტნიორობა იმას მიანიშნებს, რომ ძვირადღირებულ ავტომობილებში ბარგიც აუცილებლად განსაკუთრებულად უნდა იყოს შეფუთული, ასე არ არის?  BMW და  Montblanc ფუფუნების საგნებს ქმნიან, მასალებზე, ხარისხზე, დიზაინსა და ფუნქციაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ. Montblanc-ის პროდუქციის ხაზი როგორც ყოველდღიური მართვისას, ისე მოგზაურობების დროსაც მოსახერხებელია და სპეციალურად BMW-ს მეშვიდე  სერიისთვისაა შექმნილი. ეს ძვირადღირებული პარტნიორობა მხოლოდ ერთს ნიშნავს,  ვინც ახალი სერიის BMW-ს მართავს, საკუთარ თავისთვის იმის უფლების მიცემაც შეუძლია, რომ ამ ავტომობილის შესაფერისი ნივთები შეიძინოს. ეს ნამდვილი პარტნიორობაა იმ ბრენდებს შორის, რომლებიც ესთეტიკასა და  დიზანზე  ზრუნავენ.

3. Balmain + H&M

ფრანგული მაღალი კლასის მოდის სახლმა Balmain-მა შვედურ H&M-თან გააფორმა პარტნიორობა, რის შედეგადაც მომხმარებელს გაცილებით რეალურ ფასად შესთავაზა პროდუქცია.  პარტნიორობა უდავოდ წარმატებული აღმოჩნდა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  პროდუქცია სწრაფად გაიყიდა და Balmain-მა ჰეშთეგით #Balmania  თავისი დეკორატიული სტილი, რომელსაც წლის ყველაზე ცხელმა მოდელმა კენდელ ჯენერმა გაუკეთა რეკლამა, გაცილებით ფართო აუდიტორიას ციფრული ეპოქისთვის შესაფერისი გზით მიუტანა. H&M-ისთვის  წარმატებული იყო ამერიკულ Target-თან პარტნიორობა და ამჯერად ასორტიმენტი გააფართოვა; და მასობრივი მოდის ინდუსტრიიდან მაღალ მოდაში გადაინაცვლა.

4. EVA Air + Hello Kitty

ტაივანურმა ავიაკომპანიამ EVA Air-მ თავისი Boeing 777, Hello Kitty-ს თემატიკითა და  ახალი მომსახურებით წარმოადგინა. ეს ფერადოვანი თვითმფრინავები, ტაიპეისა და ჰიუსტონს შორის დაფრინავენ, ნებისმიერი მათგანი იაპონური ანიმაციური ფილმების გმირის კატის და მისი მეგობრების გამოსახულებებით არის მორთული.  თვითმფრინავის ყველა დეტალი ბრენდირებული, მასში Hello Kitty-ის 100-ზე მეტი საფირმო ნივთია. Hello Kitty-ის პაწაწინა სურათი პირველად ხურდა ფულის საფულეზე გამოჩნდა და 40 წლის განმავლობაში ისე გაიზარდა, რომ  $7 მილიარდიან ფენომენად იქცა. EVA-ს თვითმფრინავები აზიელების საყვარელი კატით სასიამოვნო სანახავიცაა და  ფრენისას ხალისიან განწყობასაც ქმნის. 

5. Ford + Hearst

ავტომობილების ამერიკული ბრენდმა Ford-მა, Hearst-თან, ამავე ქვეყნის უდიდეს მასმედია და ბიზნეს საინფორმაციო კონგლომერატთან დაიწყო პარტნიორობა.  სარეკლამო კამპანია „Built Ford Tough“ სრულიად ახალ დონეზე გადავიდა, ამ ბრენდის ავტომობილებზე სხვადასხვა გამოცემებში 120 ახალი ორიგინალური სარედაქციო სტატია გამოქვეყნდა. კამპანიის ლოზუნგი “კოდი“ იყო, სტატიებში იმ უნარებსა და ინსტრუმენტებზე იყო გამახვილებული ყურადღება, რომელსაც Ford-ის ნებისმიერი მამაკაცი უნდა ფლობდეს.  ეს ინფორმაცია სხვადასხვა ჟურნალში -Esquire, Popular Mechanics, Road & Track,  Car and Driver გამოქვეყნდა;  Ford F-150-ის ცხოვრების სტილმა სამიზნე აუდიტორიამდე პრაქტიკული რჩევების გაზიარებით მიაღწია. 

6. Covergirl + Lucasfilm

 „ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე ფილმის პრემიერას მთელი მსოფლიო ელოდა, ბრენდები ჯორჯ ლუკასის მართლაც ფატასტიურ კოსმოსურ საგას უტრიალებდნენ, საკუთარი პროდუქციის რეკლამირებას ცდილობდნენ. კოსმეტიკური ბრენდის Covergirl-ის  მაკიაჟის ხაზი ვარსკვლავური ომების თემატიკით მართლაც საინტერესოა, რადგან წარსულში ფილმი ქალებზე მეტად მამაკაცებისთვის აკეთებდა რეკლამას. მაკიაჟის ნაკრები შეზღუდული რაოდენობითაა გამოსული და ორი ხაზი აქვს, რომელიც ბნელსა და ნათელს განასახიერებს და ამტკიცებს, რომ ვარსკვლავური ომები ორივე სქესისთვისაა მიმზიდველი. კოლექცია  19 ნაწილისგან შედგება, მისი დიზაინერი მაკიაჟის ლეგენდარული ოსტატი პეტ მაკგრათია, ყუთზე ციტატებია ფილმიდან,  კოლექცია იმ აუდიტორიისთვისაა შექმნილი, რომელიც სილამაზეზე ზრუნავს.

7. Burberry + LINE

ბრიტანული Burberry ციფრული განახლების გზაზეა და მისი პარტნიორობა  გზავნილების მიმოცვლის იაპონურ წამყვან აპლიკაცია LINE-თან, ტრადიციული ძვირადღირებული ბრენდის კიდევ ერთი ტექნოლოგიური ნაბიჯია. LINE-ს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, გზავნილების მიმოცვლას პოპულარული სტიკერებით და ანიმაციური ემოციებით სრულიად უნიკალურს ხდის. Burberry-იმ LINE-ის ორი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი შოტლანდურათი შემოსა. მოდის ბრენდმა ნოვატორული გზით მიიპყრო უზარმაზარი აუდიტორიის ყურადღება, მას სპეციალური შეთავაზებები გაუკეთა და სარეკლამო კამპანიის ახალი ამბებიც გააცნო.

8. Spotify + Starbucks

რადგან Starbucks კაფეების მთელი ქსელია თავისი არომატული ყავითა და მუსიკით, სრულიად ბუნებრივია, რომ ის შვედურ მედია სერვისების კომპანიას Spotify-ს შეუამხანაგდა თავისი ფრანშიზებისთვის მუსიკის სრულიად ახლებურად მისაწოდებლად. Starbucks-ის თანამშრომლები Spotify-ზე პრემიალურ ხელმოწერას მიიღებენ და საგულდაგულოდ შერჩეული მუსიკას მოისმენენ. მომხმარებელს მუსიკის აპლიკაციიდან ბონუს ქულების მიღებაც შეუძლია. როგორც Starbucks-მა  განაცხადა, ის კომპაქტ დისკებს აღარ ყიდის. Spotify-თან თანამშრომლობა ორივე  ბრენდისთვის მნიშვნელოვანია - დილის ყავა, შემდეგ დღის ნუგბარები, ამ დროს კი კომპოზიციების კრებულის მოსმენა.

9. Ikea + Dreamworks

შვედური IKEA თავისი ხელმისაწვდომი ავეჯითა და გუფთითაა ცნობილი. მისი სარეკლამო კამპანიის, Lattjo-ს მიზანია ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო სასიამოვნო და ხალისიანი გახადოს თავისი მომხმარებლისთვის.  იგი ამერიკულ ანიმაციურ სტუდია Dreamworks-თან თანამშრომლობს, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიებს იღებს IKEA-ს სათამაშოების კოლექციებზე, ინსტრუმენტებსა და კოსტიუმებზე. ამ რანგის შემოქმედებით კონოსტუდიასგან თანამშრომლობა IKEA-სთვის დიდი იმპულსია. Lattjo-ს პერსონაჟების ისტორიები კოლექციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ამავე დროს იგი ციფრული კარიბჭეცაა, რადგან IKEA უკვე ემზადება  Lattjo-სთან მიერთებული აპლიკაციით ბავშვებისთვის ციფრული ინფორმაციის მისაწოდებლად. Dreamworks-ს ბავშვებს შორის აქვს დიდი ავტორიტეტი, ხოლო IKEA-მ ხელმისაწვდომი ავეჯით მათი მშობლების გული მოინადირა  - ეს უდავოდ ძლიერი დუეტია თამაშის გასაგრძელებლად.

10. UNICEF + Target

გაეროს ბავშვთა ფონდმა-UNICEF-მა  საქველმოქმედო მისიის-Kid Power partnership-ის ფარგლებში Target-თან  დაიწყო თანამშრომლობა. ისინი ფიტნეს სამაჯურების იდეამ გააერთიანა, რომლებიც იმ ბავშვებსაც დაეხმარება, რომლებიც ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები არიან და იმათაც, რომლებიც საკვების ნაკლებობას განიცდიან. საკვების ნაკლებობას კი ჩვენი პლანეტის ყოველი მეოთხე ბავშვი განიცდის. შეერთებულ შტატებში ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული მისიების შესასრულებლად ყოველთვის მზად არიან, ბავშვები ამ დროს ქულებს დააგროვებენ, რომლითაც საკვები პაკეტების „გახსნას“ შეძლებენ. UNICEF კი ამ პაკეტებს მსოფლიოს იმ წერტილებში მიაწვდის ბავშვებს, რომლებშიც საკვების ნაკლებობაა. ფიტნეს სამაჯურებს Target $39-ად გაყიდის, რაც UNICEF-ს საშუალებას მისცემს მომავალში 70,000-ს ბავშვს დაეხმაროს. ეს პარტნიორობა ერთდროულად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ბრენდებმა  ერთობლივად უნდა იმოქმედონ, რომ მათი პარტნიორობა ეფექტური გახდეს.  თითეულმა საერთო საქმეს რაღაც საინტერესო უნდა შემატოს - სხვაგვარად მომხმარებელი ამ პარტნიორობას მხოლოდ მარკეტინგულ ფანდად ჩათვლის. როგორც  შემოქმედებითი პარტნიორობის არაერთი მაგალითი ადასტურებს, ერთობლივი მუშაობა შემოსავალსაც ზრდის, აუდიტორიასაც და უფრო მეტ მომხმარებელთანაც აკავშირებს თითეულს.

Latest on Entrepreneur