Get All Access for $5/mo

როგორ მივიპყროთ უფრო მეტი ყურადღება "დიდ ბიზნესს ვერ მართავ, თუ არ იცი, როგორ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება."

By Nicole Lapin

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"დიდ ბიზნესს ვერ მართავ, თუ არ იცი, როგორ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. და ამისთვის საჭიროა, იყო კრეატიული", - ამბობს გარი ვაინერჩუკი.

ყურადღება ყველას სურს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ მოიპოვოს იგი. როგორც გარი ამბობს, ამის მიზეზი ისაა, რომ მათ არ იციან, სად იპოვონ ყურადღების წყარო.

"იყო დრო, სოციალური მედია ელექტრონული ფოსტის მარკეტინგს ჰგავდა. რაც შეიძლება მეტი გამომწერი უნდა გყოლოდა, ხოლო როცა პოსტს გამოაქვეყნებდი, მნახველების რიცხვიც მეტი იქნებოდა. დღეს კი TikTok-ზე შენს ერთ ვიდეოს, შესაძლოა, 10 მილიონი ნახვა ჰქონდეს, ხოლო მეორეს - 4 ათასი. რაც ალგორითმის საფუძველზე ხდება და ადამიანებმა ეს უნდა იცოდნენ".

გარის ახალი წიგნი, Day Trading Attention: How to Actually Build Brand and Sales in the New Social Media World, ამ ცვლილებების და სოციალური მედიის გამოწვევების შესახებ გვიამბობს. წიგნში იგი გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა.

იყენებთ თუ არა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს თქვენი კონტენტის შესაქმნელად?

ამ პროცესს აუჩქარებლად მივყვებით, რადგან ბევრი კომპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, ჩემთვის ჯერაც ბუნდოვანი ჩანს. ინტერნეტში ულიმიტო კონტენტი მაქვს, ნებისმიერს შეუძლია აიღოს, ხელოვნურ ინტელექტს დაუკავშიროს და ჩემსავით იფიქროს ან მოიქცეს.

თუ საკუთარ კონტენტს ხელოვნურ ინტელექტში დავაბანდებ, უნდა ვიცოდე რა მოხდება. ახლა ისე ჩანს, თითქოს კომპანიები ამბობენ: "თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ხელსაწყოები, თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება თქვენს ინფორმაციაზე".

ანუ რა არის ის, რაც ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაშინებთ?

მე არაფერი მაშინებს, თუმცა ყურადღების გამოჩენა აუცილებელია. მე არ მგონია, რომ რობოტები ჩვენი ბავშვების სიცოცხლეს დაემუქრება, თუმცა არც გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას.

ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, თუმცა მე ტექნოლოგიების დემონიზაციას არ ვახდენ. ვცდილობ, ოპტიმისტურად ვიფიქრო არა იმ სამუშაოზე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, არამედ იმაზე, რომელსაც შექმნის. როდესაც ტრაქტორი გამოიგონეს, ფერმერები ლამის გაგიჟდნენ, თუმცა შემდეგ თავის სასარგებლოდ გამოყენება ისწავლეს. ის პროფესიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, სხვა პროფესიებითაც ჩანაცვლდება.

ფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი თქვენს სამუშაოსაც ჩაანაცვლებს სარეკლამო სააგენტოში VaynerMedia?

მე თავად ვიტყვი უარს საკუთარ სამუშაოზე, ვიდრე სხვას დავანებებ, რომ ეს ჩემ ნაცვლად გააკეთოს. იმას ვგულისხმობ, რომ რეალობას თვალს გავუსწორებ. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სააგენტო ჩამოვაყალიბეთ. არ მჯერა ყალბი ანტრეპრენერების, რომლებიც დიდ ფულს გამოიმუშავებენ, შემდეგ პოლიტიკაში მიდიან და კანონების შეცვლას ცდილობენ ამ ფულის შესანარჩუნებლად. მათ პატივს არ ვცემ. თუ ხელოვნური ინტელექტი ჩემს მოსაკლავად მოვა, მაშინ მე ობი-ვან კენობი ვიქნები და იმას გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება.

არ ვფიქრობ, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან სარგებლის მიღების უფლება მაქვს. მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცე ამ საქმიანობას და კარგი ანტრეპრენერი ვიყო. მაშინ კი, თავისთავად, მივიღებ სარგებელს.

თქვენი წიგნის მიხედვით, ყურადღების მიპყრობის დაუფასებელი და ზედმეტად დაფასებული გზები არსებობს. ჩანს, რომ TikTok-ი ზედმეტად დაფასებულია, რადგან აქ ბევრი ხალხია, თუმცა არასდროსაა გვიანი, რომ აქ დაიწყო, არა?

ზუსტად. ეს იგივე იქნებოდა, თქვა: "აქ ბილი აილიშისთვის ადგილი არ არის, რადგან მადონამ და უიტნი ჰიუსტონმა უკვე ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა". მართალია, ზოგჯერ პლატფორმები ზედმეტად გადატვირთული ხდება, თუმცა კრეატიულობა ყველაფერში დაგეხმარება.

და, რა არის ახლა ის, რაც ყველაზე ნაკლებად დაფასებულია?

ლაივ სტრიმინგი mundane-ზე. შემდეგ 3-4 წელიწადში აქ დიდი ცვლილებები იქნება. დედა ან მამა, რომელიც სახლში ბავშვებს უვლის, ალაგებს, სადილს აკეთებს, საკუთარ რუტინას გაგვიზიარებს.

2006 წელს Twitter-ი ახალი იყო. ყველა ამბობდა: "სისულელეა, ვის ადარდებს, თუ პიცას მიირთმევ? ან ძაღლს ასეირნებ"? მე კი ვამბობდი: "ყველას". ასე მუშაობს კომუნიკაცია ადამიანებს შორის.

თუ მე ბიზნესის მფლობელი ვარ, მუდმივად უნდა ვიყო სოციალურ მედიაში?

მე მუდმივად ლაივში ვარ ჩემს სამუშაო ოფისში, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ჩემი ყოველდღიურობა ძალიან მოსაწყენია. 12 საათის განმავლობაში მაგიდასთან ვზივარ, შეხვედრებს ვმართავ და ჩემი ხმაც კი გამორთულია, რადგან შეხვედრები სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავს. როცა წლების წინ გადავწყვიტე, რომ ვლოგი მინდოდა მქონოდა, თავიდან ვფიქრობდი, რომ არ გამოვიდოდა. თუმცა ჩემი ყოფილი ვიდეოგრაფი დავიქირავე და იგი ყველგან კამერით დამყვებოდა.

ახალ წიგნზე მუშაობთ. მახსოვს, ერთხელ რჩევა მომეცით: გაეთიშეთ ქსელს ორი კვირის განმავლობაში, ჩამოწერეთ ყველა ადამიანი, ვისაც კი იცნობთ და შემდეგ დაურეკეთ მათ.

ამ რჩევას ისევ გავცემდი. თხოვნაში ცუდი არაფერია, თუ შედეგისთვისაც მზად ხართ. შესაძლოა ვიღაცამ უარი გითხრათ, რაც სრულიად ბუნებრივია. მეც მიმიღია უარი, თუმცა იმ ადამიანთან შემდგომში მითანამშრომლია. მუდმივად ეცადეთ, რომ ყველაფერს პოზიტიური ახსნა მოუძებნოთ. თუ შენ რაღაცას სხვას სთხოვ, მაშინ მისი განსჯის უფლება აღარ გაქვს.

Nicole Lapin

Financial Journalist, New York Times Bestselling Author, Anchor

Nicole Lapin is the New York Times bestselling author of Rich Bitch, Boss Bitch and Becoming Super Woman. She is the host of the nationally syndicated business reality competition show Hatched. Former anchor on CNN, CNBC and Bloomberg. Host of "Money Rehab with Nicole Lapin" launching April 5th.
Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში

ინდუსტრიული ტრენდები

როგორ მივიყვანოთ Agile თვითმკვლელობამდე

Agile გუნდური თამაშია და როდესაც ერთი მოთამაშე არ თამაშობს წესებით, ეს აისახება მთელი გუნდის შედეგზე