ანტრეპრენერი ემილი ბობისი საავარიო შემთხვევების თავიდან ასაცლებლად მანქანაში დამალულ GPS-სისტემას იყენებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ემილი დამწყები ტექნიკური კომპანია COMPASS LOT-ის თანადამფუძნებელია. ეს კომპანია აანალიზებს 2014 წლის შემდეგ წარმოებული მანქანების sim-ბარათების მონაცემებს.

entrepreneur.ge

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ავარიები ნახევარზე მეტით შემცირდა Pennant Hills RD-ის გარშემო, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გვირაბი NorthConnex გაიხსნა NSW-ში.

ეს მონაცემები მიიღება GPS-ჩიპების მეშვეობით, რომლებიც დამალულია უმეტესად ისეთ ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებში, რომლებიც 2014 წლის შემდეგ არის წარმოებული. ეს ჩიპები აღრიცხავს და ასახავს, თუ მძღოლები გადაადგილდებიან ან მყარად დაამუხრუჭებენ.

ვაღიაროთ, ეს ტექნოლოგია საგზაო უსაფრთხოების მომავალია, რომელიც გარანტიას მოგვცემს ადამიანები დაცულად გადავადგილდეთ.

„ეს ტექნოლოგია დაკარგული ფაზლის ნაწილია. საგზაო ანალიტიკაში, ზუსტ და რეალურ დროში მოცემული მონაცემების გამოყენებით, ჩვენ ვახდენთ ტენდენციებისა და ნიმუშების პროაქტიულ იდენტიფიცირებას“, − განუცხადა The Daily Telegraph-ს ტრანსპორტის ოპერაციების ხელმძღვანელმა ადამ ლოიდმა.

ემილი ბობისის როლი ამ ყველაფერში ის გახლავთ, რომ  გაითვალისწინოს მილიარდზე მეტი ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურად გროვდება სიდნეის გზებზე არსებული მანქანებიდან. ის ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და უკვე კომპანია Compass loT-ის თანადამფუძნებელია.

„როდესაც მანქანა მოულოდნელად ამუხრუჭებს, ჩვენ ვიღებთ მონაცემებს ავტომობილების მწარმოებლისგან, რაც მოიცავს მანქანის ადგილმდებარეობას, სიჩქარეს, მანქანის მოძრაობას, ბრუნვას და ა.შ. საგზაო უსაფრთხოების მონაცემები ეყრდნობა პოლიციის ცნობებს იმ უბედურ შემთხვევებზე, როცა ადამიანი სერიოზულად დაშავდა ან დაიღუპა. ამის განვითარებას 2-3 წელი დასჭირდა. ეს მონაცემები აქტიურია და გვაწვდის ინფორმაციას ასევე ახლო მონაცვლეობის შესახებ. ზოგადად, ავსტრალიაში, საშუალოდ, ყოველწლიურად გვაქვს 1000-მდე გარდაცვლილი ადამიანისა და 35 000 დაშავებულის შესახებ სტატისტიკა. ისინი უამრავი ოჯახის, მეგობრისა და ახლობლის საყვარელი ადამიანები არიან, რომელთაც შეგვიძლია პოტენციურად თავიდან ავარიდოთ სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი. ამ მონაცემებს გვაწვდიან ავტომობილების მწარმოებლები, რომლებიც მუდმივად არ ადევნებენ თვალყურს მანქანებს, მაგრამ აღწერენ სიჩქარისა და მიმართულების მკაცრი ცვლილებების შემთხვევებს“, − ამბობს ემილი.