📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''ან ოფისებში დაბრუნება, ან Tesla-დან წასვლა'', - ილონ მასკი კომპანიის თანამშრომლებს ულტიმატუმს უყენებს

By Emily Rella

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორი მომავალი ელის სამუშაოებს პოსტპანდემიურ სამყაროში. ბევრი კომპანია მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, სხვები − მთლიანად დისტანციური რეჟიმით მუშაობენ, ზოგიერთი უფრო დიდი კომპანია (როგორიცაა, მსხვილი ბანკები) კი, უკვე მოითხოვს თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას სრულ განაკვეთზე. ბიზნესსამყარო ყოველდღიურად იცვლება და ნათლად ჩანს, რომ მსხვილი კომპანიები დღეს ყველაზე მეტად მოქნილ სამუშაო რეჟიმს ანიჭებენ უპირატესობას.

საქმე ისაა, რომ აქ კომპანიების უმრავლესობაზეა საუბარი და არა ილონ მასკის Tesla-ზე, რაც თვით მისი აღმასრულებელი დირექტორის ახლად გამოჟონილი ელექტრონული წერილების მიხედვით გაირკვა.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაგზავნილი წერილის შინაარსი ამგვარია: "დისტანციური მუშაობა უკვე მიუღებელია". მასკმა მათ მისწერა წერილი, ვისაც დისტანციურად სურს მუშაობის გაგრძელება, რომ ოფისში მინიმუმ 40 საათი უნდა გაატარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ Tesla-ს დატოვება მოუწევთ. ამასთან ერთად, მასკმა აღნიშნა, რომ ეს იმაზე ნაკლებია, რასაც იგი Tesla-ს ქარხნის თანამშრომლებს სთხოვს.

მასკმა ასევე თქვა, რომ ინდივიდუალურად განიხილავს მათ საქმეებს, ვინც ოფისში მუშაობას ვერ შეძლებს, თუ ისინი "განსაკუთრებული თანამშრომლები არიან".

შემდეგ მასკმა განმარტა, რომ ოფისში სიარული Tesla-ს ერთ-ერთ მთავარ ოფისში სიარულს ნიშნავს, რაც პირდაპირ კავშირშია თითოეული C დონის მენეჯერის სამუშაო მოვალეობებთან და არა ფილიალებში სიარულს, რაც დირექტორებს არ ევალებათ.

ეს წერილი 31 მაისითაა დათარიღებული და იგი Tesla-ს აქციონერმა − სემ ნისიმმა გამოაქვეყნა. მოგვიანებით, ამ წერილის ფოტო Whole Mars Blog-მაც გამოაქვეყნა, და მასკს კომენტარის გაკეთება სთხოვა იმის თაობაზე, იყო თუ არა ეს წერილი ნამდვილი.

"დამატებით კომენტარს ხომ არ გააკეთებდით მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ სამსახურში სიარული მოძველებული კონცეფციაა?" − ჰკითხეს მათ მასკს, რაზეც ილონმა უპასუხა, − "მათ ისე უნდა წარმოადგინონ თავი, თითქოს სადღაც სხვაგან მუშაობენ".

მასკს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია, მაგრამ იგულისხმება, რომ ის დისტანციურად მომუშავე Tesla-ს ხელმძღვანელების შრომის ნაყოფიერებაზე მიუთითებდა.

Tesla-ს წელს მომგებიანი პირველი კვარტალი ჰქონდა − მოსალოდნელზე მეტი შედეგები მიიღო, მისი შემოსავალი 80.5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის მიზეზი პანდემიის შესუსტება და ავტომობილების წარმოებისა და გაყიდვების იმედისმომცემი ზრდის ტენდენცია იყო. თუმცა, კომპანიას უახლოეს თვეებში კვლავ საფრთხეს შეუქმნის შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში.

რა ხანია მომხმარებლები Сybertruck-ს ელოდნენ, მაგრამ ავტომობილების წარმოება შეფერხდა და ამ ეტაპზე მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. კომპანიას მოუწია ამ ფაქტთან შეგუება და მოსალოდნელი შედეგების მოგვარება.

"ჩვენ პირველი Cybertrucks-ის იმაზე მეტი შეკვეთა გვაქვს მიღებული, ვიდრე წარმოება შეგვიძლია წარმოების დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში", − განაცხადა მასკმა კონფერენციაზე FT Future of the Car 2022.

31 მაისს ნაშუადღევს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციები დაახლოებით 3%-ით დაეცა.

Emily Rella

Entrepreneur Staff

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული