27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ბილ და მელინდა გეიტსები ერთმანეთს შორდებიან

27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ბილ და მელინდა გეიტსები ერთმანეთს შორდებიან
ფოტო: ABC News

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მილიარდერთა და ფილანთროპთა წყვილმა − ბილ და მელინდა გეიტსებმა, „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადეს, რომ 27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მათ განქორწინება გადაწყვიტეს. ეს ამბავი 3 მაისს, ბილ გეიტსის ოფიციალურ სოციალურ გვერდზე გახდა ცნობილი.

„ხანგრძლივი ფიქრისა და ურთიერთობის შესანარჩუნებლად მუშაობის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავშორდეთ ერთმანეთს“, − განაცხადა ბილ გეიტსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, − „უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში, ჩვენ სამი არაჩვეულებრივი შვილი აღვზარდეთ და დავაარსეთ ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების წარმართვაში ეხმარება“.

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, თუმცა ცხოვრების ამ ეტაპზე, უკვე აღარ გვჯერა, რომ როგორც წყვილი, წინსვლასა და განვითარებას შევძლებთ“, − ამატებს ბილ გეიტსი.

The Independent-ის თანახმად, გეიტსმა თავისი მომავალი მეუღლე 1987 წელს, Microsoft-ში გაიცნო. ისინი მელინდას დედის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1993 წელს დაინიშნნენ. მისი გარდაცვალება ბილ და მელინდა გეიტსების კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსების წინაპირობა გახდა, რომლის სამიზნე ფონდის მოცულობა $49,8 მილიარდს შეადგენს.

გეიტსები ოფიციალურად 1994 წლის „ახალი წლის“ დღეს დაქორწინდნენ, ჰავაის კუნძულებზე. Business Insider-თან 2019 წელს მიცემულ ინტერვიუში, მელინდა გეიტსმა განაცხადა, რომ მათი მყარი ურთიერთობის საწინდარი, „დაბალანსებული პარტნიორობა“ იყო, სადაც ოჯახის თითოეული წევრი საკუთარ „არაანაზღაურებად“ დროს, ოჯახზე ზრუნვას უთმობდა.

თავის მორიგ ინტერვიუში კი, Sunday Times-თან, მელინდა გეიტსმა აღნიშნა, რომ ბილ გეიტსის მეუღლეობა წარმოუდგენლად რთული საქმეა, ვინაიდან მას გამუდმებით უწევს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება.

ბილ და მელინდა გეიტსებს სამი შვილი ჰყავთ: ჯენიფერი, რორი და ფიბი.

Latest on Entrepreneur