4 საუკეთესო აპლიკაცია მშობლებისთვის

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კვლევების თანახმად 75% ბავშვებისა, რომელთა ასაკიც 8 წელს არ აღემატება - იყენებს სმარტფონებს და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამ ბავშვების უმრავლესობას კი მშობლები არ ან ვერ აკონტროლებენ, მათ ქცევას და თუ იმას რა მიზნით იყენებენ სმარტფონებს.

entrepreneur.ge

აშკარაა, რომ ინტერნეტ სამყაროში ყველა სახის კონტენტი ხელმისაწვდომია. შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ ხელში აღმოჩნდეს ისეთი რამ, რაც არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისთვის.

ეს ყველაფერი კი საჭიროს ხდის ბევრი მშობლისთვის გამოიყენონ საუკეთესო აპლიკაციები მათი შვილების ქცევის გასაკონტოლებლად. ეს აპლიკაციები, მშობლებს აძლევს წვდომას შვილების ციფრულ მოწყობილობებზე, რათა თვალყური ადევნონ ან შეზღუდონ კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომა.

ფემილი ორბიტი (აპლიკაცია მშობლებისთვის)

ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია არის Family Orbit , რომელიც თავსებადია როგორც IOS თან, აგრეთვე Android თან, რაც ზრდის მისი გამოყენების მასშტაბებს და მოხერხებულობას. აღნიშნული აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ აკონტოლოთ თქვენი შვილის ნებისმიერი მოქმედება ციფრულ მოწყობილობებზე. ანუ, თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის ნებისმიერ მოქმედება, ზარების ისტორიიდან ბრაუზერის ისტორიით დამთავრებული.

უფრო კონკრეტულად ჩავშალოთ აპლიკაციის მახასიათებლები:

  • წერილები & ზარები (ისტორიებთან ერთად)

  • ლოკაციის მონიტორინგი

  • ვებ-გვერდებზე აქტივობები

  • გალერიის კონტროლი (ფოტო/ვიდეო)

  • აქტივობების თაიმლაინი

  • რეალურ დროში ნოთიფიკაციები

  • გაფრთხილებები შეუსაბამო მოქმედებებზე

დაიცავით თქვენი შვილი კიბერ საფრთხეებისგან:
Family Orbit უზრუნველყოფს მშობლების გაფრთხილებას, როდესაც ბავშვები ხვდებიან შეუსაბამო კონტენტს, იქნება ეს შევიწროება, კიბერბულინგი თუ კონტენტი უფროსებისთვის, რომელიც არ არის შესაფერისი ასაკისთვის.

მოდით აპლიკაციით სარგებლობის ღირებულებასაც შევეხოთ. Family Orbit გათავაზობთ ყოველ თვიურ და წლიურ პკაეტებს:

  • 1 თვე/19.95$ (3 მოწყობილობაზე)

  • 1 წელი/89.95$ (3 მოწყობილობაზე)

შეგიძლიათ გამოიყენოთ 7 დღიანი უფასო ვერსია და დატესტოთ აპლიკაცია.

მოკლედ, თუ უსაფრთხო, სანდო და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაცია გსურთ - Family Orbit თქვენს განკარგულებაშია.

ფემილი თაიმი (აპლიკაცია მშობლებისთვის)

Family Time აპლიკაციაც მშობლებს აძლევს ყველა საჭირო წვდომას ბავშვების ციფრულ მოწყობილობებთან, რათა აკონტროლონ ბავშვების მობილური ტელეფონების აქტივობები და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდონ მათი მოქმედებები. აპლიკაციის საშუალებით მათ შეუძლიათ გაფილტრონ ვებ-კონტენტი, დაბლოკონ აპები, შეამოწმონ ზარების ჟურნალი, აკონტროლონ ტექსტური შეტყობინებები, მართონ ეკრანთან გატარებული დრო, იპოვონ ბავშვები და სხვა.

აპლიკაციის მახასიათებლები:

  • ონლაინ უსაფრთხოების კონტროლი

  • ვებში ქცევის კონტროლი

  • ლოკაციის დადგენა

  • წერილების კონტროლი

  • ნოთიფიკაციები

აპლიკაცია არის სანდო, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის, რომელსაც გააჩნია 4 სხვადასხვა საფასო კატეგორია:

  • დამწყები: თვე/ 2.25$ (1 მოწყობილობაზე) - წელი/27$

  • პოპულარული: თვე/ 1.25$ (ყოველ მოწყობილობაზე, მაქს 3) - წელი/45$

  • პრემიუმუ: თვე/ 1.15$ (ყოველ მოწყობილობაზე, მაქს 5) - წელი/69$

  • სტანდარტული: თვე/ 1.46$ (ყოველ მოწყობილობაზე, მაქს 2) - წელი/35$

მოკლედ, Family Time თქვენს განკარგულებაშია, თუ რა თქმა უნდა, არჩევანს მასზე შეაჩერებთ.

ნორსონ ფემილი (აპლიკაცია მშობლებისთვის)

Norton Family აძლევს მშობლებს ყველა საჭირო ინფორმაციას, რათა დაეხმაროს მათ ბავშვის უსაფრთხოებასა და კონცენტრირებაში ონლაინ რეჟიმში.

მშობლებს შეუძლიათ ნახონ შვილის საძიებო ტერმინები და ნანახი ვიდეოები, აკონტროლონ ასაკის შესაბამისი კონტენტი, დააყენონ ეკრანთან დროის ლიმიტები და სხვა.

  • მართეთ თქვენი ბავშვის დისტანციური სასწავლო გარემო

  • იპოვნეთ თქვენი ბავშვის მობილური მოწყობილობები

  • დაეხმარეთ ბავშვებს წონასწორობის პოვნაში

  • მიეცით ბავშვებს საშუალება უფრო უსაფრთხოდ შეისწავლონ

North Family თავაზობთ 30 დღიან საცდელ პაკეტს, რომელიც მოგცემთ საშალებას დატესტოთ აპლიკაცია. თუ პირდაპირ 1 წლიანი პაკეტის შეძენა გსურთ, ამისთვის 49$ ის გადახდა მოგიწევთ.

ქუსტოდიო (აპლიკაცია მშობლებისთვის)

Qustodio არის ყველაფერი ერთში მშობლებისთვის სასარგებლო აპლიკაცია, რომელიც თქვენი ციფული სიმშვიდის გარანტია. თქვენი ბავშვის ნებისმიერი მოქმედების გაკონტროლება არის შესაძლებელი აღნიშნული აპლიკაციით.

  • დაიცავით თქვენი შვილი ონლაინ უსაფრთხოდ (დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვის ციფრული აქტივობა დაბალანსებულია და რისკის გარეშეა)

  • აკონტროლეთ ისე, როგორც გსურთ (ვებსაიტების გაფილტვრა, დროის ლიმიტების დაყენება, აპების დაბლოკვა, ანგარიშების მიღება და სხვა)

  • შექმენით პოზიტიური ციფრული ჩვევები (დაეხმარეთ თქვენს შვილს განავითაროს ჯანსაღი ურთიერთობა ტექნოლოგიასთან)

რისი გაკეთება შეგიძლიათ Qustodio-ით?

  • გაფილტროთ შინაარსი და აპები

  • აქტივობის მონიტორინგი

  • დააყენოთ დროის ლიმიტები

  • აკონტროლოთ ზარები და წერილები

  • იპოვნოთ ლოკაცია

მოკლედ, აპლიკაციით სარგებლობას თუ გადაწყვეტთ, რირებულებები შემდეგნაირია:

  • სტარტერი: 1თვე/4.58$ - 1წელი/54.95$ (5 მოწყობილობაზე)

  • სტანდარტული: 1თვე/8.08$ - 1წელი/96.95$ (10 მოწყობილობაზე)

  • პრემიუმი: 1თვე/11.5$ - 1წელი/137.95$ (15 მოწყობილობაზე)

მსგავსი ტიპის აპლიკაციების აუცილებლობა

გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ტიპის აპლიკაციებს პრაქტიკულად უარყოფითი არაფერი აქვს, ისინი ძალიან მოთხოვნადია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნული აპლიკაციები საშუალებას გაძლევთ თქვენი შვილების ქცევა მაქსიმალურად მიზანმიმართუილი და სწორი გახადოთ. თანამედროვე სამყაროში წვდომა ონლაინ ნებისმიერ ინფორმაციაზე შეიძლება მოიპოვო, რასაც კონტროლი და გაფილტვრა სჭირდება.
ზემოთ აღწერილი ნებისმიერი აპლიკაცია არის პროფესიონალური დონის, რომელთა გამოყენებაც აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას თქვენი შვილების ციფრულ სამყაროზე.