Get All Access for $5/mo

Tesla სრულად თვითმართვად ავტომობილებს "ამ წლის ბოლოსთვის" მასობრივად გამოუშვებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

WRAL TechWire

"Tesla-ს სრულად თვითმმართვადი ავტომობილები 2020 წლის ბოლოს გამოვა და მათი შეძენის შესაძლებლობა ყველას ექნება",– განაცხადა ილონ მასკმა.

"ჩვენ ძალიან ნელა და ძალიან ფრთხილად ვიწყებთ, რადგან სამყარო უზომოდ რთული და მოუწესრიგებელი ადგილია", – თქვა მან, როდესაც გვიან ღამით სრულად თვითმართვადი ავტომობილების საცდელი ვერსიის გამოშვებაზე საუბრობდა ადამიანების მინიმალური ჯგუფისთვის. "ჩვენ ეს ავტომობილი გასულ ღამეს დავასრულეთ და ვნახავთ, როგორ გაამართლებს. შემდეგ, ალბათ, უფრო მეტი ადამიანისთვის გამოვუშვებთ ამ შაბათ-კვირას ან მომავალი კვირის დასაწყისში. შემდეგ კი, თანდათან გავზრდით რაოდენობას, და იმედი გვაქვს, ამ წლის ბოლოსთვის საკმაოდ დიდი რაოდენობა გვექნება".

8 ოქტომბერს, მასკმა განაცხადა, რომ სრულად თვითმართვადი ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფა ჩარევას საერთოდ არ მოითხოვდა და რამდენიმე კვირაში საცდელი ვერსიაც გამოვიდოდა შეზღუდული რაოდენობით".

ოთხი დღის შემდეგ, კი თქვა, რომ ეს ავტომობილები შეზღუდული რაოდენობით 20 ოქტომბერს უკვე გამოვიდოდა. Tesla-მ თავისი სიტყვა შეასრულა, ზოგიერთ მძღოლს ბედმა გაუღიმა და მისი მართვის შესაძლებლობა 20 ოქტომბერს საღამოს მიიღო.

თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ამასთან ერთად, მასკი უკვე ფიქრობს სრულად თვითმართვადი კომპიუტერული აპარატურის (FSD) პროგრამული უზრუნველყოფის უფრო ფართო გამოშვებაზე. არ არის ცნობილი, ვის აქვს ამჟამად პროგრამული უზრუნველყოფა და როგორ შეირჩა იგი. თუმცა ცნობილია, რომ ავტონომიური მართვის ფუნქციაTesla-ს ნეირონულ ქსელს გამოიყენებს მუშაობის გასაუმჯობესებლად.

"რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ მონაცემებს აგროვებს სისტემა, მით უფრო ძლიერი ხდება", – აღნიშნა მასკმა. "იცით, ეს რაღაცით ასეთია. საინტერესოა, როგორც ხდება Google უკეთესი, როგორც საძიებო სისტემა? ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები მას აპროგრამირებენ, მუდმივად სვამენ შეკითხვებს და კონკრეტულ ბმულებზე აწკაპუნებენ".

Tesla's ნეირონული ქსელიც იგივე მეთოდით მუშაობს. ყოველი მილის გავლასთან ერთად, პროგრამული უზრუნველყოფის მანევრები სულ უფრო რთული და ზუსტი ხდება. Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანდრეი კარპათის თქმით, ნეირონული ქსელი განუწყვეტლივ სწავლობს, ავტოპილოტის დახმარებით 3 მილიარდ მილზე მეტი მანძილის გავლით იღებს ინფორმაციას.

მასკმა, წლის ბოლოს სრულად თვითმართვადი კომპიუტერული აპარატურის (FSD) გამოშვების შესახებაც გაამახვილა ყურადღება და Tesla-ს რობოტაქსების პარკზეც. ტაქსის გამოსაძახებლად ჩარევა არ იქნება საჭირო, FSD მძღოლის გარეშე იმუშავებს. იმისთვის, რომ 2021 წლისთვის რობოტაქსის პარკი შეიქმნას, სრულად თვითმართვადი კომპიუტერული აპარატურა უფრო ადრე უნდა დასრულდეს.

მთელი სამყარო ამ ახალი ტექნოლოგიის მოლოდინშია და ამიტომ Tesla თავის ისტორიაში ყველაზე დიდი წლისთვის ემზადება. კომპანიას ზედიზედ მეხუთედ ჰქონდა ყველაზე მომგებიანი კვარტალი, რომელმაც უჩვენა, რომ წარმოება იზრდება და Tesla მზად არის წელიწადში 1 მილიონი ავტომობილი აწარმოოს. გზებზე გაცილებით მეტი ავტომობილებია, FSD პაკეტი კი, მხოლოდ გაცილებით რთული გახდება ნეირონულ ქსელთან პარტნიორობის წყალობით.

ჯერ კიდევ გასარკვევია, ნამდვილად გაიკვალავს თუ არა FSD ყველა მომხმარებლისკენ წლის ბოლოს გზას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ Tesla-მ თავისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა დროულად გამოუშვა, მფლობელებსა და ენთუზიასტებს ყველა საფუძველი აქვთ დაიჯერონ, რომ 2021 წლისათვის ელექტრომობილების მწარმოებელს ყველა ავტომობილისთვის ექნება FSD.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ლიდერობა

როგორ უნდა ენდოთ ინტუიციას, რომ სწორი ბიზნესგადაწყვეტილება მიიღოთ

ანტრეპრენერები გადაწყვეტილებების უმრავლესობას, როგორც წესი, მონაცემებზე დამყარებით იღებენ, მაგრამ ასეთ დროს, ასევე მნიშვნელოვანი, თქვენი ინსტინქტებია

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი