"მოიზომე და გახდი სუპერგმირი" - ZOMA "სუპერგმირის" მხარდასაჭერად

"მოიზომე და გახდი სუპერგმირი" - ZOMA "სუპერგმირის" მხარდასაჭერად
ფოტო: entrepreneur.ge

Entrepreneur's New Year’s Guide

Let the business resources in our guide inspire you and help you achieve your goals in 2021.
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იმისათვის, რომ ბავშვებს სურვილები აუხდეთ და საკუთარ ოცნებებს მეტად მიუახლოვდნენ, ქართული ტანსაცმლის ბრენდმა ZOMA-მ და საქველმოქმედო მიზნებით შექმნილმა პლატფორმა - supergmiri.ge-იმ საინტერესო კოლაბორაცია წამოიწყეს.

ახალი პლატფორმის შემქმნელებსა და მის მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ ყველა ბავშვი ლამაზ, ხალისიან და იმედით სავსე ბავშვობას იმსახურებს. ამიტომ, მათ მუდმივი მხარდაჭერა და სიახლეები სჭირდებათ. ხედვას იზიარებს კომპანია ZOMA-აც, რომელმაც გადაწყვიტა, სამოსის ახალი -  სუპერგმირებისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებითა და ელემენტებით გაჯერებული კოლექციით, პლატფორმა supergmiri.ge-ის ბენეფიციარებს მხარდაჭერა გამოუცხადოს. კოლექციის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნახევარი სწორედ ამ ბავშვების დახმარებასა და საჭიროებებს მოხმარდება.

ZOMA-ს ახალ კოლექციაში შეხვდებით „სუპერგმირის“  საგანგებო ჰუდებს, რომელიც შეგვახსენებს, რომ ყველა ადამიანის გულში, სადღაც ღრმად, დიდი, მრავლისშემძლე სუპერ ძალები იმალება, რომელსაც აღმოჩენა და სწორი მიმართულებით მიმართვა სჭირდება. ამისთვის კი მხოლოდ დიდი სურვილი და საკმარისი მოტივაციაა საჭირო. ახალი ძალების აღმოჩენითა და გაერთიანებით მართლაც დიდი საქმეების კეთებაა შესაძლებელი. სწორედ იმ საქმეების, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება რთულად ან შეუძლებლად მოგვეჩვენოს, თუმცა თუ საკუთარ თავსა და გულში მიძინებულ ძალებს გამოვაფხიზლებთ, ყველაფერი შესაძლებელი გახდება.

კომპანია ZOMA ადამიანებს ამ ნაბიჯით, სწორედ ამ მიძინებული ძალების შესახებ შეახსენებს, რომლისთვისაც ეფექტურ ფორმად „სუპერგმირის“ ჰუდების ტარება მიაჩნია და პლატფორმა supergmiri.ge -ის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებს.

სამომავლოდ კომპანია სუპერ სიმბოლოებით დატვირთულ კიდევ არაერთ სიახლეს გვპირდება. მანამდე კი არსებული კოლექციიდან სასურველი და სხვადასხვა სუპერძალებით „აღჭურვილი“ ჰუდების შეძენა საქველმოქმედო აქციაში კონტრიბუციის მსურველებს zoma.store-ზე შეუძლიათ.  შეკვეთილი სამოსის მორგებასა და საკუთარი სტილის გამოხალისებას ადრესატი სულ რამდენიმე საათში შეძლებს. საჭიროების შემთხვევაში კი შეძენილ ნივთსა და ზომასაც უპრობლემოდ გადაცვლის.

როგორც ამბობენ, ხანდახან „სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერა გვაშორებს“, ან  იქნებ სულაც ერთი ჰუდის მორგება და სუპერ ძალების აქტივაცია?!

Latest on Entrepreneur