BTU-ს სტუდენტი Microsoft Learn Student Ambassador-ის პროგრამის ფარგლებში პროგრამირებას საერთაშორისო მასშტაბით შეასწავლის

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტი, მარიამ ძინძიბაძე, Microsoft Learn Student პროგრამის ამბასადორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარდგენითა და ჩართულობით გახდა. პროგრამის მიზანია სტუდენტების გაერთიანება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. მისი მეშვეობით, პროგრამის მონაწილეებს წვდომა ეხსნებათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში არსებულ თეორიულ რესურსებსა და პრაქტიკულ ელემენტებზე.

entrepreneur.ge

„გარდა სემინარებისა, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის სასაწავლო მასალაა გახსნილი და რაც მთავარია არ ხარ შეზღუდული არჩევის რადენობაში. პირადად მე გავიარე როგორც ზოგადად პროგრამირებასთან, ისე - ქლაუდ სისტემებთან, მონაცემთა ინჟინერიასთან და სხვა მნიშნელოვან საკითხებთან დაკავშირებული კურსები. შესაძლებელია, ნებისმიერ თემაზე იპოვო როგორც დამწყები, ისე - გამოცდილი ადამიანისთვის საინტერო და გამოსადეგი მასალები. გარდა იმისა, რომ უამრავ ინფორმაციას იღებ, შეგიძლია დაეკონტაქტო ბევრ სხვადასხვა ადამიანს და ჩამოაყალიბო ბიზნესკონტაქტები. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამა ინფორმაციის, იდეებისა და კონტაქტების გაცვლის საუკეთესო პლატფორმაა", - აცხადებს მარიამ ძინძიბაძე.

ცოდნის გადაცემის გამოცდილება მარიამს აქამდე არ ჰქონია, თუმცა Microsoft-ის ამბასადორის პროგრამამ მისცა შესაძლებლობა, შეესწავლა ახალი მიდგომები განათლების სექტორში. მარიამ ძინძიბაძე პარალელურად რამდენიმე აკადემიაში ასწავლის პროგრამირებას და ცდილობს, ახლადშესწავლილი საკითხები გაუზიაროს სტუდენტებს საერთაშორისო მასშტაბით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, BTU-ს სტუდენტი სასემინარო შეხვედრების ჩატარებასა და გამოცდილების გაზიარებას სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან გეგმავს: ვთვლი, რომ მიღებული ცოდნა ძალიან მეხმარება უშუალოდ იმ მიმართულებაში, რომელშიც მსურს განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, Microsoft-ის პროგრამის ფარგლებში, არ ჩამიტარებია ჩემი საკუთარი სემინარი საქართველოში, ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე მსგავსი ტიპის აუიტორიასთან კომუნიკაციის და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დავხვეწ სასწავლო პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევებს. ვაპირებ, დავგეგმო მსგავსი სასემინარო შეხვედრა აბიტურიენტებთან ან სტუდენტებთან, რათა გავუზიარო ჩემი გამოცდილება და მათაც ჰქონდეთ შანსი, გახდნენ ამ პროგრამის მონაწილეები", - განმარტავს მარიამ ძინძიბაძე.