Walkinto - მომავლის პროდუქტი, როგორც თქვენი ვირტუალური ტრანსფორმატორი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვირტუალური ცხოვრების კულტურა და მისი მეშვეობით ახალი სივრცეების ათვისება ბოლო დროის, განსაკუთრებით კი, პანდემიით გამოწვეული რეალობის განუყრელი მახასიათებელია.

walkinto

თანამედროვე სამყაროში ასეთ ტურებს უკვე არა მხოლოდ ტურისტული ობიექტებისა და ადგილების დასათვალიერებლად, არამედ ნებისმიერი სივრცის გაცნობისა და ვიზიტორთა განწყობის შესაქმნელად აქტიურად იყენებენ. ამგვარი ტურების შედეგად ფორმირებული წინასწარი განწყობები კი ადამიანების გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს − იქნება ეს სასტუმროს, კლინიკის, სავაჭრო, სერვისცენტრებისა თუ სხვადასხვა დანიშნულების ადგილთა მონახულება. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიმართავენ. ისინი საკუთარი თავის წარმოსაჩენად ვირტუალურ ტურებს ქმნიან, რომლის მეშვეობით დეტალურად ათვალიერებინებენ და აცნობენ პოტენციურ ვიზიტორებს იმ სივრცეებს, სერვისებსა თუ პაკეტებს, რომელიც უშუალოდ სტუმრობის შემდეგ მათთან ელოდებათ. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა.

ვირტუალური ტურების ეფექტური და გამომსახველი ფორმით შექმნა მაღალპროფესიონალმა, სხვადასხვა კომპეტენციებით დაკომპლექტებულმა გუნდის წევრებმა უნდა უზრუნველყონ, რომელთაც შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და აპარატურული ბაზა აქვთ. სწორედ ასეთ კომპანიას წარმოადგენს საქართველოში დაფუძნებული Walkinto, რომელიც ბიზნესებსა და ორგანიზაციებს საკუთარი უპირატესობისა და გამორჩეული მახასიათებლების ციფრულად წარმოჩენაში, ნებისმიერი ბრაუზერის მეშვეობით ეხმარება. Walkinto მომავლის პროდუქტის საქართველოში დანერგვის იდეის საფუძველზე დაარსდა. სტუდიის გახსნისას, ქვეყანაში ვირტუალური ტური, როგორც მომავლის მარკეტინგული პროდუქტი, იმდენად სიახლე აღმოჩნდა, რომ მისი პოპულარიზაციისა და საჭიროების წარმოჩინების მისია Walkinto-მ აიღო საკუთარ თავზე. 2020 წლის მიწურულს კი სტუდიას ახალი პარტნიორი შემოუერთდა, განხორციელდა რებრენდინგი, ინვესტიცია აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში; განახლდა ოპერირების სტრატეგიები, მიდგომები და მას შემდეგ პროდუქტის დახვეწა-გაუმჯობესება უწყვეტად მიმდინარეობს.

შესაბამისად, Walkinto-ს დახმარებით, ნებისმიერი პროფილის ორგანიზაციას შეუძლია, ვირტუალური ტურის უპირატესობები საკუთარ საქმიანობას მოარგოს.

მაშინ, როდესაც ყველაფერი ონლაინრეჟიმზეა გადასული, სასტუმროებს შეუძლიათ პროდუქტი საერთაშორისო გამოფენებზე პარტნიორების მოსაზიდად გამოიყენონ. მით უმეტეს, თუ გამოფენები ონლაინრეჟიმში წარიმართება, ვირტუალური ტურის დახმარებით, აღქმადობის 100%-ით გაზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ტურის მეშვეობით, ისინი სტუმრებსა და პარტნიორ კომპანიებს საშუალებას მისცემენ, 360°-ით განთავსების ის ობიექტი აღიქვან, რომელსაც მომავალში მათივე ტურისტები უნდა ესტუმრონ. ამით ნათლად წარმოაჩენენ ოთახის კატეგორიებს შორის სხვაობას, საკონფერენციო სივრცეების წყობას, ზომებსა და სასტუმროს სხვადასხვა აუთლეტების უპირატესობებს. ამასთანავე, სავსებით შესაძლებელია ვირტუალურ ტურში ნებისმიერი წერტილიდან მოხდეს ონლაინრეზერვაციების მოდულზე გადმომისამართება და ტურიდან პირდაპირი (B2C & B2B) ჯავშნის/გადახდის განხორციელება.

სტუდიაში ინტერაქციული მხარე იმდენად განვითარებულია, რომ ავტოინდუსტრიით დაინტერებულებს ვირტუალური ტურის გამოყენებით შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ ავტოსალონს, შინიდან „ჩასხდნენ“ ნებისმიერ ავტომობილში, შემოუარონ 360°-ით, გახსნან საბარგული, კარები, დაქოქონ და მოისმინონ მისი ხმა, შეცვალონ რეჟიმები და დეტალურად მიიღონ ინფორმაცია ავტომობილის მახასიათებლების შესახებ.

ასევე, ვირტუალურად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეწვიოს რომელიღაც სკოლასა თუ უნივერსიტეტს, მოიაროს კლასები, აუდიტორიები, ლაბორატორიები, დაათვალიეროს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. Walkinto-ს პროდუქტს საკმაოდ კრეატიულად იყენებენ სასწავლო დაწესებულებები ვირტუალური ღია კარის დღეებისთვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გაცვლით პროგრამებზე უნივერსიტეტის შესაძლებლობების პრეზენტაციებისათვის.

ბოლო დროს შთამბეჭდავად გაიზარდა კომპანიის პორტფოლიო და იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც Walkinto-ს საკუთარ ციფრულ იმიჯს ანდობს. მათ შორისაა კლინიკების რიცხვი. როგორც ჩანს, ეს შემთხვევითი სულაც არაა. კომპანიამ ამ მხრივ საგულისხმო კვლევა ჩაატარა და საკმაოდ საინტერესო შედეგებსაც მიაგნო.

Walkinto-ს მიგნებებს, გაციფრულებულ მხარდამჭერ მექანიზმსა და მიზნებს Entrepreneur-ს გიორგი დოლიძე − კომპანიის პარტნიორი აცნობს:

„კვლევები ბევრი მიმართულებით ჩავატარეთ. ერთ-ერთ მაგალითად, შეგვიძლია კლინიკების მიმართულება განვიხილოთ. ჩვენი დაკვირვებითა და კვლევების თანახმად, პაციენტების 78%-ისთვის ვიზიტი ყოველთვის სასიამოვნო არ არის და ქვეცნობიერის დონეზე მუდამ ჩნდება ინტერესი, როგორი გარემო დახვდება საოპერაციოსა თუ საპროცედურო ოთახებში. შესაბამისად, იწყება წარმოსახვების გაჩენა და ადამიანის ტვინი ფანტაზიაზე დაყრდნობით ცდილობს, ქვეცნობიერს მიაწოდოს გარემოს სურათი ფსიქოლოგიური მომზადებისთვის. სწორედ ამიტომ, პაციენტისთვის უმნიშვნელოვანესია, წინასწარ იცნობდეს იმ გარემოს, სადაც მოუწევს გარკვეული პროცედურების ჩატარება. ეს მას მეტ სიმშვიდეს ჰგვრის. წინასწარ აღქმული რეალური გარემო კი ემოციური სტაბილურობის პირდაპირპროპორციულია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, პაციენტების 85%, რომლებსაც წინასწარ აქვთ ნანახი ქირურგიული მკურნალობის ან მასთან მიახლოებული პროცედურების სივრცეები, გაცილებით მეტი სიმშვიდით ხვდება გარემოს და 2-ჯერ უფრო სწრაფად ეგუება მას.

აგრეთვე, პაციენტების 67% ვიზიტისთვის ირჩევს ისეთ ობიექტს, რომლის გარემო მისთვის წინასწარ ნაცნობია. ასეთ დროს ქვეცნობიერის შეგუების კოეფიციენტი აცდენილია საშუალო ნორმას“.

მარკეტინგული კვლევების თანახმად, კომპანიებს, რომლებიც იყენებენ ვირტუალურ ტურებს, აქვთ 87%-ით მეტი ნახვა და ინტერესი სტანდარტულ, 2-განზომილებიან ფოტოებთან შედარებით. ამასთანავე, 45%-ით მეტია მათი სოცმედიაში აქტივობა და 100%-ით გაზრდილია აღქმადობა.

სწორედ ამ გაზრდილ შესაძლებლობებს სთავაზობს Walkinto საქართველოში სხვადასხვა კომპანიასა თუ ორგანიზაციებს, რომელთაც თანამედროვე ტენდენციებისთვის ფეხის აბმა და მომავლის გამოწვევებთან ეფექტური გამკლავება სურთ. დამკვეთთან ურთიერთობისას, გუნდის მთავარი მიზანია, მისმა თითოეულმა წევრმა დამკვეთის მარკეტინგული პერსპექტივიდან „გადმოიხედოს“ და შექმნას ტური, რომელიც ინდივიდუალურად იქნება მორგებული მის თითოეულ მოთხოვნასა და საჭიროებაზე.

კიდევ უფრო კარგად წარმოსაჩენად, კი თუ რატომაა ვირტუალური ტურები მომავლის პროდუქტი და მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტი, სტუდია მის 18 მახასიათებელსა და მიზეზს გვაცნობს:

 1. N1 საშუალება Covid-19 ის პერიოდში პროდუქტის დისტანციურ რეჟიმში წარმოდგენის მაქსიმიზაციისთვის

2. 87%-ით მეტი ნახვა 2-განზომილებიან − სტანდარტულ ფოტოებთან შედარებით

3. 45%-ით მეტი რეაქცია პოსტებზე სოცმედიაში

4. ROI (ტურის ინვესტიციის ამონაგები) − 4 კვირაზე ნაკლები

5. მომხმარებელი 10-ჯერ მეტ დროს ატარებს ისეთ ვებგვერდზე, სადაც ვირტუალური ტურია წარმოდგენილი

6. ინტერაქციული, ფუნქციური და რეალური

7. 100%-ით გაზრდილი 360°-იანი აღქმადობა

8. თავსებადია ციფრული მარკეტინგისა და სოცქსელებისთვის (Google, Google Maps, Facebook, Instagram...)

9. მოწინავე საშუალება საერთაშორისო გამოფენებსა და ღია კარის დღეებზე პარტნიორების შთაბეჭდილებისთვის

10. ადაპტირებულია ტელეფონის, პლანშეტისა და დესკტოპ ვერსიებისთვის

11. მოქნილი ნავიგაცია & amp; მენიუს ინდივიდუალური დიზაინი

12. მომხმარებელთან უფრო ახლოს − გაორმაგებული ინტერესით და გაზრდილი დადებითი ემოციებით

13. მრავალენოვანი

14. ვირტუალურ ტურში მოხვედრას არ სჭირდება სპეცმოწყობილობა ან ტექნიკა

15. ტურში შესაძლებელია ჩაშენდეს ბიზნესის ლოკაცია, საკონტაქტო ინფორმაცია, პროდუქტისა და მისი ონლაინშესყიდვის მოდული

16. ნებისმიერი ლოკაციის დეტალური დათვალიერების საშუალება შინიდან გაუსვლელად

17. შემცირებული სარეკლამო ხარჯები

18. კრეატიული მარკეტინგული იდეების ჩაშენების უსაზღვრო შესაძლებლობა

თვითონ გამოსცადეთ და შეაფასეთ:

1. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - https://bit.ly/38uF1jy



2. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - https://virtualtours.ge/vtours/3d_tesau/



3. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - https://virtualtours.ge/vtours/3d_bsma/



4. UG School - https://virtualtours.ge/vtours/3d_ug/



5. Dens - Dental Clinics Network - https://bit.ly/3orSmOa



6. Dento Club -  https://virtualtours.ge/vtours/3d_dentoclub/

7. Gagua Clinic - https://chat.gaguaclinic.ge/3D_Gagua



8. Ford Georgia - https://bit.ly/3iN7OTE - Showroom

                            https://bit.ly/3nCRC8n - Mustang

                            https://bit.ly/3aDzAAa - Ranger

                            https://bit.ly/3anFkxE - Mondeo

                            https://virtualtours.ge/vtours/3d_courier/ - Courier



9. Land Rover & Jaguar - https://virtualtours.ge/vtours/3d_land_rover - Showroom

                         https://bit.ly/2X6Nrqu - Defender

                         https://bit.ly/3h9S3pc - Jaguar XE

                         https://bit.ly/3mkioSw - Range Rover PHEV

                         https://virtualtours.ge/vtours/3d_range_rover - Range  Rover Sport

                         https://virtualtours.ge/vtours/3d_evoque/  - Range Rover Evoque

                         https://virtualtours.ge/vtours/3d_velar/ - Range Rover Velar

                         https://virtualtours.ge/vtours/range_rover_fifty/ - Range Rover Fifty (საიუბილეო მოდელი)



10. Suzuki Georgia - https://bit.ly/357j5sA - Vitara

                    https://bit.ly/3o3s7NG - Jimny