საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში 43 ჰა-ზე თხილის ბაღები გაშენდა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით ქალაქ ლაგოდეხში, 43 ჰა. ფართობზე თხილის ბაღები გაშენდა. კოოპერატივი „კავკასიონისთვის" გამოყოფილმა ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა.

საქართველოს ბანკი

კოოპერატივისა და საქართველოს ბანკის 11 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

„თავდაპირველად, ჩვენი საქმიანობა მარცვლეული კულტურების მოყვანას მოიცავდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა. ფართობზე მოვიყვანეთ ხორბალი, სიმინდი, ქერი და შვრია. რამდენიმე წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა საქმიანობა და ბანკის ჩართულობით დამატებით 43 ჰა.-ზე ე.წ. „ანაკლიური" და „გავაზური"ჯიშის თხილი დავრგეთ", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი, დავითი ლომიძე. „კოოპერატივი ყოველწლიურად 600-700 ტონა მარცვლეულისა და 1300 კგ. თხილის რეალიზაციას ახორციელებს(თხილის მოსავალი მზარდია, რადან ნარგავები ჯერ არ არის სრულმოსავლიანი). სამომავლოდ, განახლებული ინფრასტუქტურით, საქმიანობის კიდევ მეტად გაფართოებას ვგეგმავთ", - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტის განვითარებაში. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ძლიერდებიან ბიზნესები და მუდმივად ფიქრობენ განვითარებაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კოოპერატივს სამომავლო გეგმების განხორციელებაში",- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.