📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

4 გზა, რომლითაც მესენჯერის ჩატბოტების გამოყენება შეგიძლიათ სტუმრების უკეთ მომსახურებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

Covid-19-ის პანდემიამ ძალიან დააზარალა მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია. მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ეკონომიკური ზარალის მოლოდინშია, რომელიც იზრდება და იზრდება, და ასეთ დროს ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებამ სასტუმროებს, რესტორნებსა და ტურისტულ კომპანიებს მუშაობის ახალი გზა გაუხსნა. ადამიანებთან კონტაქტის შესამცირებლად, სწრაფად მოხდა QR-კოდების გამოყენება და ტექნოლოგიების ადაპტაცია. მოკლე დროში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევები ვიხილეთ. სასტუმროებმა, რომლებიც ტექნოლოგიური თვალსაზრისით 8 ქულის ქვემოთ არიან, უნდა შეძლონ და დაეწიონ მთელ მსოფლიოსა და ინდუსტრიას, რომელიც მუდმივად იცვლება და სწრაფად ვითარდება, და თან ისე სწრაფად, რომ ადამიანებს ამ ტემპისთვის ფეხის აყოლება უბრალოდ არ შეუძლიათ. უდავოა, რომ ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ბიზნესის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით კი, სასტუმროების ინდუსტრიისა, სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

სასტუმროს ინდუსტრიაზე მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი ახდენს გავლენას და ისინი მოითხოვენ, რომ სასტუმროები უფრო ეფექტიანები გახდნენ, ტექნოლოგიები დანერგონ, რათა სტუმრების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. Covid-19-ის პანდემიის გამო, უბრალოდ აუცილებელი გახდა ავტომატიზაცია და ნაკლები კონტაქტები, ამისთვის კი სასტუმროები მუშაობის ტექნოლოგიურ რეჟიმს უნდა მოერგონ. პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვა ძვირადღირებულია და დიდ დროს მოითხოვს. სულ უფრო ბევრს მოელიან და დიდი მოთხოვნები აქვთ სასტუმროების მიმართ, რომლებიც ტექნოლოგიური საშუალებებით ცდილობენ მომხმარებლის მომსახურებაზე მორგებას, რის გამოც სასტუმროებს ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს დროს ჩამორჩნენ. ეს პროცესები, სასტუმროში რეგისტრაციით დაწყებული და გამგზავრებით თუ მომსახურების ხარისხით დამთავრებული, შესაძლოა ბევრად ავტომატიზებული გახდეს ერთი ფუნქციის გამოყენებით, რომელსაც მესენჯერ-ჩატბოტებს უწოდებენ.

როგორ უნდა გაუსწროს დროს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიამ? როგორ უნდა აიცილოს თავიდან COVID-კრიზისი და ამავე დროს, შემოსავლებიც გაზარდოს? და რაც ყველაზე მთავარია, როგორ უნდა შესთავაზოს მესენჯერ-ჩატბოტებით უკეთესი მომსახურების ხარისხი მომხმარებელს?

თუ ჩატბოტებს სწორად გამოიყენებთ, თქვენი სასტუმროს ბიზნესის ყველა სფეროს გაკონტროლებას შეძლებთ − გაყიდვები იქნება ეს, შემოსავლების ზრდა, დროის დაზოგვა ოპერაციებისთვის, პერსონალის ეფექტიანობის გაზრდა, საინფორმაციო მაგიდის მოწესრიგება, სტუმრების მოთხოვნებზე პასუხის გაცემისას დროის დაზოგვა სასტუმროს კომუტატორის საშუალებით, ნომრებში მომსახურების მოთხოვნა, სასტუმროს ინფორმირება ოთახის დასუფთავების შესახებ, შეხსენებების მიღება სასტუმროს ღონისძიებზე, პირდაპირი პასუხის მარკეტინგი, ათასი 5-ვარსკვლავიანი მიმოხილვის მიღება თუ კიდევ ბევრი სხვა, რაც მომხმარებლის იდეალურ მომსახურებას განაპირობებს, თანამშრომლებს შრომატევადი ამოცანების შესრულებას უმარტივებს და მომხმარებლებს მოთხოვნისთანავე აძლევს პასუხებს.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მესენჯერ-ჩატბოტებს იყენებთ − Manychat იქნება ეს, Chatfuel თუ ნებისმიერ სხვას, რომელიც ბაზარზეა − იმედგაცრუებული არ დარჩებით, თუ მათ თქვენს სასტუმროში დანერგავთ.

ქვემოთ გაეცნობით 4 გზას, თუ როგორ უნდა შესთავაზოთ თქვენს სტუმრებს საუკეთესო მომსახურება მესენჯერ-ჩატბოტების გამოყენებით.

მეტად დატვირთეთ თქვენი სასტუმრო

წლებია სასტუმროების პრობლემაა სასტუმროს მომსახურების ღია ტარიფების ელექტრონული ფოსტით დადასტურება. ელექტრონული წერილები, როგორც წესი, ისე მოდის, როგორც სპამი ან მარკეტინგული მასალა. Manychat-ის ფუნქციაა ტექსტის გასაგზავნად პირდაპირ თქვენი სტუმრის Facebook-მესენჯერის აპლიკაციაში პლატფორმის გამოყენება. შედეგი კი ის არის, რომ ნიხრები 90 პროცენტით ღიადაა წარმოდგენილი, როდესაც რაიმე მოვლენა ხდება, მაგალითად, ფასდაკლება სასმელებზე / აუზის პირას შეხვედრები, თქვენი სტუმრების გონივრული გზით ინფორმირება, მაგალითად, ჯავშნის დადასტურება ან ნებისმიერი სხვა საკითხით მიმართვა.

მომხმარებელთა უკონტაქტო დახმარება

მოერიდეთ საინფორმაციო მაგიდასთან შეკითხვებით მისვლას, ან რეგისტრაციის მაგიდასთან მისვლას კომუტატორთან დასარეკად. ნურც თქვენს ოთახში დაბრუნდებით, სტუმრების მომსახურების სამსახურში, ან მიმღებში დასარეკად, და ა.შ. სტუმრები რეგისტრაციის შემდეგ სასტუმროდან გზავნილს მიიღებენ, რომ თანხმობა განაცხადონ რეგისტრირებაზე, და ნომრებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე − შეკითხვები იქნება ეს, ოთახებში მომსახურება, თუ სხვა საკითხები. Manychat-ს აქვს ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს სასტუმროებს, სტუმრებს დახმარება შესთავაზონ. „თუ პრობლემა გაქვთ, გთხოვთ, მოგვწეროთ ნომერზე XXX-XXXX". სტუმრებს შეუძლიათ უბრალოდ გააგზავნონ თავიანთი ნომერი და სწრაფად მიიღონ პასუხი, ზედმეტი ლოდინი არ დასჭირდებათ, და ბარში, აუზის პირას უფრო მეტ დროს გააატარებენ.

გამოიყენეთ QR-კოდები

თუ COVID-მა რაიმე ასწავლა თუნდაც ყველაზე ნაკლებად ტექნოლოგიურ ბიზნესს, ის არის, რომ შეგიძლიათ თქვენი კამერა პატარა შტრიხკოდისკენ მიმართოთ, დაასკანეროთ იგი, ავტომატურად გაიაროთ რეგისტრაცია და სწრაფად მიიღოთ პასუხები. QR-კოდები ნომერში ან საინფორმაციო წიგნშიც ადვილად დასკანერდება და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუმარს მესენჯერზე გაუგზავნის. QR-კოდების გამოყენება ასევე შესაძლებელია მენიუების, ოთახის მომსახურების, მასაჟის დასაჯავშნად ან სპა-პროცედურებისთვის.

მიიღეთ 1000 მიმოხილვა და გაზარდეთ თქვენი რეიტინგი

წლებია, რაც მარკეტოლოგი, მოგზაური ვარ. როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვეძებთ სად ვისადილოთ, ჩვენი მრჩეველები უშუალოდ სასტუმროები არიან. თუ სასტუმრო ან რესტორანი საუკეთესოთა ათეულშია, აუცილებლად ვეწვევით, გავჩერდებით, ან ვისადილებთ. თუ საუკეთესო ათეულში არ შედის, ან არცთუ ხშირად ხვდება ამ სიაში, მაშინ იშვიათად თუ შევალთ, და თუ შევალთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ეკონომიურს ვეძებთ, ან უბრალოდ შესვენება გვსურს. Chatfuel-ს ათასობით ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი ძალიან მომწონს. ეს შეტყობინებების მთელი სერიის მოწესრიგებაა სტუმრებისთვის, ხოლო შემდეგ ამ ინფორმაციის გამოყენება და უმოკლეს დროში ათასი ხუთვარსკვლავიანი მიმოხილვის მიღება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი