Get All Access for $5/mo

ახალი როლი თიბისის გუნდში - როგორ ზრუნავენ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება, ამ მისიისთვის კი აუცილებელია მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა.

თიბისის გამოცდილების მთავარ იდეას უწყვეტი ციკლი წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლის აზრის მოსმენით იწყება. შემდეგ ამ უკუკავშირის მიხედვით იქმნება ახალი პროდუქტი თუ სერვისი, ან უმჯობესდება არსებული. ამ ჯაჭვის მეშვეობით მომხმარებელი თიბისის ბრენდის თანაშემოქმედი ხდება.

სწორედ ამ ციკლის უკეთ ასამუშავებლად, თიბისის ორგანიზაციულ სტრუქტურაშიც ცვლილებები შევიდა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი ეჯაილში ახალი როლის CX (მომხმარებლის გამოცდილების) პარტნიორების გაჩენაა.

ეს ადამიანები პასუხისმგებლები არიან, თითოეულ გუნდში ყველაზე ხმამაღლა გააჟღერონ მომხმარებლის ხმა და ახალი პროდუქტის შექმნისას დასვან მთავარი კითხვა: "როგორ უმარტივებს ის თიბისის მომხმარებელს ცხოვრებას".

CX პარტნიორები ყველაზე ემპათიური, მომხმარებელზე ორიენტირებული და ინტუიტიური როლია თიბისიში. მათი ფუნქციაა ადამიანების თვალით დანახული, აღქმული და წარმოდგენილი პროცესების გააზრება. ისინი სხვადასხვა არხიდან აგროვებენ უკუკავშირს, თხოვნებს, მოთხოვნებს და მათ სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფენ.

ამ როლის ამოცანაა, დაეხმაროს თიბისის გუნდის წევრებს, მოუსმინონ მომხმარებელს, შეამჩნიონ მათი საჭიროება და კიდევ ერთხელ გაიაზრონ, რომ მნიშვნელოვანია, რასაც თიბისი ქმნის, ყველაფერში აისახოს ადამიანების ხმა და სურვილი.

ეს ნაბიჯი არის თიბისის სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც ორგანიზაციული სტრუქტურით თუ კულტურით მიყავს გუნდი კიდევ უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებულ (customer-centric) მიდგომებამდე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია