Get All Access for $5/mo

უნდა აღელვებდეთ თუ არა ბიზნეს ლიდერებს Covid-ის ახალი შტამების გამოჩენა?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

უნდა აღელვებდეთ თუ არა ლიდერებს, რა გავლენას მოახდენს მათ ბიზნესებზე Covid- ის ახალი შტამები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში და სხვაგანაც (ახლახანს აშშ - შიც) გავრცელდა? მედიას, ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებს მთელი ყურადღება ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქვთ გამახვილებული. სრულიად სამართლიანია მოსაზრება, რომ ჩვენი ვაქცინები შეიძლება 10-20% -ით ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს ახალი შტამების შემთხვევაში. თუმცა, ამ მცირე სხვაობამ არ უნდა შეგაშფოთოთ.

ამ ახალ შტამებთან დაკავშირებულმა ერთმა ფაქტმა კი ნამდვილად უნდა შეგაფიქრიანოთ: ისინი ბევრად უფრო ინფექციურები არიან. სამწუხაროდ, მედიაში ცოტას წერენ თუ რა შედეგები მოჰყვება მათ ასეთ ინფექციურობას. ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ახალი შტამების გავრცელებას განგაში არ უნდა მოჰყვეს, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ასეთი დამოკიდებულების შედეგია ის, რომ პანდემიის გავრცელების ადრეულ ეტაპებზე მთვარეულებივით ვიყავით და ჩემი და რისკების მართვის სხვა ექსპერტების გაფრთხილებებების მიუხედავად, ვერ ვახერხებთ მოქმედების წარმატებული გეგმის შედგენას და ახალ რეალობასთან ადაპტირებას.

ნამდვილად უფრო ინფექციურები არიან თუ არა ახალი შტამები?

კვლევებით დადგინდა, რომ გაერთიანებულ სამეფოში გავრცელებული ახალი შტამი 56% -70%-ით უფრო ინფექციურია, სამხრეთ აფრიკული კი - კიდევ მეტად ინფექციური. ახლა სამხრეთ ინგლისში Covid-19-ის ძველ შტამზე მეტი სიხშირით ახალი ბრიტანული ვარიანტია გავრცელებული. ნოემბრის დასაწყისში ნიმუშების ტესტირებისას დადგინდა, რომ მისი გავრცელების სიხშირე 1% -ზე ნაკლები იყო, დეკემბრის შუა რიცხვებში - ორ მესამედს გადააჭარბა.

ამ მონაცემების დასადასტურებლად, ახალი Covid- ის ყოველდღიური შემთხვევების სიხშირე შევადაროთ ერთმანეთს რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, აშშ - ში, კანადაში, იტალიასა და საფრანგეთში მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით. შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღინიშნება. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი ორ კვირაში გაორმაგდა, 10 დეკემბერს თუ 240 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 24 დეკემბერს 506- მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ამავე პერიოდში სამხრეთ აფრიკაშიც გაორმაგდა, 86 - დან 182 - მდე გაიზარდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა და არც სხვა ფაქტორები არსებობს ამ ფაქტის ასახსნელად, სავარაუდოდ, დაავადების გავრცელების ტემპში Covid-ის ახალი ვარიანტებია დამნაშავე.

რატომ არ ვაფასებთ სათანადოდ ვითარებას

ჩვენი გონება კარგად არ არის ადაპტირებული ამ ერთი შეხედვით აბსტრაქტული რიცხვების დამუშავებაზე. ჩვენ სახიფათი შეცდომებს ვუშვებთ აზროვნებაში, რომლებსაც კოგნიტური ნეირომეცნიერების, ფსიქოლოგიისა და ქცევის ეკონომიკის მეცნიერები, როგორიც მაგალითად მე ვარ, კოგნიტურ მიკერძოებებს უწოდებენ. ისინი გვაიძულებენ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ ცხოვრების ბევრ სფეროში. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მხოლოდ მოკლევადიანზე გეგმებზე ვართ ორიენტირებულნი და გრძელვადიანი შედეგები თითქოს საერთოდ აღარ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. ეს კოგნიტური მიკერძოება, ჰიპერბოლური დისკონტირების სახელითაა ცნობილი და გვაიძულებს სათანადოდ არ შევაფასოთ, თუ რა გავლენას მოახდენს საბოლოოდ ჩვენზე სრულიად აშკარა ტენდენციები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა Covid-ის უფრო ინფექციური შტამი.

ჩვენ მიდრეკილნი ვართ, არ დავიჯეროთ ან მინიმუმამდე დავიყვანოთ გაფრთხილებები მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ყველაფერი ისევ ჩვეულებრივად იქნება და თავისთავად მოწესრიგდება. შედეგად, სათანადოდ ვერ ვაფასებთ სერიოზული საფრთხის ალბათობას და ვერც მის შედეგებს, თუ ის ნამდვილად მოხდება. მაგალითად, ვირუსის ახალ ვარიანტს.

როდესაც გეგმებზე ვმუშაობთ, ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს მომავალი ჩვენი გეგმების შესაბამისი იქნება. ეს ბრმა ლაქაა, არ გვაქვს სურვილი ყველაფერი ისე მივიღოთ, როგორც სინამდვილეშია, ეს დაგეგმარების შეცდომაა და ის გვიქმნის საფრთხეს. შესაბამისად, ჩვენ ეფექტურად ვეღარ ვემზადებით და ვერც სწრაფად ვრეაგირებთ რისკებსა და პრობლემებზე, მაგალითად, როგორც ახალი შტამების შემთხვევაში ხდება. იმ საშიშროების გაცნობიერებით, რასაც ეს ბრმა წერტილები გვიქმნის, ჩვენ შეგვიძლია გონივრულად ვმართოთ ჩვენი რისკები და გადაწყვეტილებებიც მივიღოთ.

შედეგები, რაც შეიძლება უფრო ინფექციურმა შტამმა გამოიწვიოს

ახალი შტამები, სავარაუდოდ, 2020 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდა, ახლა უკვე ასობით სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული. დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის გრაფიკიდან გამომდინარე, მარტისთვის აქ უფრო მეტად ახალი ვარიანტები გავრცელდება, ამ მოსაზრებას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალი კვლევაც ადასტურებს.

აშშ-ში 10-24 დეკემბრიდან დაწყებული ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების 200 000- ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც ეს მაჩვენებელი სწრაფად გაიზრდება, რადგან ახალი შტამები ძველს გაასწრებენ. საბოლოოდ ახალი ვარიანტები დომინანტები გახდებიან და ყოველ ორ კვირაში მათი რაოდენობა გაორმაგდება.

კალიფორნიის, ტეხასის და სხვა შტატების საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია. ნიუ - იორკში 2020 წლის მარტის საშინელი ეპიზოდი ზაფხულის ჟუჟუნა წვიმად მოგეჩვენებათ მოსალოდნელ ცუნამისთან შედარებით, რომელიც მთლიანად წალეკავს ჩვენს სამედიცინო სისტემებს. უფრო მეტიც, ეს ტალღა აუცილებლად გამოიწვევს მიწოდების მნიშვნელოვან დეფიციტს და ისეთ ინდუსტრიებს დაარტყამს, როგორიცაა ტურიზმი და სასტუმროების ბიზნესი.

იქნებ ვაქცინები დაგვეხმარონ? ზაფხულამდე ვერ დაგვეხმარებიან, მათ განაწილებას დრო სჭირდება. მთავრობის მხრიდან შეზღუდვების დაწესებაზე რა ისმის? სავარაუდოდ, შეზღუდვები აღარ დაწესდება. საზოგადოება უკიდურესად პოლიტიზებულია, მთელ ქვეყანაში მსხვილმასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლებია და მძიმე ეკონომიკური პრობლემები, შექმნილი მდგომარეობა პოლიტიკოსებს აიძულებს თავი შეიკავონ მკაცრი შეზღუდვებისგან, რომლებიც აუცილებელია ახალ შტამებთან საბრძოლველად. თუნდაც, ეს ზოგიერთებმა გააკეთონ, საზოგადოების მასობრივი დაუმორჩილებლობა შეზღუდვებს არაეფექტურს გახდის.

რის გაკეთება შეგიძლიათ?

რაც შეგეხებათ თქვენ, როგორც მოქალაქეს და თქვენს ოჯახებს, გეგმები უნდა შეცვალოთ:

  • მოემზადეთ იმისთვის, რომ მასობრივი მომარაგების ჯაჭვი თვეების განმავლობაში მთლიანად მოიშლება, არამალფუჭებადი საქონელი შეიძინეთ, ონლაინ წყაროები გამოიყენეთ, რომლებიც მაღაზიების თაროებს არ დააცარიელებენ.
  • მოემზადეთ იმისთვის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიუწვდომელი გახდება. ამიტომ, თავი შეიკავეთ სახიფათო აქტივობებისგან, როგორიცაა თხილამურებით სრიალი ან სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
  • ახლავე გადადგეთ ნაბიჯები, რომ თქვენი ოჯახი მკაცრი შეზღუდვების პირობებში დაცული იყოს, ვიდრე ყველა არ ჩაიტარებთ ვაქცინაციას.
  • რეალობის გათვალისწინებით, დაჟინებით მოითხოვეთ სახლიდან მუშაობა, ან ჩადეთ ინვესტიცია და სხვა საქმიანობაზე გადაინაცვლეთ, რომ სახლიდან მუშაობის საშუალება გქონდეთ.
  • დაუკავშირდით თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, და ინფორმაცია მიაწოდეთ ახალი შტამის შესახებ, უბიძგეთ ვიდრე ვაქცინაციას ჩაიტარებენ, ზომები მიიღონ საკუთარი თავის დასაცავად.
  • გაუფრთხილდით დაუცველ ადამიანებს. სიფრთხილის დამატებითი ზომები გამოიჩინეთ თქვენი მეგობრებისა და ოჯახის იმ წევრების მიმართ, რომელთა ასაკი 60 წელზე მეტია და დაავადებები აქვთ, მაგალითად, როგორიცაა დიაბეტი. ეს ადამიანები, გაცილებით მგრძნობიარენი არიან Covid -ის მიმართ.
  • მზად იყავით იმისთვის, რომ ურთიერთობა მოგიწევთ ადამიანებთან , რომლებიც არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ყველნაირად სცადეთ ამგვარი პრობლემების გადაჭრა.
  • ფსიქოლოგიურად მოემზადეთ მასობრივი ტრაგედიებისთვის. იმის გამო, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადატვირთულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება.

თქვენ ლიდერი ხართ და თქვენი გუნდიც უნდა მოამზადოთ:

  • მიაწოდეთ მათ სათანადო ინფორმაცია ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შესახებ და უბიძგეთ, ნაბიჯები გადადგან თავიანთი ოჯახების დასაცავად.
  • დაჟინებით მოუწოდეთ თქვენს თანამშრომლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ნებისმიერი შემოთავაზებული რესურსით ისარგებლონ, მასობრივი სიკვდილიანობით მიღებული ტრავმის გადასატანად.
  • შეუთანხმდით თქვენს HR-ს, Covid-ის გავრცელების დიდი ალბათობის შემთხვევაში როგორ უნდა მოამზადოთ თქვენი გუნდი და როგორ აიცილოთ ფსიქოლოგიური გადაწვის სინდრომი იმ ტრავმების გამო, რომლის მიზეზიც მასობრივი სიკვდილიანობა იქნება. ამასთან ერთად, საკვანძო თანამდებობისთვისაც უნდა მოამზადოთ კანდიდატები.
  • თქვენს გუნდს, რომელიც სახლიდან მუშაობს, რაც შეიძლება გაუხანგრძლივეთ ეს რეჟიმი.
  • თქვენი ბიზნესის მდგომარეობას გადახედეთ, დაადგინეთ, შეძლებს თუ არა იგი გამართულად მუშაობას. მასობრივი შეფერხებებისთვის მოემზადეთ გაზაფხულსა და ზაფხულში.
  • თქვენი მომარაგების ჯაჭვებსა და მომსახურების მომწოდებლების მხრიდანაც სერიოზული შეფერხებებისთვის მოემზადეთ, ასევე მოგზაურობის შეფერხებებისა და ღონისძიებების გაუქმებისთვის.
  • თუ ყველა ამ ნაბიჯს ადრეულ ეტაპზე გადადგმით, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებთ. ამიტომ ამ კონკურენტული უპირატესობის შედეგების გამოსაყენებლად მოემზადეთ, და იმ კონკურენტების ბაზრის წილის ხელში ჩასაგდებად, რომლებმაც ვერ შეძლეს სათანადოდ მომზადება.

ამ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშიც დიდი პრობლემები გველოდება. შეიძლება ეს ყველაფერი არარეალურადაც კი მოგეჩვენოთ, რადგან ჩვენი კოგნიტიური მიკერძოებები ამას გვკარნახობს ისევე, როგორც პანდემიის დასაწყისში იყო. კვლავ მოუმზადებლები რომ არ აღმოჩნდეთ, კიდევ ერთხელ ნუ შეეცდებით ამ გაფრთხილების იგნორირებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია