გზავნილების უპრეცედენტო გათამაშება საქართველოს ბანკისგან

გზავნილების უპრეცედენტო გათამაშება საქართველოს ბანკისგან
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი მომხმარებლის სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ასეთი სიახლე გზავნილების  გათამაშებაა. დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს ბინა დიღმის კომპლექსში „ვივა დეველოპმენტისგან“.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მიიღოთ გზავნილი საქართველოს ბანკის ნებისმიერი არხით, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატი, ან ბანკის ნებისმიერი ფილიალი. მომგებიანია ყველა ის გზავნილი, რომელიც შეადგენს მინიმუმ 300 დოლარის/ევროს/ რუბლის ექვივალენტს ლარში და გამოგზავნილია ვესტერნ იუნიონის, რიკოგრამის, მანიგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესის, ზოლოტაია კორონას, უნისტრიმის ან რიას მეშვეობით.

ფულად პრიზს მოიგებს ის, ვინც 1 დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ოდენობის თანხას მიიღებს გზავნილის სახით. აქციის ფარგლებში, ყოველდღიურად 3 ასეთი გამარჯვებული გამოვლინდება და 3 ფულადი პრიზი გაიცემა. რაც შეეხება ბინას დიღმის კომპლექსში, მას მოიგებს ის, ვისაც თვის ბოლოს  ჯამურად ყველაზე მეტი გზავნილი ექნება მიღებული.

ინფორმაციისთვის, თებერვლის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება თებერვლის თვის მონაცემებზე დაყრდნობით; მარტის თვის გამარჯვებული − თებერვლისა და მარტის  თვის მონაცემებზე დაყრდნობით; აპრილის თვის გამარჯვებულს კი − თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების ჯამური მონაცემები გამოავლენს.

Latest on Entrepreneur