Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Area.ge უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმაა, რომელიც ორ წელზე მეტია, საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. 

ალექსეი სეროვი

უძრავი ქონების ბიზნესი ტრადიციულად ადამიანების უშუალო ურთიერთობებსა და გარიგებებს ეფუძნებოდა, მაგრამ დროის სვლასთან ერთად, ციფრული განვითარების პარალელურად, ამ სფერომ ფეხი თანამედროვეობას აუწყო და ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. თუ უძრავი ქონების საერთაშორისო პლატფორმები, ყიდვა-გაყიდვის სრული ციკლის ციფრულად მართვას უზრუნველყოფს, ამ მხრივ გარდატეხა ქართულ რეალობაში Area.ge-მ მოახდინა. 

„Area.ge-მ შეძლო და დანერგა ახალი გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ვაწარმოოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად − ონლაინ რეჟიმში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ის აერთიანებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას. აქ მომხმარებელს საშუალება აქვს განათავსოს ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების განცხადება ყველა გარიგების ტიპის მიხედვით. მისი მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, ისე უძრავი ქონების ბაზრის სხვა მოთამაშეები − დეველოპერული კომპანიები, სააგენტოები და აგენტები. მომხმარებელს შეუძლია „არეაზე“ დაათვალიეროს როგორც მეორადი უძრავი ქონება, ასევე მიიღოს ინფორმაცია პირველადი ქონების ან სამომავლო პროექტების შესახებ. Area.ge-ის პარტნიორია თითქმის ყველა დეველოპერული კომპანია საქართველოში. პლატფორმაზე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, როგორც დეველოპერული კომპანიის, ისე კონკრეტული პროექტის შესახებ. თითოეული პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს გასაყიდი ბინები დეტალური აღწერითა და ფასებით. „არეაზე“, ასევე, შესაძლებელია დეველოპერების მიერ განსაკუთრებული შემოთავაზებების, მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღებაც“, − სალომე ტყეშელაშვილი, Area.ge-ის დირექტორი.

Area.ge საქართველოს ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ბანკთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლებს იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნის შესაძლებლობა მისცა ე.წ. Open Banking-ის საშუალებით. მომხმარებლის მხრიდან ინფორმაციის გაცვლაზე თანხმობის მიღების შემდეგ, შესაძლებელია უძრავი ქონების ძიების პარალელურად, მომხმარებელმა იხილოს, თუ როგორია კონკრეტულად მისი იპოთეკური სესხის შეთავაზება. აქვე შესაძლებელია დამატებითი შემოსავლებისა თუ სხვა ტიპის ფულადი რესურსის მითითება, რის შემდეგაც იპოთეკური სესხის გადათვლა ხდება. 

„როგორც „არეას“ შექმნის პროცესში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მომხმარებლების მთავარ დისკომფორტს წარმოადგენდა ის, რომ მათ ძალიან უჭირდათ ძებნის კრიტერიუმების შესაბამის განცხადებებს შორის მათთვის ყველაზე მისაღებ ქონებათა არჩევა, რადგან ხშირ შემთხვევაში, განცხადებებს არ ახლდა ხარისხიანი და აღქმადი ვიზუალური მასალა. სწორედ ამიტომ, „არეამ“ მომხმარებელს უძრავი ქონების ვიზუალიზაციის სერვისი შესთავაზა. შესაბამისად, მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად დაათვალიერონ უძრავი ქონება 3D-ფორმატში, ნახონ ოთახების განლაგება თუ ზომები, უძრავი ქონების გეგმა, ზუსტად აღიქვან სივრცის ადგილმდებარეობა და ნახონ ის ხედებიც კი, რომელიც მათი მომავალი ბინიდან, აგარაკიდან თუ ოფისიდან იშლება“, − სალომე ტყეშელაშვილი.

ამგვარად, უძრავი ქონების მაძიებლებს შესაძლებლობა ეძლევათ იპოვონ და შეარჩიონ ბინა სრულიად დისტანციურად. ეს განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობაა ქართველი ემიგრანტებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Area.ge უძრავი ქონების სრული ციკლის გაციფრულების მიზნით, მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის დამატებით სერვისებსაც სთავაზობს. პლატფორმიდან შესაძლებელია უძრავი ქონების შეფასების შეძენა. ქონებას აფასებს „არეას“ პარტნიორი საერთაშორისო კომპანია Cushman & Wakefield. იგი მომხმარებელს დისტანციურად უგზავნის დასკვნას, რომელიც ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტში წარდგენისთვის ვალიდურია.

შედეგად, მომხმარებელს შეუძლია ერთ ციფრულ სივრცეში მოძებნოს უძრავი ქონება, დისტანციურადვე მოითხოვოს იპოთეკური სესხი და უძრავი ქონების გარიგება სრულად ციფრულ სივრცეში წარმატებულად დაასრულოს.