Get All Access for $5/mo

ხუთი წიგნი, რომელიც მრავალმილიონიანი კომპანიის შექმნაში დამეხმარა მთავარია, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ და პრობლემებსა და იმედგაცრუებაზე არ გაამახვილოთ ყურადღება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

უამრავი შეცდომა, დახარჯული ფული, დრო და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა − შესაძლოა, სწორედ ასე განვითარდეს ნებისმიერი ანტრეპრენერის ცხოვრება გეგმის გარეშე.

მსგავსი შეცდომები იმ რისკისა და მძაფრი შეგრძნებების განუყოფელი ნაწილია, რომელიც კომპანიის დაარსებას მუდამ ახლავს. მიუხედავად ამისა, სამოქმედო გეგმა რომც არ გქონდეთ, ბიზნესის სამყაროში თვალდახუჭულმა არ უნდა შეაბიჯოთ.

ათასობით კომპანიის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს დავეხმარე ბიზნესის ახალ დონეზე გადაყვანაში. ამ გზაზე მრავალმილიონიანი კომპანია შევქმენი და უნდა ვთქვა, რომ ამ სფეროში ყველაზე მეტი უნივერსიტეტებში კი არა, სხვების მაგალითზე ვისწავლე.

დიდი მწერლების წიგნების წყალობით მოვახერხე ჩემი ბიზნესის გაფართოება. სწორედ წიგნების კითხვა და არა ტესტების ჩაბარება დამეხმარა თავდაჯერებული გავმხდარიყავი და აუდიტორიისთვის ეფექტური გაყიდვების შესახებ ძლიერი გზავნილები მიმეწოდებინა, კეთილსინდისიერად მეხელმძღვანელა საქმისთვის და ა.შ. ყველაზე კარგი ამ ამბავში იცით, რა არის? − ამ ტიპის განათლება სულ $100-ზე ნაკლები დამიჯდა.

ანტრეპრენერებს, რომლებიც შემდეგ ეტაპზე გადასვლას ცდილობენ, იმ წიგნების წაკითხვას ვურჩევ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დამეხმარა.

1. "დარტყმა, დარტყმა, დარტყმა, მარჯვენათი დარტყმა" − გარი ვაინერჩუკი

როდესაც საქმე მცირებიუჯეტიან მარკეტინგულ ტაქტიკაზე მიდგება, ამას გარი ვაინერჩუკზე უკეთ ვერავინ ახერხებს. კარიერა იმით დაიწყო, რომ საკუთარ მშობლებს ღვინის ბიზნესში ეხმარებოდა და დღეს კი ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ ქსელებში დიდი ავტორიტეტია.

ყველაზე მეტად ვაინერჩუკის წიგნში ის მომწონს, რომ იგი ბრძოლაზეა, ამას სახელწოდებითაც მიხვდებით. ეს კლიენტებისა და შესაბამისად შემოსავლისთვის ბრძოლას ნიშნავს. ამ ბრძოლის იარაღი მარკეტინგის ტაქტიკაა სოციალურ ქსელებში, რასაც მე მიწოდების ხელოვნებას ვუწოდებ.

ანტრეპრენერებმა სხვადასხვა სტრატეგია უნდა განახორციელონ, უნდა იბრძოლონ, რომ აქტიური ურთიერთქმედება ჰქონდეთ საკუთარ მკითხველებთან, თაყვანისმცემლებთან და მიმდევრებთან. ვაინერჩუკი განმარტავს, რომ არ არსებობს ერთიანი სტრატეგია, რომელიც სოციალურ ქსელებში კლიენტების მოსაზიდად გამოდგება. ამის ნაცვლად, ანტრეპრენერი საინფორმაციო ტაქტიკის გამოყენებას და სხვადასხვა გზას გვთავაზობს.

გახსოვდეთ, რომ საზოგადოებამ თქვენი მიღწევების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს. თავად უნდა შეატყობინოთ. მისი ფილოსოფიის მიხედვით, საუკეთესო ინფორმაცია და რჩევები საზოგადოებასაც უნდა მიაწოდოთ და ყოველთვის არ გქონდეთ ყურადღება გამახვილებული მათგან რაიმეს მიღებაზე.

დასკვნა: წიგნის წაკითხვამ კარგად მასწავლა, როგორ გამეკეთებინა ციფრულ სივრცეში ის, რასაც წლების განმავლობაში უშუალო კონტაქტით ვაკეთებდი.

2. "პრინციპები" რეი დალიო

რეი დალიო ნამდვილი ლეგენდაა, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტარტაპების სფეროში დიდი ვარსკვლავი ნამდვილად არ არის. მან მსოფლიოს უდიდესი ფონდი − Bridgewater Associates დააარსა. ზუსტად იცის, როგორ მოძებნოს შესაძლებლობები და რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად.

თავის წიგნში დელიო ლიდერობის გაკვეთილებს გვიზიარებს, რომლებიც წლების განმავლობაში მიიღო. ყურადღებას ამახვილებს ისეთ ცნებებზე, როგორიცაა "რადიკალური სიმართლე" და "რადიკალური გამჭვირვალობა".

ანტრეპრენერები დელიოს ნააზრევიდან იმის შესწავლას შეძლებენ, თუ რას ნიშნავს საქმის კეთილსინდისიერი გაძღოლა, ხოლო მე ყველაზე სასარგებლო, რაც გავიგე, საკუთარ ეგოზე უარის თქმა იყო.

მოკლედ რომ ვთქვა, მის კომპანიში ნებისმიერს ჰქონდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. ამ წიგნში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია იმაზეა, როგორ მისცა დალიომ თითოეულ თანამშრომელს და კერძოდ საკუთარ მდივანს იმის უფლება, რომ დაერეკა და ეთქვა მისთვის სიმართლე ყოველ ჯერზე, როდესაც არასწორად მოიქცეოდა ან რაიმეს არასწორად იტყოდა. მისთვის ნებისმიერი აზრი მნიშვნელოვანი იყო.

დასკვნა: ამ ისტორიამ ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება შემიცვალა. მთავარი ეგო არ არის − საუკეთესო იდეამ უნდა გაიმარჯვოს, რომელიც კომპანიის საერთო მიზნებზეა დაფუძნებული.

3. "როგორ ყიდიან შოუმენები პროდუქტს" − ელმერ ლეტერმანი

ადამიანების უმრავლესობას სძულს გაყიდვა, მაგრამ სწორედ გაყიდვები აძლევს თქვენს კომპანიას არსებობის საშუალებას − შემოსავლის გარეშე ჩაიძირებოდით.

მართალია, ლეტერმანის წიგნი დიდი ხნის წინ, 1965 წელს გამოიცა, მაგრამ მისი პრინციპები დღესაც აქტუალურია. ლეტერმანი სკოლიდან გამოვიდა, რომ სადაზღვევო ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი. გზა გაიკვალა და გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. წიგნში დაწვრილებით აღწერს იმ ტექნიკას, რომელსაც მუშაობისას იყენებდა. მათ შორის თავის უნარზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორ ახერხებდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შოუს სხვადასხვა ელემენტით.

დასკვნა: მისმა პრინციპებმა მასწავლა, სხვაგვარად შემეხედა გაყიდვებისთვის. მათ შორის, როგორ გამომეყენებინა მასობრივ გაყიდვებში ინფლუენსერმარკეტინგის გავლენა ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ცნობილი გავხდებოდი.

4. "მოლაპარაკებები დამარცხების გარეშე" − როჯერ ფიშერი

წარმატების მიღწევა ნებისმიერ ვითარებაში შესაძლოა მეტისმეტად რთული ამოცანა იყოს ლიდერებისა და ანტრეპრენერებისთვის. ხშირად კომპანიის დამფუძნებლები მხოლოდ საკუთარ მიზნებზე ფიქრობენ და სხვა ადამიანების მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ. ასეთი აზროვნება თქვენს კომპანიას წარმატებას არ მოუტანს.

ფიშერი თავის წიგნში მოლაპარაკებების ძალაზე ამახვილებს ყურადღებას და იმაზეც, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ის თქვენი ინტერესებისთვის. თქვენი წარმატება ცალმხრივი არ უნდა იყოს, მოლაპარაკებების შედეგით ორივე მხარე უნდა დარჩეს კმაყოფილი.

ფიშერი ჰარვარდის პროექტის მონაწილეა და განმარტავს, როგორ უნდა მოახერხოთ მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარება. მათ შორის რამდენად მნიშვნელოვანია, პირადზე კი არა, საერთო მიზნებზე კონცენტრირება და შეთანხმების მიღწევა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მოლაპარაკებები ყველა მხარისთვის წარმატებულად ჩაითვალოს.

როდესაც ჩემი ბიზნესის ზრდაზე ვმუშაობდი, მოლაპარაკებების გამართვა ხშირად მიხდებოდა. ფიშერის წიგნმა მასწავლა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი, თუ რას ნიშნავს მოლაპარაკებისას გამარჯვებული და დამარცხებული მხარეების არსებობა.

დასკვნა: ვარკვევდი, რა იყო მეორე მხარისთვის მნიშვნელოვანი და იმის მიღებაში ვეხმარებოდი, რაც სურდათ. ამავე დროს, ჩემთვის სასურველსაც ვიღებდი.

5. "მეცნიერება გამდიდრების შესახებ" − უოლეს დიოტლსი

ბიზნესის შესახებ დაწერილ წიგნებში ძირითადი ყურადღება ტაქტიკურ რჩევებზეა გამახვილებულია − რა უნდა გააკეთოთ ყოველდღიურად თქვენი მიზნების მისაღწევად. ამ დროს კი უზომოდ მნიშვნელოვანი განწყობაა, თუ როგორ შეხედავთ მოვლენებს და როგორ შეაფასებთ მათ.

წიგნი 1910 წელს არის დაწერილი და ამტკიცებს, რომ მართალია სამყარო შეიცვალა, მაგრამ ჩვენი აზროვნება იგივე დარჩა: ყველას გვაქვს გარკვეული სურვილები და მათ მიღწევას ვცდილობთ. უოტლსი მოგვიწოდებს, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს რწმენა, რომ წარმატებას მივაღწევთ და გავმდიდრდებით. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ იმაზე მსჯელობა, როგორ უნდა გავმდიდრდეთ.

ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი მე-14 თავში ვიპოვე – "ფასეულობის გაზრდის შეგრძნების შექმნა", და მივხვდი, ვიდრე რაიმეს ითხოვდეთ, რას ნიშნავს ფასეულობის გაზრდის პრინციპი. იმასაც მივხვდი, რომ წარმატების მიღწევის თანდაყოლილი სურვილი გვაქვს. გარდა ამისა, ისიც გავიგე, როგორ უნდა მიმემართა ჩემი აზროვნება და ქცევა ამ მიმართულებით. მთავარია, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ; და პრობლემებსა და იმედგაცრუებას არ მიაქციოთ ყურადღება, რომელიც ამ გზაზე შეგხვდებათ.

უოტლსი იმაზეც ამახვილებს ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია მადლიერების გრძნობა. როდესაც მადლიერი ხართ, იცით, რომ ყველაფერს მიზნისკენ მიჰყავხართ და წარმატებასთან გაახლოვებთ.

დასკვნა: ყველაფრისთვის მადლიერი ვარყველა სირთულის, უარყოფითი შედეგისდა წარუმატებლობისთვის. ეს ყველაფერი ჩემთვის აუცილებელი იყო, რომ ისეთი გავმხდარიყავი, როგორიც დღეს ვარ. როდესაც გავიწყდებათ, რომ მადლობელი უნდა იყოთ, მსხვერპლი ხდებით, ხოლო მსხვერპლზე უსუსური არავინაა

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ლიდერობა

როგორ უნდა ენდოთ ინტუიციას, რომ სწორი ბიზნესგადაწყვეტილება მიიღოთ

ანტრეპრენერები გადაწყვეტილებების უმრავლესობას, როგორც წესი, მონაცემებზე დამყარებით იღებენ, მაგრამ ასეთ დროს, ასევე მნიშვნელოვანი, თქვენი ინსტინქტებია

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი