📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკმა DFC-ისგან 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 100 მლნ. დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. 11 წელზე მეტი ვადის მქონე ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიზნით. მათ შორის, ქალი მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის შესაძლებლობის გაფართოებისა და მათი მხარდაჭერის გაზრდისთვის.

„მოხარული ვარ, რომ DFC-სთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოში. 2018 წლის შემდეგ ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა DFC-სთან და მოზიდული რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მრავალი წელია, DFC საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„DFC-ისა და საქართველოს ბანკის შეთანხმების ფარგლებში მოზიდული რესურსით შესაძლებელი იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაძლიერება საქართველოში, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის და ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობისთვის. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ინვესტიციას, რომელიც DFC-ის „2X Women's Initiative"- ის ფარგლებში ქალების ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა DFC-ის საგარეო საქმეთა ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა და გლობალური გენდერული თანასწორობის ინიციატივების ხელმძღვანელმა, ალგენ საჯერმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება