Get All Access for $5/mo

საქართველოში Crowdfunding ასოციაცია დაფუძნდა რა სახის შესაძლებლობები იქმნება ქართული სტარტაპებისთვის?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის ე.წ. Crowdfunding-სისტემის დამკვიდრება მნიშვნელოვანი კომპონენტია იმდენად, რამდენადაც სტარტაპებისთვის ახალ და უნიკალურ ალტერნატიულ დაფინანსების წყაროს ქმნის. სწორედ ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ საქართველოში მარიამ მიროტაძემ ქრაუდფანდინგ-ასოციაცია (Crowdfunding Association of Georgia) დააფუძნა, რომლის მიზანს ქრაუდფანდინგ-ეკოსისტემის განვითარება, უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა და დარგის სპეციალისტებთან ერთად ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს.

ასოციაცია სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და სოციალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქრაუდფანდინგის ჯილდოზე, წილზე, სესხსა და დონაციაზე დაფუძნებული მეთოდების განვითარებას.

"სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი ქრაუდფანდინგ-პლატფორმები, რომლის მეშვეობითაც სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვა არის შესაძლებელი, თითქმის არ არსებობს. მიზეზი კი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნებია − რეგულაციები, მათ შორის საკანონმდებლო და ფისკალური გაურკვევლობები. რა თქმა უნდა, არსებული პრობლემის გამოსწორების მიზნით, ასოციაცია იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რა მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები ჩვენი მხრივ უკვე გადადგმულია.

ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად ინდუსტრიის განვითარება და მისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვა. დარგში მომუშავე დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციის გაერთიანება, ქრაუდფანდინგის მექანიზმის ერთად განვითარების მიზნით; რეგულირება და მართველობა ციფრულ ფინანსებში; ქრაუდფანდინგ-პლატფორმებს შორის თანამშრომლობა, კომუნიკაცია და მათი განვითარება; ფილანთროპიის ეკოსისტემის გაუმჯობესება და სხვა", Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მარიამ მიროტაძე.

ქრაუდფანდინგის მექანიზმით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, სტარტაპებს, იდეის ავტორებსა და ინვესტორებს კი ასოციაცია სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  • საკონსულტაციო/სატრენინგო მომსახურების გაწევა ქრაუდფანდინგ-კამპანიების დაგეგმვაში;
  • ქრაუდფანდინგ-სტრატეგიის შექმნა;
  • უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და მოზიდვა.

"ასოციაციის საქმიანობის მთავარ გამოწვევად დარჩება საზოგადოებაში ქრაუდფანდინგის შესახებ ცნობადობისა და განათლების დონის ამაღლება, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაინტერესდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, ასოციაცია იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივაზე, ვინაიდან კანონმდებლობის არსებობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ მექანიზმის სრულყოფილად დანერგვა და განვითარება.

ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ ასოციაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საგადასახადო შეღავათების მიმართულებით, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორი ქრაუდფადინგ-პლატფორმებისთვის დემოტივაციის მიზეზი ხდება. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომლის შესწავლის შემდგ შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში მათ დანერგვას", − განმარტავს მარიამ მიროტაძე.

რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, საერთაშორისო დონორებთან პარტნიორობით ასოციაცია 2023 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას განახორციელებს. მათ შორის, შეიქმნება ახალი, უნიკალური პლატფორმა, რომელიც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დაფინანსების ახალი წყაროების დასანერგად. დაინტერესებულ პირებს ორგანიზაცია ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ინფორმაციას მომდევნო წლის დასაწყისში გაუზიარებს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"