📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სტუდენტური სტარტაპების პირველი საერთაშორისო დემო დღე BTU-ს ორგანიზებით ჩატარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

BTU Global ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოში, სტუდენტური სტარტაპების საერთაშორისო დემო დღე გაიმართება. მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი სტუდენტური სტარტაპები, ინდუსტრიების მიხედვით კლასიფიცირებულ სტუდენტურ ჯგუფებს საქართველოდან შეხვდებიან. ახალი ბაზრების ათვისება, საერთაშორისო პარტნიორების მოძიება, საერთაშორისო ფონდებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა - მცირედი ჩამონათვალია იმ მიზნების, რომელსაც აღნიშნული ღონისძიება მოემსახურება.

სტუდენტური სტარტაპების საერთაშორისო დემო დღის ოფიციალური პარტრნიორია ბრიტანული ჰენლის ბიზესის სკოლა, რომელიც უნივერსიტეტთა უმაღლეს ლიგაში შედის, არის ბრიტანული სამეცნიერო პარკის და BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ერთერთი თანადამფუძნებელი. საერთაშორისო დემო დღეს უერთდებიან სტუდენტური სტარტაპები და უნივერსიტეტები ევროპიდან, აშშ-დან, დუბაი და აბუ დაბიდან და ა.შ. სფეროები/ინდუსტრიები, სადაც სტარტაპები საკუთარ იდეებს წარადგენენ არის: ფინტექი, ედტექი, ფემტექი, გრინტექი, ლიგალტექი და ა.შ.

სტარტაპების რეგისტრაცია 2022 წლის თებერვალში დაიწყება.

დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე