📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"სილიკონ ველიზე" ჩამოსვლა, ყველაფერს პატარად და უმნიშვნელოდ გაგრძნობინებს Payze-ს დამფუძნებელი, გეგა წურწუმია "სილიკონ ველის" შესახებ გვიამბობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მოგეხსენებათ, 500 Georgia-ს გამარჯვებული 4 ქართული სტარტაპი, უკვე 10 დღეა, რაც „სილიკონ ველის" სტუმრობს, ეცნობა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემას, ხვდება საინტერესო სპიკერებს და ფინალური Demo Day Showcase-სთვის ემზადება, სადაც სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან და თავიანთი კომპანიებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვას ეცდებიან.

Entrepreneur თვალყურს ადევნებს „სილიკონ ველიზე" ქართველთა ვიზიტს და ამჯერად, გვსურს სტარტაპ Payze-ს დამფუძნებლის, გეგა წურწუმიას შეფასება შემოგთავაზოთ, მიღებული გამოცდილებისა და 500 Startups-ის მნიშვნელობის შესახებ საქართველოსთვის.

„ყველაზე საინტერესო, რასაც ზოგადად, სან-ფრანცისკოში და აქაურ, ასე ვთქვათ, სტარტაპ-აურაში ვხედავთ, არის ის, რომ ე.წ. Status quo-ები არ არსებობს. რეალურად, როდესაც რაღაც, საქართველოს ჭრილში გრანდიოზულ გეგმაზე ფიქრობ, გინდა ეს გეგმა შეასრულო, გუნდი მუშაობს და ვითარდება, „სილიკონ ველიზე" ჩამოსვლა, ყველაფერს პატარად და უმნიშვნელოდ გაგრძნობინებს. ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - მართლა იმდენად დიდია ეს ყველაფერი, როგორიც გეგონა? იქნებ, ბევრად მეტი შეგიძლია? 500 სტარტაპის აქსელერაცია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე წინგადადგმული ნაბიჯია. რატომ არის ეს საინტერესო? - იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ, უკვე ახლა ვხედავთ ამის შედეგებს. დღეს, კაპიტალზე წვდომა ბევრად მარტივია, ვიდრე - 5 და 10 წლის წინ, განსაკუთრებით კი ისეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო, აღმოსავლეთ ევროპა და პოსტ-საბჭოთა სივრცეა. ჩვენ მიმართ გაზრდილ მოთხოვნას, უკვე დღეს ვამჩნევთ. ცხადია, ჩვენი ინდუსტრია, ფინანსური ტექნოლოგიები, ძალიან აქტუალურია, თუმცა 500 სტარტაპის დახმარებით ჩვენი „სილიკონ ველიში" ჩამოსვლით და ჩვენი კონტაქტებით, დღეს ისეთ ცნობად და სერიოზულ ინვესტორებს ვხვდებით, რომლებზეც ჩვენი რეგიონის სტარტაპები, სულ რაღაც 5 წლის წინ, ვერც კი იოცნებებდნენ", - ამბობს სტარტაპ Payze-ს დამფუძნებელი, გეგა წურწუმია.

პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) „სილიკონ ველის" სტუმრობს. მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups, საქართველოში „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და „საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, შემოვიდა.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს „სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-იდან.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება