📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"საბაუნის" საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს Goethe Institut-ის დირექტორი შეუერთდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, ბარბაბა მიუნჰაუზენი, ოფიციალურად შეუერთდა.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი, დამოუკიდებელი მმართველი ორგანო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ეფექტურ მართვასა და განვითარებას.

"ჩემთვის პატივია ვიყო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ჩემი გამოცდილების გაზიარებას, რაც ბოლო 19 წლის განმავლობაში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორად ყოფნის დროს მივიღე ბელორუსში, ბერლინში, ალმათიში და ახლა უკვე საქართველოში. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ძირითად პრინციპს ემყარება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს არსებობა: მხარდაჭერა, რჩევა, დახმარება...და სწორედ ამ ძირითადი ელემენტებით ვხელმძღვანელობთ ერთობლივი მუშაობის დროს. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუმრობისას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროფესიონალმა პერსონალმა და პრაქტიკაზე ორიენტირებულმა სასწავლო კურსებმა, პროგრამების მრავალფეროვნებამ, სტუდენტებისადმი მიდგომამ და კომფორტულმა გარემომ." - ბარბარა მიუნჰაუზენი.

როგორც ბარბარა მიუნჰაუზენმა აღნიშნა, გოეთეს ინსტიტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს, აგრძელებს კულტურული აქტივობებსა და ევროკავშირის პროექტების განხორციელებას.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის 14-კაციან საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ავსტრიის და ამერიკის ქვეყნების წარმომადგნლები აერთიანებენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

46 წესი უკეთესი ცხოვრებისთვის

არ იწუწუნო, საქმეს მიხედე!