Get All Access for $5/mo

მეტის წაკითხვა გსურთ, მაგრამ არ შეგიძლიათ? 5 წუთით დაიწყეთ აქვს კი რაიმე მნიშვნელობა რა საშუალებას ამჯობინებთ წასაკითხად? პრინციპში, არა.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Scoro

ეს ფაქტი სტატისტიკურადაა დადასტურებული: მთელ მსოფლიოში წიგნებს უფრო მეტად წარმატებული მამაკაცები კითხულობენ და თან ძალიან ბევრს კითხულობენ.

ბილ გეიტსი წელიწადში 50 წიგნს კითხულობს. მარკ ზაკერბერგი - ერთ წიგნს მაინც ყოველ ორ კვირაში (25-ს წელიწადში). უორენ ბაფეტი თვრამეტი წლიდან მოყოლებული დღეში 500-დან 1000 გვერდს კითხულობს. ილონ მასკი არ ითვლის, მაგრამ ის კითხვის დიდი მოყვარულია, ასე უპასუხა შეკითხვაზე, თუ როგორ ისწავლა რაკეტების მშენებლობა: "წიგნებს ვკითხულობ". ოპრა უინფრიმ წიგნის კლუბი დაარსა, იქ მილიონობით ადამიანია გაწევრიანებული და თვეში როგორც წესი, ერთ წიგნს იხილავენ.

მილიარდერმა სტივ ზიბოლდმა, 1200-ზე მეტი მილიონერისა და წარმატებული ადამიანისგან აიღო ინტერვიუ, და ამბობს, რომ ნებისმიერ მათგანს ერთი ჰობი აქვს. ეს არც გოლფია, არც მანქანები, არც სასახლეები, ალბათ თქვენ მიხვდით: ყველა კითხულობს და თან ძალიან ბევრს.

ბილ გეიტსი ყოველთვის ქაღალდზე კითხულობს. რიჩარდ ბრენსონი ქინდლის მოყვარულია. სტივენ კინგს აუდიოწიგნები მოსწონს. აქვს კი რაიმე მნიშვნელობა წასაკითხად რა საშუალებას ამჯობინებ? პრინციპში, არა.

ნელსონ მანდელას სასამართლოს გზით მოუწია წიგნების კითხვის უფლების მოპოვება ციხეში ყოფნისას 24 წლის განმავლობაში. ის არც უკეთეს საკვებს ითხოვდა, არც ტელევიზორს და არც ბალიშებს, მხოლოდ წიგნებს ითხოვდა. კარლოს სლიმი ბიოგრაფიებისა და ფინანსების შესახებ დაწერილი წიგნების მგზნებარე მკითხველია. ბილ გეითსს ძალიან მოსწონს წიგნები მომავლის შესახებ. ბარაკ ობამა კლასიკას და ისტორიას კითხულობს. ზაკერბერგი სამეცნიერო ფანტასტიკის მკითხველია. ბრენსონს დიდი ადამიანების მოგონებები უყვარს და ლიტერატურა საკუთარი თავის დახმარების შესახებ. ყველას თავისი რჩეული ჰყავს: აუცილებელი არ არის, ის წაიკითხოთ, რაც სხვებს მოსწონთ. ის უნდა წაიკითხოთ, რითიც ხართ გატაცებული და უნდა გაიზარდოთ.

ფაქტია, რომ წიგნებს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მამაკაცები კითხულობენ. ეს მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი ჩვევაა, ისინი მხოლოდ გასართობად კი არა, უპირველეს ყოვლისა იმისთვის კითხულობენ, რომ ისწავლონ და ზრდა განაგრძონ. მათ მოდური რომანები და ყვითელი ჟურნალები არ აინტერესებთ, იმას ეძებენ, რითიც გატაცებულები არიან და სწავლას განაგრძობენ.

"განათლებიდან" "თვითგანათლებამდე"

ეს სიტყვები ბევრჯერ, ბევრჯერ მსმენია - "განათლება ნებისმიერ ქვეყანას შეცვლის" და ეს მართალია. მაგრამ ჩვენ ყოველთვის იმაზეც ვფიქრობთ, რა კავშირი აქვს ამ "განათლებას" მთავრობებთან, პროფკავშირებთან და საგანმანათლებლო პროექტებთან. სინამდვილეში, ნებისმიერი ჩვენგანისთვის ეს უფრო მარტივ რამეს უკავშირდება: იმას, რაც ჩვენი საწოლის გვერდით, კომოდზე გვაქვს შემოდებული.

ბილ გეიტსი ძალიან მარტივად ამბობს: შესაძლებლობა რომ გქონოდათ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბრძენ, წარმატებულ ან გამორჩეულ ადამიანებთან გესაუბრათ ათი წუთი, ისარგებლებდით ამით? რას ჰკითხავდით მათ? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ, რადგან მათ დაწერეს, რასაც ფიქრობდნენ. ნუთუ მე მხოლოდ სხვებს მივცემ შესაძლებლობას, რომ ამ სიმდიდრით ისარგებლონ?

ყოველი წლის ბოლოს, ვიდრე ახალი წელი შემოაბიჯებს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღებს სხვადასხვა გადაწყვეტილებას: უფრო მეტი სირბილი, ნაკლები ჭამა, მეტის დაზოგვა… ეს კარგი მიზანებია. თუმცა, ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც მეტი წიგნისს წაკითხვა აქვთ გადაწყვეტილი.

აი, ამიტომ გირჩევთ დღესვე დაიწყოთ. ახალ წელს რატომ უნდა დაელოდოთ? შესაძლოა, ეს ჩვევა უკვე აღარ გაქვთ, ან არასდროს გქონიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, იცით, რომ კითხვის ჩვევამ შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება ისე შეცვალოს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდით, თქვენი თვალსაწიერი უსაზღვოდ გაზარდოს და დიდი პროფესიული, ინტელექტუალური და პირადი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ. იქნებ არ იცით, რით უნდა დაიწყოთ, ან იქნებ ბევრი წიგნი გაქვთ, რომელთა წაკითხვაც გსურდათ, მაგრამ დრო არ გქონდათ.

მე მიყვარს კითხვა, მაგრამ ოთხი ბავშვი მყავს, და თან ოფისშიც და სახლშიც ბევრი სამუშაო მაქვს, ისე უცებ გადიოდა დღეები და კვირები, კითხვას ვერ ვახერხებდი. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ისევ დამეწყო კითხვა.

მე შემდეგს გთავაზობთ. კითხვის ჩვევა სხვა ჩვევებს ჰგავს: უნდა მოინდომოთ და სხეული და გონება "ავტომატურად" შეაჩვიოთ ამის კეთებას. დაწყებაა რთული და შემდეგ… თავის დანებება იქნება რთული.

ქვემოთ ათი ნაბიჯია, რომლითაც დღეში მხოლოდ ხუთი წუთის გამოყოფით კითხვის ჩვევის შეძენას შეძლებთ.

1. თქვენთვის შესაფერისი წიგნი შეარჩიეთ. ეს შეიძლება რომანი ან რაიმე საინტერესო თემაზე დაწერილი წიგნი იყოს. და აუცილებლად ისეთი, რომელშიც ისტორია თანმიმდევრულად ვითარდება (და არა კომიქსი, ჟურნალი ან ენციკლოპედია). ასეთებია, ჰობიტი და პატარა კაპიტალისტი ღორი. სასურველია ძალიან გრძელი არ იყოს. თუ არ იცით რით დაიწყოთ, შემდეგ წიგნებს გირჩევთ: პატარა უფლისწული, მომო, უფლისწული და მათხოვარი, ან ფრანგი დელეგატი.

2. დღეში ხუთი წუთი იკითხეთ, არც მეტი და არც ნაკლები. თქვენ ხომ მარათონში არ აპირებთ მონაწილეობის მიღებას იქამდე, ვიდრე ას მეტრს მაინც არ გაირბენთ. შემდეგ უკვე იქამდეც მიხვალთ.

3. შეეცადეთ ერთსა და იმავე დროს იკითხოთ. მე საწოლში მიყვარს კითხვა, დაძინების წინ, მაგრამ თქვენ თქვენთვის სასურველი დრო შეარჩევთ: ჭამის შემდეგ, ოფისში მისვლისას ან ნებისმიერი დრო, როცა გსურთ. შეეცადეთ ერთსა და იმავე დროს იკითხოთ, მაგრამ თუ ერთ მშვენიერ დღეს ვერ შეძლებთ გრაფიკის დაცვას, ხუთი წუთის განმავლობაში წაიკითხეთ, ოღონდ სხვა დროს.

4. ყველაფერი გათიშეთ იმ ხუთი წუთის განმავლობაში. არ დაუშვათ შეცდომა, სმარტფონს ნუ მიუბრუნდებით. სჯობს გაჩუმდეთ, ცოტა ხნით ყველაფერს გამოეთიშოთ და მთლიანად ჩაეფლოთ წიგნში.

5. არასდროს, არანაირი მიზეზით არ შეწყვიტოთ ყოველდღიურად ხუთი წუთის განმავლობაში კითხვა. თუნდაც, ღამის პირველ საათზე წვებოდეთ დასაძინებლად, ან მოგზაურობისას, ან თუ უზომოდ დაკავებული ხართ, და მაშინაც კი, თუ ავად ხართ. დარწმუნებული ვარ, ხუთ წუთს აუცილებლად გამონახავთ. ხუთი წუთი არც დაიძინოთ და არც თქვენი სამუშაო აკეთოთ.

6. გაუზიარეთ სხვა ადამიანს. უთხარით თქვენს ცოლს, თქვენს დედას ან თქვენს საუკეთესო მეგობარს რას აკეთებთ, ან კიდევ უკეთესი, ორივემ ერთად წაიკითხეთ. დაეხმარეთ ერთმანეთს, რომ ყოველდღიურად ხუთი წუთის განმავლობაში კითხვა არ გამოტოვოთ.

7. თუ არ მოგწონთ თქვენი წიგნი, შეცვალეთ იგი. ეს სასჯელი არ არის, თავგადასავალია. მე ჩვეულებრივ ასე ვაკეთებ, თუ 50-ე გვერდზეც კი არ არ დამაინტერესა წიგნმა, თავს ვანებებ მის კითხვას. წინ კიდევ იმდენი წიგნი მელოდება, თვლა არა აქვს!

8. ოცდაათი დღის განმავლობაში განამტკიცეთ ჩვევა. თუ გსურთ, ერთი პატარა ფოთოლი დადეთ სადმე და დაიმახსოვრეთ დღეები, როდესაც მას თან წაიღებთ. ყოველდღიურად იფიქრეთ, თუ რა არის ხუთი წუთი? და გააგრძელეთ, რაც დაიწყეთ.

9. ოცდამეათე დღეს საკუთარ თავს პრიზი გადაეცით, თუ ბოლომდე მიაღწევთ. თქვენს მეუღლეს ან მეგობარს შეუთანხმდით და თუ ჯილდოს დაიმსახურებთ, კინოში წადით ან ის პერანგი იყიდეთ, რომელიც მოგწონთ.

10. გააგრძელეთ სვლა. კიდევ რის აღმოჩენა გსურთ ამქვეყნად? პლანეტების, ისტორიის, მწერების, პოლიტიკის? თქვენი საყვარელი თემები და ავტორები მოძებნეთ, ეს ყველაფერი კულტურასთან გაზიარებთ.

როგორ მუშაობს ეს სისტემა?

ეს პრინციპი ძალიან ჰგავს ფინანსების დაზოგვას. პატარა მონეტების დაზოგვით, ვერც კი მიხვდებით დროთა განმავლობაში როგორ დაზოგავთ ბევრს. თავიდან შეიძლება წიგნები მოსაწყენი და გრძელი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ არის. საშუალო მოცულობის წიგნის წაკითხვა შეუჩერებლად საშუალოდ, სამ-ოთხ საათში შეიძლება. სავარაუდოდ, ამ ოცდაათი დღის განმავლობაში მთელ წიგნს ისე წაიკითხავთ, ვერც კი მიხვდით!

ამასთან ერთად, მოსალოდნელია, რამდენიმე დღეში ხუთ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში მოგინდებათ წაკითხვა. შეეცადეთ დრო არ გაზარდოთ, პირველი ოცდაათი დღის განმავლობაში. თუ ეს სურვილი კვლავ გექნათ, მეორე დღეს მეტი მღელვარებით დაუბრუნდებით კითხვას.

მეორე თვეს კითხვას მეტი დრო, 10-დან 15 წუთამდე მიუძღვენით. თუ მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებთ ამ ჩვევას, სრულიად მარტივად წაიკითხავთ თხუთმეტ ან ოც წიგნს. როდესაც თქვენი ტვინი ამ სისტემას შეეჩვევა, საათობით, შესვენების გარეშე შეძლებთ კითხვას და ერთ დღეში წაიკითხავთ წიგნებს. ეს ძალიან კარგია. მაგრამ გახსოვდეთ: მკითხველი მაშინ გახდებით, თუ მთელი დღის განმავლობაში ხუთ წუთს მაინც წაიკითხავთ. თუ წიგნი ყოველთვის გექნებათ თან, ძვირფას დროს აუცილებლად გამონახავთ, როდესაც ვინმეს ელოდებით შეხვედრაზე ან რესტორანში ყოფნისას.

ფანტასტიკის შესახებ დაწერილ წიგნებს შემდეგ სხვა წიგნები შეუნაცვლეთ. ამასთან ერთად, ვებგვერდები, კლუბები და სივრცეებიც არსებობს, სადაც სხვა მკითხველებსაც გაიცნობთ და ახალ რეკომენდაციებსაც მოისმენთ. თუ თქვენი სხეულის შესანარჩუნებლად ათასობით დოლარი და ათასობით საათი უნდა დახარჯოთ სავარჯიშო დარბაზებში, განა იგივე არ უნდა გააკეთოთ გონების გასავარჯიშებლად?

ახლა მითხარით, გაქვთ ხუთი წუთი?

დღეს არაფერი წაგიკითხავთ? დღეში ხუთი წუთით დაიწყეთ. ძალიან ცოტაა? სისულელეებს კითხულობთ? ნუ იდარდებთ, მაგრამ ისეთები მოძებნეთ, რომლებიც მოგწონთ და მცირე ხნით მთლიანად ჩაიკარგეთ მათში. არ იცით რით დაიწყოთ? რაც არ უნდა ვთქვათ, კლასიკა მაინც კლასიკაა, ან კიდევ ინტერნეტში მოძებნეთ ჩემს მიერ დასახელებული ადამიანების მიერ რეკომენდებული წიგნების სიები. ფული არ გაქვთ? ათასობით გვერდი არსებობს ინტერნეტში და ბიბლიოთეკაც, რომლებზეც უფასოდ შეძლებთ წიგნების წაკითხვას. ის წიგნი არ მოგწონთ, რომელსაც კითხულობთ? დახურეთ! უამრავი შესანიშნავი წიგნი არსებობს ამქვეყნად და ამიტომ სისულელის კითხვაში ნუ დაკარგავთ დროს.

როგორც წესი ისე ხდება, რომ ჩვენს ბედს ჩვენი ჩვევები განსაზღვრავს. რაიმე ჩვევა გამოიმუშავეთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ ყოველთვის გაიზარდოთ, ყოველთვის ისწავლოთ და შემდეგ ისეთ თემაზე შეარჩიეთ წიგნი, რომელიც უზომოდ საინტერესოა თქვენთვის და რომელსაც სულმოუთქმელად წაიკითხავთ. თვითონ დარწმუნდებით, სულ მოკლე ხანში კითხვისთვის თავის დანებება გაგიჭირდებათ.

მოგესალმებით წიგნების მოყვარულთა კლუბში!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ლიდერობა

როგორ უნდა ენდოთ ინტუიციას, რომ სწორი ბიზნესგადაწყვეტილება მიიღოთ

ანტრეპრენერები გადაწყვეტილებების უმრავლესობას, როგორც წესი, მონაცემებზე დამყარებით იღებენ, მაგრამ ასეთ დროს, ასევე მნიშვნელოვანი, თქვენი ინსტინქტებია

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი