''საქართველოში StepN-ის პოპულარობა განვითარებულმა ''კრიპტოქომუნითიმ'' განაპირობა'', - ბექა ზაქაიძე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვინაიდან StepN-ის პოპულარობა კვლავ იზრდება და საზოგადოებას უამრავი შეკითხვა უჩნდება ამ პლატფორმის, მისი სანდოობისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ, Entrepreneur-ს სურს გაგიზიაროთ კრიპტოსამყაროს კომპეტენტური წარმომადგენლების აზრი და უკეთ გავერკვეთ ამ თამაშის არსში.

ამჯერად, აქტუალურ შეკითხვებს Stepn-ის შესახებ სოციალურ ქსელებში საკმაოდ ცნობილი, მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე ჯგუფ „კრიპტობაზას“ თანადამფუძნებელი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკლამო კომპანია ADwise Group-ის საოპერაციო დირექტორი და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ბექა ზაქაიძე უპასუხებს:

ბექა, საზოგადოებაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს Stepn-ის აქტივაციის კოდები. თქვენი აზრით, რატომაა აქტივაციის პროცესი ასე გართულებული, რატომ სჭირდება პლატფორმაზე გაწევრიანებას მსგავსი ბარიერები?

ამ დრომდე, პროექტი Stepn-ი BETA-ფაზაშია. ძალიან ბევრი ფუნქციონალი საერთოდ არ არის აქტივირებული (მაგალითად: სოციალური Fi, მარათონი, Background Mode, გაქირავება და ა.შ.), შესაბამისად პროექტის წარმატებისთვის საჭიროა Stepn თანაბრად გაიზარდოს, როგორც რაოდენობრივად (DAU), ისე გეოგრაფიულად. სწრაფი ზრდის გამო რამდენიმე პრობლემას უკვე წააწყდა პროექტი სერვერული ინფრასტრუქტურის მხრივ. ასევე ბლოკჩეინი, რომელზეც Stepn-ი გაეშვა, განიცდის პრობლემებს დატვირთულობის მხრივ, რომელიც, ასე რომ ვთქვათ beta-სტადიაშია და მასზე უამრავი NFT-ი პროექტი ხორციელდება, რაც ძალიან დიდი სტრესია PoS-კონსენსუსისთვის. რამდენიმე დღის წინ, ვალიდატორების ტექნიკური გაუმართაობის გამო ბლოკების შექმნაც კი შეწყდა.

მოკლედ თუ ვიტყვი, რომ არა შეზღუდული ადაპტაცია, პროექტს სერიოზული ტექნიკური პრობლემა შეექმნებოდა. არაფერს ვამბობ მოთხოვნის ზრდის შედეგად ბოტასების გაზრდილ ფასზე, რაც შესვლის ბარიერს ერთიათად გაზრდიდა.

თუ შეიძლება, უშუალოდ თამაშის მექანიკაზე მოგვიყევით. აღგვიწერეთ პროცესი: რა მოეთხოვება მოთამაშეს, რამდენად რთულია ენერგიების გახარჯვა, როგორ ძალისხმევას მოითხოვს და რამდენად ინტუიციურია StepN თავად „გეიმფლეის“ თვალსაზრისით?

Stepn-ის Game-fi ერთი შეხედვით მარტივია, ესეც არის მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა სიმარტივე მთავრდება იქ, სადაც პროექტის სხვა თამაშის ელემენტები შემოდის, როგორიცაა ახალი ბოტასების Mint-ი, ტრანზაქციები, ტოკენომიკა და სხვა. Stepn-ში შესაძლებელია ადამიანმა მხოლოდ იაროს და გამოიმუშაოს #GST, ან საერთოდ უარი თქვას ფიტნეს/Lifestyle-ნაწილზე და ვაჭრობით, Breeding-ით, Flipping-ით დაკავდეს. Axie Infinity-ის მსგავსად, თამაშისა და გამომუშავების ძალიან ბევრი სტრატეგია არსებობს, სწორედ ამიტომ არის პოპულარული როგორც დამწყები მომხმარებლებისთვის, ასევე გამოცდილი NFT-ტრეიდერებისთვის.

როგორც ვიცით, სექტემბრიდან აპლიკაციას ბოტასების გაქირავების ფუნქცია დაემატება. როგორია თქვენი მოლოდინი? რას შეცვლის ეს ამბავი მომხმარებლებისთვის და რამდენად იმოქმედებს Stepn-ის „ქომუნითის“ ზრდაზე? ასევე, იქონიებს თუ არა ეს პროცესი გავლენას ქოინების ფასებზე?

გაქირავების ფუნქცია დაგეგმილია შემოდგომაზე, თუმცა ვისთვისაც მსგავსი ციფრული ეკონომიკა ცნობილია, ყველამ კარგად იცის, რომ გაქირავება გამომუშავებული GST-ის ფულადი სახით განაღდებას კატასტროფულად აჩქარებს. პროექტის შემქმნელებს ეს მაგალითები ახლო წარსულიდან საკმარისად აქვთ, მაგ. Axie Infinity-ის Scholar-ების მხრიდან #SLP-ის გაყიდვები, ICE Poker-ის მაგალითი თუ სხვა. სწორედ ამიტომ „ქომუნითის“ მხრიდან ბევრი შეკითხვა ისმის გაქირავების სისტემასთან დაკავშირებით. დღეისთვის რაც ვიცით არის ის, რომ გაქირავება არ იქნება ისეთი სტანდარტული, როგორიც წარმოგვიდგენია. გუნდის გეგმაა, რომ ის, რაც ჩაფიქრებული აქვთ, დაახლოებით ერთი თვის ვადით გატესტონ და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება როგორი ფორმით დანერგავენ ამ ფუნქციონალს.

თქვენი აზრით, რატომაა საქართველოში და სხვა განვითარებად ქვეყნებში ეს თამაში ასეთი პოპულარული? რა განაპირობებს ამ ტენდენციებს?

მსგავსი პროექტების პოპულარობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მთავარი როლი საქართველოში კარგად განვითარებულმა „კრიპტოქომუნითიმ“ განაპირობა. რამდენიმე წელია, რაც ძალიან დეტალურად განვიხილავთ, ვთამაშობთ და ვიკვლევთ P2E ეკონომიკებს Axie-ში და სხვა მსგავს პროექტებში, ამიტომ პროექტის საინტერესო ასპექტების დაჭერა არ გაუჭირდა ქართველ ახალგაზრდობას. ასევე Binance-ის მხრიდან ამ პროექტის „ლონჩფედზე“ გამოჩენამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა პროექტი, რადგან Binance ყველაზე ცნობილი და სანდო კრიპტობირჟაა საქართველოში. ამ ყველაფრის შემდეგ კი, Word of Mouth-მა თავისი გააკეთა...