Noxtton გირჩევთ: პლატფორმები დამწყები დიზაინერებისთვის

რა უნდა ვიცოდეთ?!

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრეატიულ სფეროში მუშაობის დროს ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფოტოგრაფები, დიზაინერები და ქოფირაითერები. ციფრული პორტფოლიო კი ის ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ისინი საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენენ.

Noxtton

ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ის გუნდი დამწყები დიზაინერებისთვის რეკომენდაციას რამდენიმე პლატფორმას უწევს:

Dribbble

Dribbble-ის პლატფორმა ათასობით დიზაინერის ინდივიდუალურ, ჯგუფურ თუ კომპანიისთვის შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს აერთიანებს. აქ შეხვდებით სხვადასხვა გრაფიკულ ნამუშევრებს, აიქონების დიზაინს, ბრენდინგს, ანიმაციებსა თუ ილუსტრაციებს. კონტენტის მნიშვნელოვან ნაწილს დიზაინ “შოთები” შეადგენს, რაც პლატფორმას გრაფიკული დიზაინერებისთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის.

Noxtton-ის გუნდის აზრით, დიზაინის შექმნის პროცესში დიდი მნიშვნელობა ინსპირაციის აღმოჩენას ენიჭება, Dribbble-ის პლატფორმა კი ახალი იდეების პოვნის საუკეთესო გზას წარმოადგენს.

გამორჩეული და მომხმარებელზე მორგებული ვიზუალური გამოცდილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია, დიზაინის სფეროში მიმდინარე ტრენდებისთვის თვალის დევნება და მუდამ სიახლეების ცენტრში ყოფნა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, გახდეთ Dribbble-ის სოციუმის წევრი, რაც დაგეხმარებათ ფეხი აუწყოთ დიზაინ პროცესებს და არასდროს ჩამორჩეთ მოვლენებს.

Behance

გრაფიკულ დიზაინერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს Behance, რომელიც ციფრული პორტფოლიოსთვის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს.

თავდაპირველად Behance მხოლოდ პორტფოლიოს დემონსტრაციისთვის გამოიყენებოდა, დღეს კი საიტი ნამუშევრების დემონსტრირების პარალელურად, მრავალ ხელსაწყოსა და სამუშაო შემოთავაზებებს აერთიანებს.

ეს არის მარტივი ინტერფეისის მქონე პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, თვალი ადევნოთ თქვენ მიერ გაზიარებულ ვიზუალურ ნამუშევრებზე მომხმარებლის რეაქციას.

ჩვენ გირჩევთ, რომ აუცილებლად შექმნათ თქვენი ციფრული პორტფოლიო და გაუზიაროთ ის ფართო აუდიტორიას, რათა შეძლოთ უკუკავშირის მიღება და პოტენციური დამსაქმებლებისთვის თქვენი შესაძლებლობების დემონსტრირება.

Abduzeedo

Abduzeedo 2006 წელს შეიქმნა ბრაზილიელი დიზაინერის, ფაბიო სასოს მიერ. თავდაპირველად, პლატფორმა ბლოგის ტიპის იყო, თუმცა მალევე იქცა დიზაინერებისთვის ინსპირაციის წყაროდ, რომელიც მომხმარებელს ვიზუალურ მასალასთან ერთად ტუტორიალებსაც სთავაზობს.

პლატფორმა ინსტაგრამისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ დღეს ინსტაგრამი გაზიარებული კონტენტის ნაცვლად, უფრო მეტად ინდივიდზე არის კონცენტრირებული, ABDZ-ს ყურადღების ცენტრში სწორედ კონტენტი ექცევა.

Abduzeedo შესაძლებლობას მოგცემთ, თვალნათლივ დაინახოთ, როგორ იქმნება ციფრული ხელოვნების ნიმუშები.

 Pinterest

Pinterest არის ვიზუალური მედიუმი, რომელიც ხელს უწყობს ინსპირაციის მიღებასა და ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა დიზაინ ნამუშევრების: ტიპოგრაფიიდან პრინტამდე, ვებ დიზაინიდან შეფუთვის დიზაინამდე.

გრაფიკული დიზაინერების ნაწილი მას ციფრული პორტფოლიოს შესაქმნელად იყენებს, თუმცა პლატფორმის ყველაზე დიდ პოტენციალს Mood Board-ების შექმნის შესაძლებლობა წარმოადგენს. პლატფორმა ვიზუალური მასალის შეგროვებისა და ორგანიზების საშუალებას იძლევა, რაც დიზაინის შექმნის პროცესს უფრო მეტად ამარტივებს.

სწორედ ამიტომ, გირჩევთ გამოიყენოთ Pinterest-ი როგორც ინსპირაციისა და ვიზუალური მასალის ორგანიზებისთვის განკუთვნილი პლატფორმა, რაც დროის ეფექტურ მენეჯმენტში დაგეხმარებათ.