Cyber Monday Sale! 50% Off All Access

HR-შესაბამისობის I HR Compliance ინოვაციური სისტემის დანერგვა საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რესპონდენტი: სერგო ნოზაძე − ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრ ICDC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

მიმდინარე შრომის რეფორმის განხორციელების პარალელურად, ფიქსირდება არაერთი პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების რეალურ პრაქტიკაში აღსრულებას. ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ორგანიზაციებში კვლავაც დიდ პრობლემად რჩება შიდა ორგანიზაციული პოლიტიკების, HR პროცესების − მოქმედ შრომის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. შრომის ინსპექციის ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობების, სასამართლო დავების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებით, ბიზნესისათვის დაკისრებული სანქციები და პასუხისმგებლობები დიდ ფინანსურ, რეპუტაციულ და სხვა სახის ზარალებს იწვევს და ნეგატიურად აისახება ორგანიზაციულ მდგრადობასა და ბიზნესის უწყვეტობაზე.

აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის ICDC-ის ინიციატივით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს პროექტი − "შრომის რეფორმის წარმატებით განხორციელების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა ბიზნესპრაქტიკაში", რომლის მიზანია HR-შესაბამისობის I HR Compliance ინოვაციური სისტემის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში.

პროექტის თაობაზე ვესაუბრეთ სერგო ნოზაძეს − ICDC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.

რა მიზანს ემსახურება პროექტი "შრომის რეფორმის წარმატებით განხორციელების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა ბიზნესპრაქტიკაში" და რა საჭიროებას უპასუხებს ის?

შრომის კანონმდებლობა საქართველოში ახალი და პრეცედენტულია. კანონმდებლობის რეალურ პრაქტიკაში აღსრულებისას კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა კვლავაც პრობლემად რჩება.

სწორედ ამ პრობლემებთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად, მიზნად დავისახეთ შევქმნათ ყველა აუცილებელი პირობა, რათა საქართველოში პირველად დაინერგოს HR-შესაბამისობის I HR Compliance სისტემა, რომელიც თავისი არსით პროგრესულ, პრაგმატულ და ყველაზე პრაქტიკულ მიდგომად არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე. სისტემა ორგანიზაციებს ეხმარება შიდა ორგანიზაციული პოლიტიკების, რეგულაციების, პროცესებისა და ყოველდღიური პრაქტიკების, მიდგომების შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და სასამართლოს, შრომის ინსპექციისა და სახალხო დამცველის მიერ დადგენილ პრაქტიკებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

ამ ინიციატივის მთავარი ამოცანაა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შრომითი რეფორმის რეალურ პრაქტიკაში წარმატებით განხორციელებაში.

უფრო კონკრეტულად, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ?
ჩვენი მიზანი პრობლემების და მათი გამომწვევი მიზეზების პრაქტიკული ასპექტების იდენტიფიცირება და მათ გადასაწყვეტად ეფექტიანი მექანიზმებისა და გადაწყვეტების შემუშავებაა.

სწორედ ამ მიზნით, სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიით, წამყვანი ექსპერტების მიერ განხორციელდა უმნიშვნელოვანესი კვლევა, შრომითი ურთიერთობების პროცესში დაფიქსირებული პრობლემებისა და კანონმდებლობის რეალურ პრაქტიკაში აღსრულების მიმართულებით გამოწვევების გამოვლენის მიზნით. შედეგად, გამოვლინდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არსებული ყველაზე ხშირად განმეორებული პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები, რომლებიც პრაქტიკაში კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულებას აფერხებს. შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა რეკომენდაციები, რომლებზეც, შრომის ინსპექციისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატით დაგეგმილ შეხვედრებზე ვიმსჯელებთ.

საქართველოში პირველად შეიქმნა HR-შესაბამისობის I HR Compliance დიაგნოსტირების ინოვაციური მეთოდოლოგია და პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემს დაადგინოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებთან, სასამართლოს, შრომის ინსპექციისა და სახალხო დამცველის მიერ დადგენილ პრაქტიკებთან ორგანიზაციის შესაბამისობის დონე და აღმოაჩინოს ამ მიმართულებით ე.წ. GAP-ები. მთლიანობაში ეს მექანიზმი ბიზნესკომპანიებს (და არა მხოლოდ) შესაძლებლობას აძლევს დაადგინონ პოტენციურ შრომის დავებთან, რეპუტაციულ, ფინანსურ ზარალთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების დონე, ისევე, როგორც განისაზღვროს რა იქნება დაკისრებული პასუხისმგებლობების, სანქციებისა და მოსალოდნელი ზიანის მოცულობა.

ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, საქართველოში პირველი HR-შესაბამისობის I HR Compliance სერვისი და პროდუქტი. შემუშავებულია შრომის კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისი შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების პაკეტი: HR-პოლიტიკები, შრომითი კონტრაქტები, შრომის შინაგანაწესი, HR-პროცესების მარეგულირებელი შიდა ორგანიზაციული დოკუმენტები და სხვა.

საქართველოში პირველად, შეიქმნა HR-შესაბამისობის I HR Compliance სასერტიფიკატო პროგრამა. ამ ეტაპზე საერთაშორისო სტანდარტის, თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით, უკვე მიმდინარეობს 15 პროფესიონალის მომზადება. სასერტიფიკატო პროგრამისა და შემდგომი სერტიფიცირების შედეგად, საქართველოში პირველად ჩნდება მაღალკვალიფიციურ და კომპეტენტურ პროფესიონალთა და საკვანძო ექსპერტთა გუნდი, რომელიც HR-შესაბამისობის I HR Compliance სერვისის, პროდუქტისა და ორგანიზაციების მაღალკომპეტენტური ექსპერტული კონსულტაციების მიწოდების პროცესში იქნება ჩართული.

რა არის HR-შესაბამისობის სისტემა? რა სარგებელს ქმნის ბიზნესისათვის და ზოგადად, დამსაქმებლებისათვის?

HR-შესაბამისობის I HR Compliance სისტემა დაფუძნებულია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებზე, და მოიცავს როგორც პრაქტიკულ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს, მექანიზმებს, დოკუმენტების პაკეტს, ასევე კვალიფიციურ და კომპეტენტურ პროფესიონალთა გუნდს, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით გადიან სერტიფიცირებას.

აღსანიშნავია რისკის მართვისა და პრევენციის მიზნით შექმნილი შიდა კონტროლების სისტემის მიდგომა. კონტროლის სისტემა ინერგება ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც გადის დიაგნოსტირებას, შემდეგ კი შესაბამისობის პროცესს. სისტემის მუშაობისათვის და სრულფასოვანი დანერგვისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია HR-გუნდებისა და მენეჯმენტის ტრენინგები, რომლის პაკეტიც უკვე შემუშავებულია.

შედეგად, ორგანიზაციების შიდა გარემო, ყველა დონეზე ხდება შრომის კანონმდებლობის სტანდარტთან და მოთხოვნებთან სრულად შესაბამისი, რაც შესაძლებლობას აძლევთ წარმატებით გაიარონ შრომითი გარემოს მიმართულებით ორგანიზაციული სისტემების აუდიტი და შემოწმებები. საბოლოო ჯამში, ორგანიზაცია დაცული ხდება ფინანსური, რეპუტაციული თუ სხვა სახის ზარალებისგან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს პასუხისმგებლობიანი და ღირსეული შრომითი გარემოს ჩამოყალიბებას, რითაც ორგანიზაციებს მიმზიდველს ხდის უცხოელი პარტნიორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისათვის.

გვეამაყება, რომ სწორედ ICDC, USAID-ის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ქმნის HR-შესაბამისობის I HR Compliance უნიკალურ მეთოდოლოგიას, რომელიც მთელი ამ სისტემის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.

ივლისიდან ჩვენ ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესკომპანიას, მსხვილი, საშუალო თუ მცირე ბიზნესწარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერი სხვა სექტორებიდან ორგანიზაციებს შესაძლებლობას მივცემთ დაიწყონ ორგანიზაციების შიდა სისტემების დიაგნოსტირება და სისტემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესი.

ჩვენ უკვე წარმატებით დავიწყეთ თანამშრომლობა ბიზნესგაერთიანებებთან, HR-პროფესიონალებთან, შრომის სამართლის დარგში მომუშავე იურისტებთან და ამ მიმართულებით წამყვან ექსპერტებთან − შრომით ურთიერთობებში ჩართულ პრაქტიკოს პროფესიონალებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უდიდეს ღირებულებას ქმნის მთლიანად სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

რაც ამ ინიციატივას და მთლიანობაში სისტემას უნიკალურ ხდის, არის ის, რომ მოცემული სისტემა თანაბარ ღირებულებას ქმნის და თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც დამსაქმებლებისათვის, ასევე დასაქმებულებისათვის, მათ შორის როგორც კერძო, ასევე საჯარო და სამოქალაქო სექტორებისთვის.

ვინ იქნებიან HR-შესაბამისობის სპეციალისტები? როგორ დაეხმარებიან ისინი ბიზნესებს და ზოგადად, დამსაქმებლებს?

HR-შესაბამისობის I HR Compliance სპეციალისტები პრაქტიკოს პროფესიონალთა გუნდია, რომელთაც რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაიარეს და ამჟამად სპეციალურად შექმნილი მეთოდოლოგიით გადიან ჯერ მომზადების, ხოლო შემდგომ უკვე სერტიფიცირების პროცესს. ესენი არიან HR და შრომის სამართლის მიმართულების პრაქტიკოსი პროფესიონალები. ისინი შეძლებენ დაეხმარონ ორგანიზაციებს:

  • არსებული ორგანიზაციული სისტემების დიაგნოსტირებაში;
  • სრულად მოახდენენ შრომის კანონმდებლობასთან და დადგენილ პრაქტიკებთან ორგანიზაციის შესაბამისად ჩამოყალიბების ეტაპობრივი პროცესის მართვას;
  • დანერგავენ და შესაბამისად ჩამოაყალიბებენ არსებულ ორგანიზაციულ შიდა პოლიტიკებს, პროცედურებს, პროცესებს და ყოველდღიურ პრაქტიკებს − მოქმედ შრომის კანონმდებლობასთან და სასამართლოს, შრომის ინსპექციისა და სახალხო დამცველის მიერ დადგენილ პრაქტიკებთან;
  • მხარს დაუჭერენ ორგანიზაციებს, დაინერგოს მოქნილი და პრაქტიკული რისკ-ფაქტორების კონტროლის მართვის სისტემა;
  • განახორციელებენ კომპანიის მენეჯმენტის HR-გუნდების, თანამშრომლების ტრენინგებს და აამაღლებენ მათ ცნობიერებას.

როგორია შემდგომი ნაბიჯები და როგორ ხედავთ ამ შედეგების მდგრადობას?

მდგრადობის მიზნით, შევიმუშავეთ რამდენიმე მიდგომა, რომელიც სისტემის მუდმივი განვითარებისა და სრულყოფის რეალურ შესაძლებლობებს ქმნის.

  • ივლისიდან იქმნება HR-შესაბამისობის I HR Compliance სპეციალისტთა პროფესიული პლატფორმა, რომელიც მათთვის უწყვეტ სწავლებას, განვითარებას, პროფესიონალიზმის შენარჩუნებას, კრედიტების დაგროვებასა და სერტიფიცირებას უზრუნველყოფს.
  • დაგეგმილია დიაგნოსტირების პროცესის გაციფრულება. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესებისა და სხვა სექტორული დამსაქმებლებისათვის დიაგნოსტირების სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
  • იქმნება საჯარო-კერძო და სექტორული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელსაც საფუძველი ასევე ივლისში ჩაეყრება. პლატფორმის უმთავრესი მიზანი იქნება ნებისმიერ პრაქტიკაში დაფიქსირებულ გამოწვევას, პრობლემას, ინციდენტს მოჰყვეს ეფექტიანი გადაწყვეტის წინადადება, შეთავაზება, მიდგომა, რომელიც თავიდანვე იქნება კოორდინირებულად შეთანხმებული მხარეებს შორის. პლატფორმის უმთავრესი მიზანი შრომის კანონმდებლობის რეალურ პრაქტიკაში სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციების რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანაა. პლატფორმა მკაფიო მეთოდოლოგიური მითითებების, რეკომენდებული პრაქტიკებისა და ინსტრუქციების შემუშავების მხარდაჭერის გზით, კონკრეტულ შემთხვევებში ძალიან ნათელი, კოორდინირებული მიდგომების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მასში აქტიურად ჩაერთვებიან ბიზნესგაერთიანებები, შრომის ინსპექციისა და შრომის სამართლის მიმართულების ექსპერტები და პრაქტიკოსი პროფესიონალები. პლატფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა კვლევების მხარდაჭერა, ჩატარებული კვლევების შედეგების გაანალიზება და მათ პრაქტიკულ რეკომენდაციებად გარდაქმნა იქნება.

ვინ არიან ინიციატივის პარტნიორები და მხარდამჭერები?

უპირველესად, მადლიერება მინდა გამოვხატო USAID-ის, ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და თითოეული პარტნიორის მიმართ, რომელიც უმნიშვნელოვანესი სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს; საქართველოს ბიზნესასოციაციას (BAG), აუდიტორულ და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "გრანთ თორნთონ საქართველოს" (GT), საქართველოს პროგრესულ ფორუმს, HR-პროფესიონალთა ასოციაციას I HRPA • Georgia და HOME − ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების ეკოსისტემას.

დაბოლოს, გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო ამ ინიციატივის განხორციელებით დაინტერესებული და მხარდამჭერი თითოეული იმ ბიზნესგაერთიანების, HR-პროფესიონალის, შრომის სამართლის ექსპერტის მიმართ, რომელიც ჩართული იყო მთელ ამ პროცესში. მათ შორის, დიდი მადლობა შრომის ინსპექციას − უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გაზიარების, ინიციატივის მხარდაჭერისა და პარტნიორობისათვის.

თიკი ბაღაშვილი

Entrepreneur Staff

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ოქროს შუალედი

ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი რეცეპტი არსებობს წარმატების, ბედნიერებისა და შთაგონების