Get All Access for $5/mo

2020 Majorel-ისთვის - განვითარება და ზრუნვა ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Majorel Georgia უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Majorel-ის წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 3 ქალაქშია (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) წარმოდგენილი და საქართველოს ბაზარზე 1800-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. "მეიჯერელი" მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ემსახურება და კლიენტთა მომსახურების სერვისს 8 სხვადასხვა ენაზე უზრუნველყოფს.

Majorel-ისთვის, როგორც მრავალი სხვა კომპანიისთვის, 2020 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვისა და ახალი პრაქტიკის დანერგვის ეტაპად იქცა. პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წლის თებერვალში, კომპანიის მენეჯმენტმა სტრატეგიული და მოქნილი გეგმა ჩამოაყალიბა, თუ როგორ უნდა ემუშავათ ისე, რომ ვირუსის გავრცელების პარალელურად, ბიზნესპროცესები უწყვეტად გაგრძელებულიყო, თანამშრომლები კი საფრთხისგან მაქსიმალურად დაცულნი ყოფილიყვნენ. Majorel-ის საერთაშორისო და ადგილობრივ, წარმატებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას, Entrepreneur-ის მკითხველს ქეთევან ცინცაძე − ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პანდემიის მენეჯერი გააცნობს.

"უპირველესად, გლობალურ დონეზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა დავიწყეთ, შემდეგ კი რეგიონული და ადგილობრივი პირების იდენტიფიცირება. პანდემიის საწყისი პერიოდიდანვე, პანდემიისა და მენეჯმენტის გუნდს აქვს ყოველდღიური და ყოველკვირეული შეხვედრები, რის შედეგადაც ინერგება, იცვლება ან უქმდება კონკრეტული აქტივობები. ჩვენი მიზანი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა. კომპანიაში განხორციელებული აქტივობებისა და პროცედურების შედეგად, კომპანიის შიგნით მაქსიმალურად შევძელით კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ისე, რომ სამუშაო პროცესი არ შეფერხებულა. კომპანიამ, კლიენტებმა და ვენდორებმა სწრაფად და მოხერხებულად შეძლეს ახალ გარემოსთან ადაპტირება. შესაბამისად, ოპერაციების კუთხით არ გვქონია არანაირი შეფერხება", − გვიყვება ქეთევან ცინცაძე.

კომპანიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, ოპერაციული ნაწილის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა აღმოჩნდა, რასაც კლიენტების პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებისთვის შეეძლო საფრთხის შექმნა. ამაზე ზრუნვა კომპანიამ ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო. გაზაფხულის დადგომისთანავე კი, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან და საქართველოში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაახლოებით ორ კვირაში ოფისში მომუშავე 1200-მდე თანამშრომლის ტექნიკური ინვენტარით მომარაგება და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა გარდაუვალი გახდა.

Majorel Georgia-ს მიერ 2020 წელს წარმატებით გადალახული გამოწვევების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ორ კვირაში 1200-მდე თანამშრომლის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, რაც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულ და კომპლექსურ საკითხს წარმოადგენდა;
  • მარტი-აპრილში ახალი კლიენტის შემოყვანა ბაზარზე და კადრების შერჩევის, ადაპტირების, ტრენინგის პროცესისა და სპეციალური სამუშაო ტექნიკის მობილიზების დისტანციურ რეჟიმში უზრუნველყოფა;
  • პანდემიის პირობებში დამატებით 800-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა;
  • მაქსიმალურად შენარჩუნებული თანამშრომელთა გუნდი;
  • ოქტომბერში ახალი კლიენტის შემოყვანა ბაზარზე და კადრებისთვის სპეციალური სამუშაო ტექნიკის მობილიზება;
  • პანდემიის მართვის გლობალური პროექტი, შემუშავებული თითოეული ქვეყნის წარმომადგენლობის ჩართულობითა და თითოეულ ბაზარზე სპეციფიკური მორგებადობით;
  • პანდემიისა და მასთან დაკავშირებული აკრძალვითი რეგულაციების მიუხედავად, უწყვეტად გაგრძელებული პროექტები და შეუფერხებელი სამუშაო პროცესი.

მთელი ამ წარმატების მიზეზი კი იმ ოპერატიულობასა და თანმიმდევრულ მოქმედებებში არის, რომელზე ფოკუსირებაც კომპანიამ წლის დასაწყისშივე, 2020 წლის თებერვალში დაიწყო. Majorel-მა სპეციალური გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც კომპანიის შიგნით, პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელი პირებით დაკომპლექტდა. თითოეული ოფისისთვის კი გამოიყო ერთი კონკრეტული თანამშრომელი, რომელიც ოფისის შიგნით არსებულ ვითარებას გააკონტროლებდა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე იზრუნებდა.

"ჩემი, როგორც ცენტრალური პანდემიის მენეჯერის, როლი, მოიაზრებს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ოფისების პანდემიის მხრივ მენეჯმენტსა და კონტროლს. ასევე, "მეიჯერელის" პანდემიის გლობალ ჯგუფთან თანამშრომლობას. ჩემი ჯგუფის წევრებთან ერთად ვიღებთ და ვნერგავთ შესაბამის რეგულაციებს, უსაფრთხოების ნორმებს და ამასთანავე, გუნდის წევრებთან, ნებისმიერი ტიპის პრობლემის არსებობის შემთხვევაში, პირდაპირ კომუნიკაციას ვამყარებთ. პროექტი დღემდე არაერთი ტიპის უკვე შემდგარი და მიმდინარე აქტივობით გრძელდება:

  • ოფისებში განთავსდა საინფორმაციო ბანერები, სადაც ყველა ტიპის რეკომენდაციაა დატანილი Covid-19-ის პრევენციის შესახებ;
  • რეგულარულად ხდება ყველა ოფისის სრული დეზინფექცია;
  • დღეში ორჯერ სპეციალური ხსნარით მუშავდება ყველა ის საგანი, რომელთანაც ხშირი შეხება აქვთ თანამშრომლებს;
  • ოფისის სივრცეები მუდმივად მარაგდება საჭირო ინვენტარით (ხელის სადეზინფექციო ხსნარი, ნიღბები, ფარები და ხელთათმანები);
  • რეგულარულად ხდება თანამშრომლების "კოვიდთან" დაკავშირებული აქტუალური საკითხებითა და რეკომენდაციებით ინფორმირება. ასევე, ხორციელდება იმ თანამშრომლებთან კომუნიკაცია და მონიტორინგი, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ;
  • პანდემიის გუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პასუხობს თანამშრომლების შეკითხვებს და მომართვებს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად, აპრილსა (99%) და ოქტომბერში (70%) სწრაფად მოხდა თანამშრომლების გადაყვანა შინიდან მუშაობის რეჟიმზე;
  • თანამშრომლებისთვის შეიქმნა სპეციალური ცხელი ხაზი (ელექტრონული ფოსტა), სადაც თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, დააფიქსირონ ნებისმიერი საკითხი, რომელსაც სწრაფი რეაგირება მოყვება მენეჯემენტის მხრიდან;
  • პანდემიის პერიოდში მოხდა სახელმწიფოს მიერ დაწესებული საოფისე საქმიანობის აღდგენის რეკომენდაციების სრული იმპლემენტაცია "მეიჯერელის" ყველა ოფისში. ამ რეგულაციების დაცვის მკაცრი კონტროლი გრძელდება.
  • კომპანიამ წარმატებით გაიარა კორონავირუსის თემასთან დაკავშირებული შრომის ინსპექციის შემოწმება, რის შემდეგაც უფლება მოგვეცა შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა ფუნქციონირება ოფისებში.
  • პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, თანამშრომლებს უტარდებათ ტესტირება კერძო კლინიკაში.

რადგან "კოვიდის" კუთხით პასუხისმგებელი ვარ არა მარტო საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეც, ყოველკვირეულად ვატარებ ონლაინ შეხვედრას არა მარტო "მეიჯერელ საქართველოს" მენეჯმენტის წარმომადგენლებთან, არამედ ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და "მეიჯერელ გლობალის" ჯგუფის წევრებთანაც. არსებული მდგომარეობის შესაბამისად, მუდმივად ხდება სიახლეების გაცნობა და კომპანიის შიგნით დანერგილი "კოვიდ"-სტრატეგიის მიმოხილვა და განახლება. დეკემბერის თვიდან დავიწყეთ ასეთი წამოწყება − ყველა თანამშრომელს, ვისაც კორონავირუსი უფიქსირდება, გადავცემთ კვების 240-ლარიან ვაუჩერს (WolT), რათა თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდი შევუმსუბუქოთ. პანდემიითა და სხვა ფაქტორებით გამოწვეული სტრესის დასაძლევად კი კომპანია პროფესიული ფსიქოლოგიური კონსულტირების მომსახურებას აფინანსებს, რომელიც ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, თანამშრომლებს, რომლებსაც აღენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები, ან ოფისიდან მუშაობისას (ბოლო 48 სთ) ჰქონდათ კონტაქტი Covid-19-დადებით კოლეგასთან, ვუტარებთ PCR-შემოწმებას", − ქეთევან ცინცაძე.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

''KTW ჯგუფი'' ტრადიციული მეღვინეობიდან თანამედროვე ტექნოლოგიებამდე

1020 ჰექტრამდე ვენახი, მარნის ტიპის 4 საწარმო, ღვინისა და სპირტის ჩამომსხმელ-გადამამუშავებელი 4 ქარხანა და 9 საფირმო მაღაზია!

მენეჯმენტი

პროდუქტიულობა, როგორც წარმატების ერთ-ერთი გარანტი

სწრაფად მზარდი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა 85% დღეში 10-ზე მეტ საათს მუშაობს.