📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

BTU-სა და GITA-ს რეგიონალური პრე-აქსელერაციის პროგრამა ქუთაისში დასრულდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და საქართელოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, ქუთაისში სტარტაპების პრეაქსელერაციის პროგრამა განხორციელდა. პროგრამის მიზანი ინოვაციური აზროვნების განვითარება, მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და იდეების განვითარება გახლდათ. ტრენინგებს უძღვებოდნენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები.

პროგრამის ფარგლებში 50-მდე ბენეფიციარი სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა: იდეების გენერირება, ბაზრის კვლევა, MVP, ბრენდი/ბრენდინგი, ბიზნეს მოდელის შემუშავება და სხვა. თეორიული და პრაქტიკული სესიების შემდგომ ჩატარდა ფინალური დემო დღე, სადაც გამარჯვებული და რჩეული გუნდები გამოვლინდნენ:

  • I ადგილი - გუნდის წევრები: ნიკოლოზ ორმოცაძე, ნიკოლოზ გოგოლაძე, ელენე ორმოცაძე
  • BTU-ს რჩეული მონაწილეები - სოფიო ბანძელაძე, გრიგოლ ბიწაძე და სალომე ჩუბინიძე
  • სტარტაპ Biliki-ის რჩეული მონაწილეები - გიორგი გუბელაძე, გიორგი ჩიტეიშვილი, თეონა გვასალია და ნუცა ცისკარიშვილი

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს BTU-სგან გადაეცათ ფულადი ჯილდო 1,000₾-ის ოდენობით და ასევე უფასო სერვისები, როგორიცაა: სამუშაო სივრცე, მარკეტინგული და ფინანსური კონსულტაციები, საინფორმაციო მხარდაჭერა და სხვა. რჩეულ გუნდებს კი BTU პარტნიორ კომპანიებთან ერთად იდეების დახვეწასა და განხორციელებაში დაეხმარება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი