წარმატებული გარიგებები

10 სეზონის განმავლობაში ინვესტორებმა 500-მდე გარიგება დადეს და ჯამში დაფინანსებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციამ უკვე $1 მილიარდს გადააჭარბა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Shark Tank გამოსვლის დღიდან, არაერთი წარმატებული პროდუქტის თუ სერვისის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. 10 სეზონის განმავლობაში ინვესტორებმა 500-მდე გარიგება დადეს და ჯამში დაფინანსებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციამ უკვე $1 მილიარდს გადააჭარბა. 

მიუხედავად ამისა, რამდენიმე კონკრეტულმა იდეამ მოლოდინზე მეტად გაამართლა. ერთ-ერთი ასეთი Bombas-ია, რომელიც კომფორტული წინდების გაყიდვითაა დაკავებული. იდეა ყველაზე მეტად Daymond John-ს, ერთ-ერთ ინვესტორს მოეწონა და კომპანიის 17%-იანი წილის სანაცვლოდ 200,000 დოლარიც გაიღო. დამფუძნებლები დეივ ჰითი და რენდი გოლბერგი განსაკუთრებით დაინტერესებულნი იყვნენ კომფორტული პროდუქტის შექმნით, რომელიც პარალელურად უსახლკაროთა თავშესაფრებში ყველაზე ხშირად მოთხოვნადი ნივთი იყო. ბიზნესისა და საქველმოქმედო იდეის შერწყმამ გაამართლა და ინვესტორებიც დააინტერესა. ბრენდი ყოველი გაყიდული წინდის სანაცვლოდ ერთ წყვილს სწორედ მსგავს თავშესაფრებში აგზავნიდა. შედეგად ორგანიზაციამ Shark Tank-ში გამოჩენის შემდეგ $225 მილიონის შემოსავალი მიიღო და 42 მილიონი წყვილი წინდა გაყიდა, რაც უპრეცედენტო შედეგია. 

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მე-2 ყველაზე სარფიან გარიგებად საწმენდი ღრუბლების მწარმოებელთან, Scrub Daddy's-თან დადებული შეთანხმება ითვლება. Lori Greiner, ერთ-ერთი ინვესტორი ამბობს, რომ ეს საუკეთესო ინვესტიციაა რაც კი ოდესმე განუხორციელებია. საწმენდმა ღრუბლებმა, რომელიც ტემპერატურის მიხედვით იცვლის თვისებას და ე.წ Smile-ის დიზაინი აქვს, კომპანიას 209 მილიონი დოლარი მოუტანა და ახლა 48 სახის პროდუქტს 17 სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის. რაც შეეხება გარიგებას, Greiner-მა 20%-იანი წილი 200,000 დოლარად შეიძინა რაც ამ გადმოსახედიდან ძალიან სარფიანი პირობაა.

მესამე ყველაზე მომგებიანი ე.წ Deal-იც ლორი გრეინერს ეკუთვნის - "საპირფარეშოს ფეხსაცმელი", რომელიც ძალიან კომფორტულია და სპეციალურად მისთვისაა შექმნილი. ჯუდი და ბობი ედვარდსები ამ იდეის ავტორები არიან, დედა და შვილი, რომელმაც ეპიზოდის ეთერში გასვლის შემდეგ 164 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. მარტივი, თუმცა ძალიან წარმატებული იდეა სასარგებლო აღმოჩნდა ინვესტორისთვისაც, რომელმაც კომპანიის 10%-იანი წილი 350,000 დოლარად შეიძინა, ახლა კი ის ბევრად უფრო მეტად ფასობს.

მე-4 პოზიცია $160 მილიონით სპეციალურმა სავარჯიშო დაფამ, Simply Fit Board-მა დაიკავა, მოგებულ ინვესტორად კი კვლავ ლორი 

გრეინერი გვევლინება. მან გლორია ჰოფმანისა და ლინდა კლარკის იდეა $625,000-ად შეაფასა და 20%-იანი წილიც შეიძინა, ეპიზოდის გამოსვლისთანავე კი კომპანიამ $1.25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ჯამში დედა-შვილის მონაგარი $160 მილიონს აღემატება.

კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტი The Comfy-ა, თბილი და კომფორტული მოსაცმელი, რომელიც 2017 წლის შემდეგ, მთელს მსოფლიოში წარმატებულად იყიდება. ინვესტორმა, Barbara Corcoran-მა კომპანიის 30%-იანი წილი მხოლოდ $50,000-ად იყიდა, კომპანიამ კი საბოლოო ჯამში $150 მილიონი გამოიმუშავა.