My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ინდუსტრიული ტრენდები

სიცხადე: წარმატებული ბიზნესის საიდუმლო იარაღი

საქმიანობაში სრული სიცხადის შეტანა ურთიერთობების დამყარებისა და მიზნების მიღწევის აუცილებელი პირობაა
სიცხადე: წარმატებული ბიზნესის საიდუმლო იარაღი
ფოტო: pixabay
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმოიდგინეთ, რომ შუაღამისას გეღვიძებათ და საპირფარეშოში გასვლა გსურთ. ლოგინიდან დგებით, გარშემო უკუნი სიბნელეა. საკუთარი საძინებელი იცით, მაგრამ სიბნელეში გზას ხელების ცეცებით მიიკვლევთ, შეწუხებული ბუზღუნებთ. სიბნელეში მხოლოდ რამდენიმე წამს ატარებთ და ეს თქვენს განწყობასა და შუაღამისას მიზნის მიღწევაზე ახდენს გავლენას.

ცხოვრებასა და ბიზნესშიც ზუსტად ასეა. ეს „წყვდიადი“ შესაძლოა სრულიად განსხვავებული სახის იყოს, მაგრამ იგივე ზემოქმედება აქვს. დაახლოებით ასე, ხელების ცეცებით გვიხდება გზის გაკვალვა, როდესაც ყველაფერი ბოლომდე ნათელი არ არის. თუ თქვენი ბიზნესი დიდი სისწრაფით არ იზრდება, სავარაუდოდ მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ყველაფერი ნათლად ჯერ კიდევ არ იცით.

ხშირად ბიზნესის ზრდას ბევრი ფაქტორი აფერხებს, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ საქმეში ბოლომდე ვერ გარკვეულხართ და არც ბევრი რამ გაქვთ ნათლად ჩამოყალიბებული. თუ წელს ახალ მიღწევებს გეგმავთ, თქვენი ბიზნესის ამ სამ მნიშვნელოვან საკითხში სრული სიცხადე შეიტანეთ. 

 

1. რატომ წამოიწყეთ ეს ბიზნესი

ანტრეპრენერობის იდეა მართლაც მიმზიდველია. შეგიძლიათ საკუთარი თავის უფროსიც იყოთ და დროც თავად გაანაწილოთ. შემოსავლის მიღება იმ საქმიდან შეგიძლიათ, რომელიც მოგწონთ. ბიზნესის წამოწყებისას შესაძლოა არ იცოდეთ, რა დგას თქვენი ბიზნესის მიღმა, მისი წამოწყება რამ განაპირობა.

უპირველესად, ფულის გამომუშავების გზებს ეძებთ, ხოლო შემდეგ მუშაობას იწყებთ. რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ საქმეები სულაც არ მიდის ისე, როგორც წარმოგედგინათ. საქმიანობის გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავთ. მუშაობთ, მაგრამ რატომ წამოიწყეთ ბიზნესი, ნათლად არ გაქვთ წარმოდგენილი. სინამდვილეში კი, უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესი იმ იდეაზე ან მისიაზე იყოს დაფუძნებული, რომელიც მოგწონთ.  

თქვენთვის ყველაფერი დღესავით ნათელი უნდა იყოს. მიზნისკენ მიმავალ გზაზე თქვენი გზამკვლევი ერთი შეკითხვა უნდა გახდეს: „რატომ?“ ეს საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ და უპასუხოთ კიდეც. თუნდაც ბიზნესში გარკვეული გამოცდილება უკვე გქონდეთ, ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიოთ და კარგად გაიაზროთ ახალი ბიზნესის წამოწყების მიზეზები. ასევე ნათლად გაიაზროთ ზოგადი სტრატეგია. ტაქტიკის განსაზღვრას კი, შეგიძლიათ შედარებით ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ნათლად ჩამოყალიბებული მთავარი სტრატეგიის მეშვეობით, ყოველდღიური ტაქტიკური ნაბიჯების განხორციელება ბევრად მარტივი გახდება.

 

2. ვისზეა გათვლილი თქვენი ბიზნესი და როგორ ურთიერთობთ მომხმარებელთან

საკუთარი ნიშის მოძებნის აუცილებლობაზე სავარაუდოდ რამდენიმე სტატია უკვე გექნებათ წაკითხული და ეს ნამდვილად კარგია. თქვენს ბიზნესს ყველას ვერ მოარგებთ და არც უნდა სცადოთ. სრულიად ნათელი წარმოდგენა უნდა გქონდეთ იმაზე, თუ ვისზეა გათვლილი თქვენი ბიზნესი და გარდა ამისა, რაში დაეხმარება მათ. ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ გახდნენ ჯანმრთელები, საკმაოდ ბევრი გზით არის შესაძლებელი. თქვენი ნიშა უნდა მოიძიოთ და ხალხს ასწავლოთ, როგორ მისდიონ ჯანმრთელი ცხოვრებისა და კვების წესს. ნებისმიერი სხვა იდეის შემთხვევაშიც ზუსტად ასეთი სქემაა.

როდესაც თქვენს სამიზნე აუდიტორიას შეისწავლით, მათ საჭიროებებზე ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ, ყველა საშუალება უნდა გამოიყენოთ და თქვენს ბიზნესზე სრულიად ნათლად და ცხადად განუმარტოთ ყველაფერი. აუცილებლად მათ ენაზე უნდა დაელაპარაკოთ, ინფორმაცია ისე მიაწოდოთ, რომ თქვენი გაიგონ და პასუხის დაბრუნებაც შეძლონ. თუ მათთან საერთო ენის გამონახავთ, თქვენს ბიზნესს განვითარებაში შეუწყობთ ხელს.

თუ დიდ ბრენდებსა და კომპანიებს შეხედავთ, შეამჩნევთ, როგორ ცდილობენ ისინი თავიანთი სამიზნე მომხმარებლის გულის მოგებას. თუ მაღალი კლასის ბრენდებს გაყიდვები არ აქვთ, მთავარი მიზეზი ის არის, რომ სამიზნე კლიენტებს იმას არ სთავაზობენ, რასაც ისინი მოელიან ან რაც აინტერესებთ.

 

3. საით მიდის ეს ყველაფერი

ბიზნესის დაწყების მიზეზები ხომ გაარკვიეთ? ახლა იმაშიც უნდა შეიტანოთ სიცხადე, საით მიდიხართ − როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესში. ეს ორი საკითხი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. თუ ცხოვრების მიზნებზე წარმოდგენა არ გაქვთ, ბიზნესზე კონცენტრირება უზომოდ გაგიჭირდებათ. ნათლად უნდა იცოდეთ, ეს ბიზნესი მხოლოდ იმიტომ ხომ არ დაიწყეთ და იმიტომ ხომ არ ზრუნავთ მის წარმატებაზე, რომ ცხოვრებაში თავისუფლება და ფინანსური უსაფრთხოება მოიპოვოთ.

გაარკვიეთ, როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება. როგორი იქნებოდა თქვენი იდეალური დღე, ფულზე რომ არ ზრუნავდეთ? სრულიად ნათლად წარმოიდგინეთ, სად მიგიყვანთ თქვენი ბიზნესი. რომელიღაც წერტილამდე რომ მიაღწიოთ, დანიშნულების პუნქტზე წარმოდგენა აუცილებლად უნდა გქონდეთ. ამ საკითხის გარკვევას ცოტაოდენი დრო დღესვე მიუძღვენით.  როდესაც გაარკვევთ, შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლებთ. ცოტაოდენი დროის გამონახვა კვლავ დაგჭირდებათ, რომ ეს ყველაფერი თქვენს ხედვას დაუკავშიროთ.

საქმიანობაში სრული სიცხადის შეტანა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს უკვე დიდი ძალაა. როდესაც ყველაფერი ნათლად გეცოდინებათ, საკუთარ თავსაც დაეხმარებით და წარმატებულ ურთიერთობებზე, მიზნებზე, სიმდიდრეზე და საოცნებო ბიზნესზეც იზრუნებთ. 100 საქმე რომ გქონდეთ გასაკეთებელი, მთელი ყურადღება მაინც აუცილებელზეა გამახვილებული. აზროვნება შეიცვალეთ. ლიდერივით იფიქრეთ. ბიზნესის სტრატეგიაში შეიტანეთ სიცხადე და იმაზეც დაფიქრდით, თუ როგორ არის ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. შემდეგ ტაქტიკა დასახეთ და მოქმედებაზე გადადით. როგორ კი ყველაფერში სიცხადეს შეიტანთ, თქვენი ბიზნესი დიდი სისწრაფით დაიწყებს წინსვლას.

More from Entrepreneur

Kathleen, Founder and CEO of Grayce & Co, a media and marketing consultancy, can help you develop a brand strategy, build marketing campaigns and learn how to balance work and life.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur