📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სტარტაპ-ბიუროს მიერ შექმნილი საქართველოს ტექ-სტარტაპ ეკოსისტემის რუკა უკვე ხელმისაწვდომია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ტექ-სტარტაპ ეკოსისტემის რუკა უკვე ხელმისაწვდომია. რუკა სტარტაპ ბიურომ შექმნა. როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, რუკა ინფორმაციის ცენტრალიზებული წყაროს ნაკლებობის, სტარტაპებისთვის დაფინანსების შესაძლებლობებისა და სხვა რესურსების შესახებ ინფორმაციის გამარტივების მიზნით შეიქმნა. ამასთან, როგორც სტარტაპ ბიუროში აცხადებენ, რუკა ხელს შეუწყობს ეკოსისტემით დაინტერესებული მხარეებისა და სტეიქჰოლდერების გამოცდილებების გაერთიანებას საერთო სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების მოტივებით.

ამჟამად რუკა ასე გამოიყურება:

ხოლო მისი ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

აღსანიშნავია, რომ რუკა კატეგორიების მიხედვით არის ჩაშლილი, რაც დაინტერესებულ პირს ზუსტი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება:

ამ ეტაპზე რუკაზე ეკოსისტემის სტეიქჰოლდერების უმეტესობა უკვე დამატებულია. მომდევნო ეტაპზე დაემატება ინფორმაცია 200-მდე სტარტაპზე, ასევე დაგეგმილია ახალი კატეგორიების ჩასმაც, იქნება ეს კონფერენციები, გრანტები და ა.შ.

„საბოლოო ეტაპზე დაგეგმილია ვერტიკალური/ინდუსტრიების დამატება (fintech, edtech, traveltech და ა.შ.) საბოლოო ეტაპზე Stage (pre-seed, seed, .) კატეგორიები (b2b, b2c, b2g და ა.შ.) მოზიდული ინვესტიციები, გენდერული ბალანსი (ქალი დამფუძნებელი/თანადამფუძნებელი, ქალი აღმასრულებელი დირექტორი), შექმნილი სამუშაო ადგილები (დასაქმებულთა რაოდენობა), დაარსების წელი, ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივად სანავიგაციო, გემიფიკაცია და ა.შ. რუკა ასევე დაეხმარება დეცენტრალიზაციასა და ურბანულ გეგმარების პროცესს.

რუკის დასახვეწად და ახალი იდეების მისაღებად 63bits • Software Development და Startup Büro ღიაა უკუკავშირისთვის", - აცხადებენ სტარტაპ-ბიუროში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია