2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია რომელიმე სტატია ხომ არ გამოგრჩათ?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2021 წელი სავსე იყო საინტერესო ამბებით, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობდით თქვენთვის ყველაზე საინტერესო, გამორჩეული მასალები მოგვეწოდებინა.
გაგაცნობთ 2021 წლის 10 ყველაზე პოპულარულ სტატიას და თუ რომელიმე ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, არ გამოტოვოთ:
1. სიმონ გელაშვილი - 24 წლის ბიჭი, მილიონიანი ბრუნვის მქონე ბიზნესის სათავეში
სიმონ გელაშვილი 24 წლის უდიპლომო ბიჭია. პირველ კურსზე, "ტერაბანკში" მოლარე-ოპერატორად დაიწყო მუშაობა და მისი ხელფასი 450 ლარი იყო. შემდეგ შტატში აიყვანეს და ხელფასიც 500 ლარამდე მოუმატეს. ისიც ჩვეულებრივ, რიგით ადამიანად გაიზარდა. მშობლების დამსახურებით არასდროს ფიქრობდა, რომ რაიმე აკლდა, მაგრამ მისი ცხოვრება ისე განვითარდა, რომ სამსახურისა და უნივერსიტეტის დატოვება მოუხდა. სიმონს დღეს თავისი კომპანია და e-commerce პლატფორმა (www.isroa.ge) აქვს, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონია.
2. 6 უმდიდრესი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში
დღესდღეობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ყველასათვის კარგად ნაცნობი ილონ მასკია, რომლის ქონება $304,3 მილიარდს შეადგენს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს წარმოუდგენელი სიმდიდრეა, რომელსაც ილონმა მრავალწლიანი დაუღალავი შრომის, არაორდინარული გადაწყვეტილებებისა და საკმაოდ ძლიერი პირადი ბრენდის დახმარებით მოუყარა თავი. თუმცა კაცობრიობის ისტორია გაცილებით მდიდარი ადამიანების სახელებსაც ინახავს, რომლებთან შედარებით, მასკი, ბეზოსი, არნო და მსოფლიო რეიტინგების ლიდერები უბრალოდ არაფრით გამორჩეული საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან.
3. Neuralink ადამიანებზე პირველ ცდებს მომავალი წლიდან დაიწყებს
7 დეკემბერს, Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებულ გენერალურ დირექტორთა საბჭოს სამიტზე, ილონ მასკმა მედიას მოკლე და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საკუთარი კომპანიების ისეთი საინტერესო პროექტების შესახებ, როგორებიცაა: Cybertruck Tesla, Starship Space X და თავის ტვინის იმპლანტები Neuralink-ისგან.
Neuralink-ისგან ქმედით ნაბიჯებს საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელის, რაზეც მასკმა განაცხადა, რომ FDA-ისგან დასტურის შემთხვევაში, იგი უკვე 2022 წლიდან დაიწყებს ადამიანებზე ცდების ჩატარებას.
4. META - ამ სახელით ამერიკაში უკვე წელიწადზე მეტია არსებობს კომპანია
სანამ თქვენი კომპანიის სახელს შეარჩევთ, ჩაატარეთ კვლევა და გაიგეთ, ვინმეს ხომ არ ჰქვია უკვე ეს სახელი. ეს მცირე დეტალი გამორჩა მარკ ზაქერბერგს, როცა Facebook-ის სახელი Meta-თი შეცვალა.
5. ილონ მასკმა საკუთარი უძრავი ქონება გაყიდა და ნაქირავებ "მინისახლში" გადაბარგდა
გასული წლის დასაწყისში, ილონ მასკმა საკუთარი უძრავი ქონების სრულად გაყიდვის სურვილი გამოთქვა. ამ ეტაპზე, მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი, ტეხასში ნაქირავებ 37 კვადრატული მეტრი ფართის "მინისახლში" ცხოვრობს.
6."ბიოქიმფარმი" - ფაგების რენესანსი
"ბიოქიმფარმი" − ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც უნიკალური ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას სრულიად ჯანსაღი, ბუნებრივი და ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად იყენებს. თავად ფაგები კი ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს და საშიშად მზარდი ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას კიდევ ემუქრება. "ბიოქიმფარმში" ფაგის პრეპარატების წარმოება სრული ციკლით ხდება, კომპანიის პროდუქცია კი საქართველოს გარდა, 8 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
7. მარია დოლიაშვილი - Theneo-ს ტექნოლოგიური დირექტორი Google-ში, Microsoft-სა და Facebook-ში მუშაობის გამოცდილებით
Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ მარია დოლიაშვილი, წარმატებული ქართული სტარტაპის, Theneo-ს თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი. აღსანიშნავია, რომ Theneo-მდე მისი სამუშაო გამოცდილება არაერთ საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიურ გიგანტს უკავშირდებოდა, როგორებიცაა: Google, Microsoft, Facebook და ა.შ. დღესდღეობით კი, მარია ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის თანადამფუძნებელია.
8. ბილ გეითსის აზრით ზარმაცები საუკეთესო თანამშრომლები არიან
ბილ გეითსი ფიქრობს, რომ ზარმაცები უნდა აიყვანოს სამსახურში. არა, მართლა? მართლა. მართლა. ეს მისი ცნობილი სიტყვებია: "მე ზარმაცებს ვირჩევ მძიმე სამუშაოების შესასრულებლად. საქმე ის არის, რომ ზარმაცი ადამიანი მის შესასრულებლად რაიმე მარტივ გზას იპოვის".
მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში ჩაბარება სტუდენტებისათვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლასთან და ძირეულ ცვლილებებთან ასოცირდება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია აშშ-ის მსგავს დიდ ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდებს ხშირად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მშობლიური ქალაქიდან შორს გადაბარგება უწევთ. ამის შედეგად, ახალბედა სტუდენტები უცხო გარემოში ხვდებიან, რაც მათ სოციალურ წრეს მნიშვნელოვნად ავიწროებს.
სწორედ ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით, სამმა ქართველმა ანტრეპრენერმა პლატფორმა Bubbler-ის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ლოკაციის მიხედვით და პერსონალური აქტივობების გაზიარების ხარჯზე, ამერიკული კოლეჯების სტუდენტებს ახალი მეგობრების აღმოჩენაში და მათთან დაკავშირებაში დაეხმარება.
10. ნათია ფანჯიკიძე: ''წარმატების ფორმულა არ არსებობს, თუ იმას არ აკეთებ, რისი კეთებაც გიყვარს''
ანტრეპრენერობა დგას ისეთ ფუნდამენტურ პარადიგმაზე, როგორიცაა − აკეთო ის, რასაც გული გკარნახობს. უამრავი მაგალითი გვაქვს კაცობრიობის ისტორიიდან, როდესაც ერთმა ადამიანმა მოახერხა და არ დაემორჩილა საზოგადოებაში დამყარებულ შეხედულებებს; ვინც განაცხადა, რომ არ აპირებს გაკვალული გზებით სიარულს და უნდა აკეთოს ის, რასაც მისი შინაგანი ხმა ჩასჩურჩულებს. ასეთი პიროვნებები თავიანთი საქმიანობით ქმნიან სტანდარტს და მათი წარმატება სწორედ დინების წინააღმდეგ ცურვასთან ასოცირდება.